უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსი

ღირებულება 1500 ₾ 1200 ₾

განვადებით თვეში 38 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს უძრავი ქონების კომერციული მართვისთვის საჭირო პრაქტიკული ცოდნა და უნარები მარკეტინგის, გაყიდვების, CRM-ისა და მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით. კურსი აერთიანებს უძრავი ქონების ბაზრისა და მომხმარებლის ქცევის ანალიზს, მარკეტინგული სტრატეგიის, კონტენტის, მედია-გეგმისა და შეთავაზებების შექმნას, გაყიდვების პროცესის მართვასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. მონაწილეები რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ დავალებებზე მუშაობით შეძლებენ დეველოპერული პროექტების კომერციული გამოწვევების იდენტიფიცირებას, ეფექტიანი სტრატეგიების შემუშავებასა და მათი შედეგების შეფასებას.

უძრავი ქონების კომერციული მართვის კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეძლებენ:

  • გააანალიზონ უძრავი ქონების ბაზარი, მისი ძირითადი მონაწილეები, მომხმარებელთა სეგმენტები და კონკურენტული გარემო;
  • შეაფასონ მომხმარებლის ქცევა და შექმნან Customer Journey Map უძრავი ქონების შეძენის სხვადასხვა ეტაპისთვის;
  • შეიმუშაონ დეველოპერული პროექტის მარკეტინგული, ბრენდინგისა და კონტენტ სტრატეგია;
  • დაგეგმონ კონტენტის ტიპები და კომუნიკაცია მომხმარებლის გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა ეტაპის შესაბამისად;
  • განსაზღვრონ ეფექტიანი სარეკლამო არხები, ააწყონ Media Mix და გადაანაწილონ ბიუჯეტი დასახული მიზნებისა და KPI-ების მიხედვით;
  • შექმნან სხვადასხვა სამიზნე სეგმენტისთვის მორგებული კომერციული შეთავაზებები ფასის, განვადებისა და დამატებითი ბენეფიტების გათვალისწინებით;
  • მოახდინონ უძრავი ქონების ინვენტარის სეგმენტაცია და მართონ ბინების გაყიდვის სტრატეგია პროექტის მომგებიანობის შესანარჩუნებლად;
  • მართონ მარკეტინგისა და გაყიდვების ურთიერთდაკავშირებული Funnel და ეფექტიანად გამოიყენონ CRM სისტემები ლიდების დასამუშავებლად;
  • გააანალიზონ მარკეტინგისა და გაყიდვების მონაცემები Google Analytics 4-ის, Looker Studio-სა და CRM Analytics-ის გამოყენებით;
  • შეაფასონ კამპანიების ეფექტიანობა და მონაცემებზე დაყრდნობით განსაზღვრონ მარკეტინგული და კომერციული გადაწყვეტილებები;
  • გამოავლინონ პროექტის კომერციული პრობლემები პროდუქტის, ფასის, შეთავაზების, არხების, გაყიდვებისა და კომუნიკაციის მიმართულებით;
  • შეიმუშაონ კონკრეტული დეველოპერული პროექტისთვის მარკეტინგული და კომერციული სტრატეგია და წარადგინონ მიღებული შედეგები.


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აგების ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის სწორად გამოყენება და ტექსტთან, ფერებთან და ვიზუალურ ელემენტებთან მუშაობის კულტურა.

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.

ყველა კურსი