BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

ღირებულება 1500 ₾

განვადებით თვეში 47 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები:

  • ენის სინტაქსი და კონსტრუქციული თვისებები
  • პროცედურული, ფუნქციონალური და ობიექტზე-ორიენტირებული პარადიგმების გამოყენება
  • პითონის მონაცემთა ტიპები და სტრუქტურები
  • პითონის მონაცემთა ბაზებთან მუშაობა SQL ენასთან გაერთიანებით
  • GIT ვერსიონირების ინსტრუმენტის საბაზისო ოპერაციები

PYTHON კურსის შედეგები

Python კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • პითონის პროგრამირების ენის სინტაქსი და ინსტრუმენტები;
  • პროცედურული, ფუნქციონალური და ობიექტზე-ორიენტირებული პარადიგმები;
  • სხვადასხვა ალგორითმული ილეთები;
  • მონაცემთა ტიპები და სტრუქტურები (სიები, კორტეჟები, ლექსიკონები, სიმრავლეები);
  • ნაკადების მართვა (if, elif, else);
  • ციკლები (while, for);
  • სტანდარტული, ჩაშენებული, ანონიმური და რეკურსიული ფუნქციები;
  • ტექსტის დამუშავება;
  • ფაილებთან პროგრამული მუშაობა (შექმნა, გახსნა, რედაქტირება, წაშლა);
  • გენერატორები, იტერატორები, გამოსახულება-გენერატორები, ფუნქცია-გენერატორები;
  • ობიექტზე-ორიენტირებული პროგრამირების სტილი (საბაზისო OOP);
  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობა პითონის გამოყენებით (SQL საბაზისო, SQLite);
  • GIT ვერსიონირების ინსტრუმენტთან საბაზისო მუშაობის უნარები;
  • მარტივი და საშუალო დონის პითონის პროგრამის დაწერას;
  • პროგრამის როგორც პროცედურული და ფუნქციონალური, ისე ობიექტზე-ორიენტირებული პარადიგმის სტილში რეალიზაციას;
  • შეცდომების “ბაგების” დაჭერას კოდში და პროგრამის მდგრადობის გაზრდას;
  • დაწერილი პროგრამის ოპტიმიზაციას;
  • პითონზე დაწერილი პროექტებისთვის მონაცემთა ბაზების გამოყენებას;
  • Github-ზე პროექტების ატვირთვას.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • Back-End Development With Python კურსი გათვლილია როგორც დამწყებთათვის, ასევე მათთვის ვისაც სურს გაიმეოროს Python-ის ძირითადი პრინციპები, აითვისოს პროგრამირებისთვის საჭირო ინსტრუმენტები (GIT) და Python-ის დახმარებით მონაცემთა ბაზებთან კომუნიკაციის პრაქტიკული ილეთები;
  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.

ლექტორის შესახებ

  • ცოტნე მაჭარაშვილს აქვს 5+ წლიანი გამოცდილება პროგრამირებაში (Python, React/React Native, Django, C/C++ და სხვა) და აქტიურად მუშაობს როგორც Software, ასევე Hardware მიმართულებით;
  • ამჟამად არის Computer Engineer Fablab Iliauni-ში და ასისტენტ-ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;
  • არის სტარტაპის MFT (Mouse for Tongue) თანადამფუძნებელი და წამყვანი დეველოპერი;
  • უმუშავია ისეთ პოზიციებზე, როგორებიცაა: Embedded Systems Software Developer (Silkroad Group), Python-ის ტრენერი და დეველოპერი (Media Development Fund) და სხვადასხვა პროექტების მენტორი;
  • ცოტნე იყო მენტორი/ორგანიზატორი ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ ინიციატივებში, როგორებიცაა: NASA Space Apps Challenge, Millennium Innovations Award, Tech Sparks AI, STEAM Bootcamp-ები და სხვა;
  • ჯილდოები: GITA-ს, UNDP-ისა და Erasmus+ CONNECT-ის კონკურსების გამარჯვებული, ასევე Social Impact Award Georgia-ს მფლობელი.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

IT ბიზნეს ანალიზის კურსი - GITA

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.

AUTOMATION TESTING WITH JAVA & Selenide & Rest Assured

AUTOMATION TESTING WITH JAVA & Selenide & Rest Assured-ის კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ტესტირების ავტომატიზაცია Java-ს პროგრამირების ენის გამოყენებით, როგორც UI-სთვის, ასვე API-სთვის Selenide და Rest Assured-ის საუკეთესო მიდგომებისა და პრაქტიკების გამოყენებით. კურსი ასევე მოიცავს Performance Testing-ს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები შეისწავლიან კონკრეტული დატვირთვის პირობებში სისტემის სტაბილურად რეაგირების შეფასებას, რისთვისაც გამოიყენებენ ტესტირების ავტომატიზაციის ტექნიკებსა და ინსტრუმენტებს.

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+ კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს ცოდნა პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურის, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება ცოდნა Comptia A+ ის ორი საერთაშორისო სერტიფიკატის (220-1101, 220-1102) ასაღებად.

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

ყველა კურსი