სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

ღირებულება 1090 ₾

განვადებით თვეში 34 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

 

სასწავლო კურსის შედეგები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსიმსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • სოციალური მედიის მარკეტინგის მიზნის განსაზღვრას, რომელიც აუცილებელია წარმატებული ონლაინ კამპანიების მისაღწევად;
  • თუ როგორ აღწერონ და განსაზღვრონ სოციალური მედიის მარკეტინგის სწრაფად განვითარებადი როლი საზოგადოებასთან ურთიერთობაში, რეკლამასა და მარკეტინგში;
  • განსაზღვრონ სოციალური მედიის მარკეტინგის კვეთა ბიზნესის ყველა ასპექტთან;
  • განავითარონ ეფექტური სოციალური მედიის მარკეტინგული სტრატეგიები სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიებისა და ბიზნესებისთვის;
  • განსაზღვრონ მიზნობრივი ბაზრები კონკრეტული სოციალური მედიის პლატფორმებისთვის;
  • გამოიყენონ საქართველოში ყველაზე პოპულარული სოციალური მედიის პლატფორმები და საჭიროებისამებრ მოახდინონ მომხმარებელზე ზემოქმედება ან/და კომპანიის, ბრენდის, პროდუქტის, სერვისის თუ პიროვნების პოპულარიზება;
  • თვალყური ადევნონ სოციალური მედიის მიზნების მიღწევის პროგრესს სხვადასხვა საზომი ხელსაწყოების, სერვისებისა და მეტრიკების მეშვეობით;
  • შეაფასონ საქართველოში არსებული რეალობა და გაითვალისწინონ ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გამოიყენონ სოციალური მედია კამპანიის ფარგლებში;
  • შეაჯამონ ყოველივე ზემოთქმული და გამოიყენონ ეს ინფორმაცია სოციალური მედიის სტრატეგიაში.


სასწავლო კურსის მოთხოვნები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი არის შესავალი სოციალური მედიის სამყაროში. სტუდენტს დასჭირდება ინგლისური ენის ცოდნა საბაზისო დონეზე (A2-B1), ლეპტოპი და ენთუზიაზმი.


ლექტორის შესახებ

  • ალექსანდრა კნიაზიანი არის FCB Artgroup-ის (1986 წელს დაარსებული სააგენტო, რომელიც გლობალურ სააგენტოების ტოპ სამეულშია) თბილისის ფილიალის ექაუნთისა და სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი. იგი, ასევე, არის ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ასევე, საერთაშორისო ბრენდებთან;
  • თეორიული ცოდნის პარალელურად, მას აქვს სოციალური მედიის სფეროში მოღვაწეობის 7+ წლიანი გამოცდილება და უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: HeidelbergCement Georgia, Vestel, McDonalds, Magnum, Phaiser, Stada, Spar, Coca-Cola, Rexona, Sunsilk, Clear, Algida, ReBank, Swissotel, Kontakt Home, White Now, Domestos, Manamo, ნატახტარი ზიგ-ზაგი, თბილისის მარათონი, მუსიკის სახლი და სხვა;
  • ალექსანდრა არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი. ჟურნალისტად მოღვაწეობის 5 წლის განმავლობაში, თანამშრომლობდა და მუშაობდა TV იმედთან, რადიო იმედთან, ონლაინ გამოცემა sova.news-თან და იყო Junior Eurovision-ის აკრედიტებული ჟურნალისტი;
  • ალექსანდრას ნამუშევარი აქვს რამდენიმე მიმართულებით: ტვ და რადიო ჟურნალისტიკა, სტატიები, სასტელევიზიო გადაცემის შექმნა, ქოფირაითინგი, ბრენდის ციფრული პოზიციონირების კონცეპტის შემუშავება, სოც.მედია ტექნიკური მხარდაჭერა, კრეატიული კონტენტის შექმნა, ციფრული რეკლამა, სატელევიზიო და რადიო სარეკლამო განთავსება, ვიდეო-ფროდაქშენი, POSm, ბრენდებთან/კლიენტებთან ურთიერთობა; 
  • პროფესიული მოღვაწეობის პარალელურად, იგი თავისუფალ დროს დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, კერძოდ კი ეხმარება დაობლებული ბავშვების ფონდს საგანმანათლებლო განვითარების საკითხებში.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.




რეგისტრაცია ➜

შეფასებები

მარიამ ლაღაძე

ალექსანდრას ძალიან დიდი გამოცდილება და ცოდნა აქვს ამ სფეროს მიმართულებით და ძალიან სასიამოვნოა ასეთი ლექტორისგან შეისწავლო დარგი, თანაც მაშინ როცა ეს პირველი ნაბიჯებია. ის სწავლის პროცესში დიდი მონდომებითა და ენთუზიზმით იყო ჩართული ,რისთვისაც მადლობა მას.

ლია აივაზაშვილი

კურსის დასრულების შემდეგ უფრო თავდაჯერებული და მოტივირებული ვარ, ბევრად უფრო მეტ შესაძლებლობას ვხედავ საკუთარ თავსა და პროფესიულ კარიერაში და ეს მომწონს. სრულად

ეთია გოგალაძე

ალექსანდრა არის ძალიან თანმიმდევრული, მისი თითოეული ლექციიდან ჩანს, რომ ძალიან უყვარს და დიდ დროს უთმობს საკუთარ საქმეს. მისი მეგობრული დამოკიდებულება მეტად გვიმარტივებდა სწავლის პროცესს. სრულად

ანი კუკანია

მადლონა სმარტ აკადემიას სწრაფი, ამომწურავი კომუნიკაციისთვის, იდეალურად გაწერილი გრაფიკისთვის. საუკეთესოა! ყოველ ლექციაზე ხარჯავდა უდიდესს ენერგიას და უდიდეს შრომას! საკუთარი საქმის პროფესიონალია! მადლობა ალექსანდრა❤️

მარიამ ლაღაძე

ჩემთვის ეს კურსი იყო ძალიან ინფორმატიული ,სრულიად გასაგებ ენაზე გადმოცემული.  ლექტორი, ალექსანდრა, ნამდვილად გამოირჩევა ყურადღებით, ინდივიდუალური მიდგომით, მისი ენთუზიაზმი საქმის მიმართ ნამდვილად გადმომდები იყო მსმენელისთვის, მადლობა მას! 

მარიამ კაპანაძე

 კურსი იყო უნაკლო და ვარ უზომოდ კმაყოფილი, არ არსებობდა საკითხი რაზეც პასუხის გაცემა არ შეეძლო ალექსანდრას. ხსნიდა თავდაუზოგავად, აფასებდა თითოეულის ნაშრომს გულითადა სულით რომ პატარა დეტალიც კი არ გამოგვრჩენოდა მხედველობიდან. როგორი პროფესიონალიცაა ისე გადმოსცემდა მის გამოცდილებასაც მთელი კურსის განმავლობაში.

ლიზი მენაბდე

 მრავალფეროვანი კურსი აღმოჩნდა , ყოველმხრივ განვითარების შანს იძლევა იქნება ეს კრეატიული აზროვნება , ტექნიკური მხარე თუ სხვა.  სიამოვნებით ვესწრებოდი ყოველ ლექციას. ნამდვილად ძალიან გამიმართლა რომ მარკეტინგის პირველი ნაბიჯები ქალბატონ ნათიასთან გამოვცადე.

ანონიმური შეფასება

ალექსანდრა ძალიან სასიამოვნო და კარგი ადამიანია, ყველანაირად ცდილობდა თავისი ცოდნა ჩვენთვის გაეზიარებინა, ყველა კითხვას დეტალურად პასუხობდა და დავალებების შემოწმების დროსაც მისი უკუკავშირი ძალიან საინტერესო იყო.

ქეთევან კაცელაშვილი

ძალიან მომეწონა, რომ კურსი არა მხოლოდ თეორიულ, არამედ პრაქტიკულ ასპექტებსაც მოიცავს, რაც გეხმარება რეალურ სამყაროში სწორი სტრატეგიების დაგეგმვაში. მოკლედ, იდეალური ადგილია მათთვის, ვინც სერიოზულად აპირებს სოციალური მედია მარკეტინგის სფეროში მოღვაწეობას. სრულად

გიორგი ლომთათიძე

ძალიან მომეწონა  კურსის შესწავლა. ყველაფერი გასაგებ დონეზე იყო გადმოცემული.  ლექტორი ამომწურავად ხსნიდა მასალებს  და ძალიან საინტერესო იყო  მის ლექციაზე დასწრება.

ანა ხუნცარია

 ალექსანდრამ ძალიან კარგად იცის რას ხსნის და საკმაოდ მარტივად გადმოსცემს სათქმელს, ასევე ემჩნევა რომ უყვარს რასაც აკეთებს, როგორც თვითონ სოც. მარკეტინგი ასევე სწავლება. შესაბამისად ძალიან კმაყოფილი ვარ.❤️

რუსკა პავლიაშვილი

კურსმა გამიმართლა ყველა მოლოდინი: მივიღე პრაქტიკული გამოცდილება, შევიძინე ცოდნა და აღმოვაჩინე, რომ ეს სფერო ნამდვილად ჩემია. სრულად

სოფო ქვრივიშვილი

ძალიან მიხარია ალექსანდრასთან რომ გავიარე კურსი. ალექსანდრა არის ის ადამიანი, რომელსაც პირველ რიგში უყვარს ის საქმე, რომელსაც აკეთებს. ნებისმიერ კითხვაზე, ყოველთვის ამომწურავი პასუხი ჰქონდა. ლექციები ძალიან კომფორტულ გარემოში ტარდებოდა. სრულად

ანა პირველი

კურსის თითოეული ლექცია იყო სიღრმისეული, რაც დამეხმარება ვიყო წარმატებული ჩემს კარიერაში. ამ მცირე დროში შევისწავლე ის, თუ როგორ შევადგინო სწორი და გამართული სოც.მედია სტრატეგია. სრულად

თამთა ცარციძე

 კურსი იყო კარგად ორგანიზებული, ტექნიკურად გამართული, თემაზე ორიენტირებული. ლექტორი იყო საქმის მცოდნე, სწავლებაზე ორიენტირებული, დაინტერესებული რომ საკითხი კარგად აღქმული ყოფილიყო. გვაწვდიდა ამომწურავ ინფორმაციას.

სოფი ლეთოდიანი

 იმის მიუხედავად, რომ კურსი მიმდინარეობდა ონლაინ რეჟიმში, ამას არ შეუქმნია არანაირი დისკომფორტი არც ტექნიკური, არც შინაარსობრივი. მაქსიმალურად მივიღე კურსის თემატიკაზე ინფორმაცია, ყველა შესაძლო კითხვასა თუ გამოწვევაზე  თავად ამახვილებდა ლექტორი ყურადღებას, რასაც ამსაქმიანობაში შეიძლება გადავწყდეთ.  ეს იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩემთვის პირადად, რომ მიმეღო სრულყოფილი ცოდნა სოც მედია მარკეტინგის მიმართულებით. 

ნინო ელიკაშვილი

კურსის მიმდინარეობისას ვისწავლე ყველაფერი ის, რისი ცოდნაც სოციალური მედიის მენეჯერს სჭირდება სრულად

ნათია უჩავა

 ნათია ძალიან საინტერესოდ ხსნის ლექციას. სასიამოვნო ინტონაცია, თხრობა და გადმოცემის უნარი აქვს, რაც არ გღლის. ეტყობა ყოველთვის რომ იცის საკუთარი საქმე. დეტალურად და დაწვრილებით განმარტავს თითოეულ დეტალს.საქმეს უდგება სერიოზულად და ძირფესვიანად. ძალიან კმაყოფილი ვარ და შერჩევის დროს, სწორედ ნათია იყო მიზეზი იმის, რომ ავარჩიე სმარტ აკადემია.

მაია გოგიჩაიშვილი

 ძალიან კომფორტული იყო, სლაიდები და ჩანაწერები დროულად რომ იტვირთებოდა. ტექნიკური პრობლემები, პრაქტიკულად, არ ყოფილა. რაც შეეხება შინაარსობრივ მხარეს, პირადად ჩემთვის, იმდენად გასაგები იყო ყველაფერი, რომ უხერხულობას ვგრძნობდი, ლექციების ბოლოს კითხვები რომ არ მქონდა. ძალიან საინტერესო მოსასმენია ნათიას ლექციები. ყურადღება, ფაქტობრივად, არ გეფანტება.

ეკატერინე ლელაშვილი

ალექსანდრა კნიაზიანი თავისი საქმის პროფესიონალია, უმნიშვნელო დეტალსაც კი ამომწურავად და დამაკმაყოფილებელად პასუხობს.  სრულად

მარიამ ფაცინაშვილი

 ვფიქრობ, ეს კურსი სოც-მედიით დაინტერესებულ ადამიანებისათვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. ნათია, საუკეთესო ლექტორი და ადამიანი. მთელი კურსის განმავლობაში, ჩვენი მეგობარი იყო. ცდილობდა და არ იშურებდა ძალისხმევას აეხსნა ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემები.

ნანა ქაჯაია

კურსის გავლის შემდეგ მივხვდი, რა შეცდომებს ვუშვებდი აქამდე და დავიწყე მათი გამოსწორება.  სრულად

ანონიმური შეფასება

კურსის ფარგლებში საინტერესო იყო ყველა ის დეტალი რასაც ლექტორი გვიზიარებდა, არ იყო რაიმე ხარვეზი აკადემიის მხრიდან, რაც ამარტივებდა ლექციის კარგად ჩატარებასა და სწავლის პროცესს.

ნინი მაისურაძე

კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. დეტალურად და სრულყოფილად გავიარეთ სილაბუსის შემადგენელი ყველა კომპონენტი, რაც 100%-ით ჩვენი ზეპროფესიონალი ლექტორის დამსახურებაა <3 მადლობა მას და მთელ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის <3 

ნინო ყაზარიანცი

 უნარები, რომლებიც კურსის გავლისას შევიძინე, ვფიქრობ, დამეხმარება ფეხი ავუწყო ამ სფეროს ხასიათს, მის მუდმივ ცვალებადობას და მოთხოვნებს. სრულად

მერი ხვიჩია

 ნათია, არის სუპერ ტრენერი, უმარტუვესი ენით ხსნის თითოეულ საკითხს, რაც მთავარია თავისი საქმის პროფესიონალია.

დალი დავათაძე

კურსზე ვისწავლე კონტენტ-მარკეტინგი და ის, თუ როგორ გავაერთიანო ხარისხიანი და მიზნობრივი კონტენტი, რომელიც შეესაბამება ბრენდის იდენტობასა და აუდიტორიის ინტერესებს. ალექსანდრა არის უშუალო, თავისი საქმის პროფესიონალი, კითხვებზე გვპასუხობდა დროულად და ამომწურავად. სრულად

ანონიმური შეფასება

სმარტ აკადემია არის ნებისმიერი სტუდენტისთვის წარმატებული ცხოვრების გასაღები! საუკეთესო ლექტორები, გუნდი, ყოველთვის ყველას დაუფიქრებლად ვურჩევ ამ აკადემიას. მადლობა.


სხვა კურსები

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაცია

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაციის კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ AI ასისტენტების, აგენტებისა და No-Code ავტომატიზაციების პრაქტიკულ გამოყენებას, რათა შეძლონ რეალური სამუშაო და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.

არტ დაირექშენი

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ყველა კურსი