SCRUM PRODUCT OWNERSHIP/PRODUCT MANAGEMENT
-
- ლექტორი
- თორნიკე სუბელიანი
-
- შეხვედრები
- 14 შეხვედრა - 28 სთ
-
- დაწყების თარიღი
- 21 ოქტომბერი
-
სამშაბათი 20:00-22:00 სთ
ხუთშაბათი 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება 990 ₾ 800 ₾
განვადებით თვეში 25 ₾-დან
SCRUM PRODUCT OWNERSHIP-ის კურსის მიზანია, დამწყებ სტუდენტებს გააცნოს Product Owner-ის როლი, SCRUM-ის მუშაობის პრინციპები და პროდუქტის განვითარებისა და მართვის პრაქტიკული ტექნიკები. კურსი ფოკუსირებულია გამოცდილებით სწავლაზე, რეალურ მაგალითებსა და ინტერაქტიულ სავარჯიშოებზე, რათა სტუდენტებმა მარტივად აითვისონ პროდუქტის მართვის საფუძვლები.
კურსის შედეგად, მონაწილეები:
- გაიგებენ რა არის პროდუქტი და როგორ უნდა ჩამოაყალიბონ პროდუქტის ხედვა
- შეისწავლიან SCRUM-ის ძირითადი პრინციპებს, Sprint Planning-ს, Review-სა და რეტროსპექტივას
- შეძლებენ User Stories-ის, Acceptance Criteria-სა და ბექლოგის მართვის ტექნიკების გამოყენებას
- დაეუფლებიან პრიორიტეტიზაციის მეთოდებს და ისწავლიან პროდუქტის ბექლოგის ეფექტურ მართვას
- გაიგებენ, როგორ იმუშაონ დაინტერესებულ მხარეებთან, გუნდთან და ინჟინრებთან ეფექტურად
- შეისწავლიან Roadmapping-ს, რელიზების დაგეგმვას და საკვანძო მეტრიკების გამოყენებას
- მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას რეალური Product Owner-ის როლში როლური თამაშებისა და გუნდის მუშაობის მოდელირებით
მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, დასასრულს წარადგინონ საკუთარი პროდუქტის იდეა, მისი ხედვა, ბექლოგი და Roadmap-ი, რაც მათ დაეხმარება კარიერული ნაბიჯების გადადგმაში.
სასწავლო კურსის შედეგები
Scrum Product Owner კურსის მსმენელებს ეცოდინებათ შემდეგი კონცეფციები და შეძლებენ მათ გამოყენებას:
- გაიგებენ Product Owner-ის როლს და მის მნიშვნელობას SCRUM გარემოში
- შეძლებენ პროდუქტის მართვის ძირითად ტექნიკების გამოყენებას
- გაიგებენ დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის და მოლოდინების მართვის პრინციპებს
- შეძლებენ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას
- მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას
სასწავლო კურსის მოთხოვნები
- სასურველია ინგლისურის იმ დონეზე ცოდნა, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.
ლექტორის შესახებ
- თორნიკე სუბელიანი არის Advanced Product Owner Galt & Taggart-ში;
- 2023 წლამდე იყო igaming ინდუსტრიაში სხვადასხვა კომპანიის product management-ში;
- არის PSPO I-სა და PSPO II სერტიფიკატის მფლობელი;
- აქვს agile-ში მუშაობის, (სხვადასხვა framework-ით Scrum, Kanban) და ციფრული პროდუქტების/პროექტების მართვის მიმართულებით 6 წლიანი გამოცდილება;
- თორნიკე არის Georgian Institute of Public Affairs (GIPA) და Warsaw School of Economics (SGA) ბაკალავრი ბიზნეს ადმინისტრირებაში.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.