ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ღირებულება 2700 ₾

განვადებით თვეში 84 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

შეხვედრების განრიგი

ინტერიერის დიზაინის თეორიული ნაწილი და Archicad-ის შეხვედრები ჩატარდება სამშაბათსა და პარასკევს, 3ds Max-ისა და ექსტერიერის დიზაინის შეხვედრები - სამშაბათსა და ხუთშაბათს. 

შეხვედრების დიდი ნაწილი ჩატარდება ჰიბრიდულად. 

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.

კურსი ასევე მოიცავს თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენებას ვიზუალიზაციის პროცესში, ინტერიერისა და ექსტერიერის ანიმაციის შექმნას, კლიენტთან მუშაობის, ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის საბოლოო პრეზენტაციის პრინციპებს. კურსის დასრულების შედეგად მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან 2 სრულყოფილი ინტერიერის პროექტი და პროფესიული პორტფოლიო, რომელიც მათი შემდგომი კარიერული განვითარებისა და რეალურ პროექტებზე მუშაობისთვის იქნება გამოყენებული.

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • ინტერიერის სივრცის ფუნქციურად დაგეგმვას, ზონირებასა და ავეჯის განლაგებას ერგონომიკისა და სივრცის სტანდარტების გათვალისწინებით;
  • ინტერიერისთვის ფერების, მოსაპირკეთებელი მასალებისა და განათების სწორად შერჩევასა და ერთმანეთთან კომბინირებას;
  • აზომვითი მასალებისა და არსებული ნახაზების საფუძველზე ინტერიერის ტექნიკური ნახაზების შექმნასა და დამუშავებას;
  • Archicad-ში ინტერიერის გეგმების, ჭრილების, იატაკის, სანტექნიკისა და ელექტროობის გეგმების მომზადებას და პროექტის საბოლოო მასალის დალაგებას;
  • 3ds Max-ში ინტერიერისა და ექსტერიერის სცენების შექმნასა და სხვადასხვა ობიექტის მოდელირებას;
  • კამერების, განათებისა და მასალების სწორად გამოყენებას და Corona Renderer-ის საშუალებით ფოტორეალისტური რენდერების შექმნას;
  • რენდერების დამუშავებას Corona-სა და Photoshop-ში, ვიზუალური მასალის პროფესიულად მომზადებასა და პროექტის პრეზენტაციას;
  • AI ინსტრუმენტების გამოყენებას ტექსტურების, 3D მოდელების, ადამიანების, ვიზუალიზაციებისა და ვიდეოკონტენტის შესაქმნელად;
  • ინტერიერისა და ექსტერიერის სცენებისთვის კამერისა და ობიექტების ანიმაციების შექმნას და საბოლოო ვიდეომასალის მომზადებას;
  • კლიენტის საჭიროებების გამოვლენას, პროექტის შეთავაზების, ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას;
  • ავეჯის კონსტრუქციული დაგეგმვისა და პროექტირების პროცესის აღწერას, მათ შორის BAZIS WOODWORKER-ში პროექტირების ძირითადი ეტაპების განსაზღვრას;
  • დასრულებული ინტერიერის პროექტის პროფესიულად წარდგენას და მიღებული ნამუშევრების საფუძველზე პორტფოლიოს შექმნას.

კურსის ტექნიკური წინაპირობები


რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ქეთევან ჩხარტიშვილი

 “ჩემი მიზანი ბავშვობის ოცნების ასრულება იყო - თავად დამეპროექტებინა ჩემი ოცნების სახლი და კურსის გავლის შემდეგ ასეც მოხდა. კურსის განმავლობაში ვისწავლე ArchiCad-თან, Photoshop-თან და 3D MAX-თან მუშაობა, ასევე, ის თეორიული მასალა, რომელიც მომხმარებლისათვის სასურველი სივრცისა და ამავე სივრცის დიზაინის შექმნაში დამეხმარება. რაც შეეხება ლექტორს, ლელი შევჩენკო, თავისი საქმის პროფესიონალია.” სრულად

ელენე

ლექტორების მიერ მოწოდებული ინფორმაცია და შემდგომში მათი მხრიდან ჩართულობა, როცა დამატებითი კითხვები მიჩნდება 10/10. ლექტორი სრულად ორიენტირებულია, რომ ინფორმაციის მოწოდებას არ ჰქონდეს შაბლონური სახე და მუდმივად ცდილობს მაგალითების მოყვანითა თუ სიღრმეებში შესვლით, სრულყოფილად ავითვისოთ საკითხი.იმაზე აღარაფერს ვიტყვი, რომ დიდ დროს უთმობს, რომ მოტივაცია მოგვცეს და არ დავნებდეთ, არც სირთულეებმა შეგვაშინოს, რაც ძაააალიან მჭირდებოდა მე პირადად.ასევე, ძალიან მადლიერი ვარ ბატონი გიორგის, რომელიც დაუზარლად მუდმივად მპასუხობს ყველა კითხვაზე პროექტთან დაკავშირებით და სულ იგრძნობა მისი მხარდაჭერა.

ანონიმური შეფასება

ყველა თემა ერთმანეთის თანმიმდევარი და საინტერესოა. კურსის მსვლელობაში არაფერს შევცვლიდი.

ანონიმური შეფასება

ძალიან ბევრი რესურსი ჩადო თითოეულმა ლექტორმა და მადლობა მათ ამისთვის. მადლობა იმისთვის, რომ ინტერიერის დიზაინთან ერთად ჩვენი ფსიქოლოგებიც კი იყვნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ სტიმული მოეცათ განვითარებისათვის. 

მარიამ ჭულუხაძე

 ყველა თემა საინტერესოა და ძალიან კარგადაა აწყობილი კურსი. ძალიან კმაყოფილი ვარ.

სოფი შოშიაშვილი

 მაქსიმალურად იყო ჩართული ამ პროცესში, ლექციის დასრულების შემდეგაც ან დასვენების დღეებშიც არ იზარებდნენ ჩემს კითხვებზე პასუხის გაცემას, ასევე ხშრად უწევდა სალექციო საათებს კიდევ რამოდენიმე საათის დამატება, რათა ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაეცა ჩვენთვის

ანონიმური შეფასება

ყველა თემა განსაკუთრებული და საინტერესო იყო ჩემთვის არაფერი არის “ზედმეტი”. მიჭირს რომელიმეს გამორჩევა, თუმცა ობიექტზე აზომვების ჩატარება და ამ ყველაფრის პროგრამაში გადატანა იყო გამორჩეულად საინტერესო.

ანონიმური შეფასება

კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ კონკრეტულად ის თეორიული ნაწილი გავიარეთ რაც უშუალოდ გვჭირდება - ამიტომ საინტერესო იყო. ასევე დასაფასებელია ლექტორების მონდომება, რომ აბსოლუტურად ყველაფერი გადმოგვცენ მაქსიმალურად და აქვთ მიზანი, რომ ბაზარი გააჯანსაღონ.

ეკა გასვიანი

კურსის მუშაობა კარგად იყო ორგანიზებული, გამართული პლატფორმა საშუალებას გვაძლევდა ნებისმიერ დროს გვქონოდა წვდომა ,,კლასრუმთან" და გვესარგებლა საჭირო რესურსებით.ამ დროის განმავლობაში მუდამ იგრძნობოდა თანადგომის მზაობა, რისთვისაც მადლობას გიხდით. 

თამარ შავაძე

 “კურსთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი მქონდა, საბოლოოდ ის შედეგი მივიღე, რასაც ველოდი, რა თქმა უნდა, ჩემი და ლექტორის ერთობლივი ძალისხმევით. ვისწავლე ძალიან ბევრი რამ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ განვვითარდი ამ სფეროში და შევიძინე ახალი უნარები, რომლებსაც ეფექტურად გამოვიყენებ საქმიანობაში.სმარტ აკადემიამ ჩემი მოლოდინები სავსებით გაამართლა. ვფიქრობ, ყველა ადამიანი, ვისაც საკუთარი თავის განვითარება სურს, თქვენთან უნდა მოხვდეს.” სრულად

ანონიმური შეფასება

ძალიან კმაყოფილი ვარ, თითოეული ლექტორი მთელი გულით არის ჩართული ჩვენს განვითარებაში, ვაფასებ მათ ფულრწფელ შრომას და დიდი მადლობა, რომ არ გვაძლევთ საშუალებას მოტივაცია დავიგდოთ.

ანონიმური შეფასება

 ძალიან კმაყოფილი ვარ, ახსნილი მასალაც და კითხვებზე პასუხიც არის მაქსიმალურად ამომწურავი. ასევე ძალიან მომწონს, რომ ლექტორი გვბუსტავს თავდაჯერებულობით, ოპტიმიზმითა და მთელი შემართებით.

ანონიმური შეფასება

მრავლისმომცველი და ძალიან საინტერესო მასალა არის, ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან საჭირო და აუცილებელი ინფორმაცია მივიღე პროფესიულად.

მარიამ ბეგლარაშვილი

"ჩემი მიზანი იყო შემესწავლა ინტერიერის დიზაინის სფერო და ახალ პროფესიას დავუფლებოდი.კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე ველოდი, რადგან ვისწავლე იმაზე მეტი, ვიდრე სილაბუსით იყო გათვალისწინებული.ლელი არის არაუჩველებრივი ადამიანი, ყველაფერს ამომწურავად და მსმენელისთვის გასაგებად ხსნის." სრულად

ანონიმური შეფასება

 კარგად ორგანიზებული და ბევრისმომცველი კურსია, რაც შეეხებათ ლექტორებს თავიანთი საქმის პროფესიონალები, მცოდნე და გამოცდილები არიან <3 

ანონიმური შეფასება

 სასწავლო პროცესით ძალზედ კმაყოფილი ვარ, განვლილი მასალაში არანაირი კითხვა არ მაქვს, იმდენად ამომწურავია ჩვენი ლექციები რომ შეუძლებელია ვერ გავიგო რაიმე.

მარიამ ოკრიბელაშვილი

კურსი გამოირჩეოდა როგორც შინაარსის სიღრმით, ისე ტექნიკური კომპონენტების მრავალფეროვნებით. პროგრამა მოიცავდა თეორიულ საფუძვლებს და პრაქტიკულ დავალებებს, რაც საშუალებას მაძლევდა, ცოდნა რეალურ სივრცეებში გამომეცადა. ლექტორები აქტიურად იყვნენ ჩართული პროცესში, ხშირად გვითმობდნენ დამატებით დროს სალექციო საათების მიღმა, რაც ქმნიდა მეგობრულ და მოტივირებულ გარემოს. კურსის დასრულების შემდეგ, მაქვს მყარი საფუძველი, რომ შევქმნა თანამედროვე, ტექნიკურად გამართული და ესთეტიკურად დახვეწილი ინტერიერი. 

ანონიმური შეფასება

 მომეწონა კურსი, ვთვლი რომ მზად ვარ ახალი პროფესიით გავიდე ბაზარზე. ყველა ლექტორი შესანიშნავია <3 


სხვა კურსები

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

ყველა კურსი