HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

ღირებულება 1800 ₾ 1600 ₾

განვადებით თვეში 50 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კურსის შეხვედრები:

HR ადმინისტრირების კურსი ჯამში 15 შეხვედრისგან შედგება. სასწავლო პროცესი მოიცავს 21 სალექციო და 17 პრაქტიკულ საათს.

კურსის განრიგი: 

კვირის განმავლობაში შეხვედრების რაოდენობა ცვალებადია (ჩატარდება კვირაში 1, 2 ან 3 ლექცია).

შეხვედრის დღეები და ფორმატი:

  • ორშაბათი და ოთხშაბათი (20:00) - სტანდარტული 2-საათიანი ლექციები.
  • შაბათი (11:00) - 3.5-საათიანი პრაქტიკული ვორქშოფი.

კურსის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე სტუდენტებს გაეგზავნებათ დეტალური კალენდარი, სადაც ლექციების ზუსტი გადანაწილება იქნება მოცემული.


HR ადმინისტრირების პრაქტიკული კურსის მიზანი:

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.

კურსის ფარგლებში მონაწილეები რეალურ HR პროცესებზე დაფუძნებულ ამოცანებზე მუშაობით შექმნიან HR ადმინისტრირების სისტემის მოდელს. Excel-ისა და Google Sheets-ის დახმარებით გაამარტივებენ მონაცემთა მართვას და შეამცირებენ ხელით სამუშაოს, რაც მათ საშუალებას მისცემს შექმნილი ავტომატიზებული სისტემა ეფექტურად გამოიყენონ და დანერგონ სამუშაო გარემოში.


კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • HR ადმინისტრირების პროცესების სწორად ორგანიზებასა და მართვას;
  • HR პროცესების სტრუქტურირებულად დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას;
  • HR პოლიტიკებისა და პროცედურების შემუშავებასა და პრაქტიკაში დანერგვას;
  • შრომითი ხელშეკრულებების ადმინისტრირებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
  • თანამშრომელთა პირადი საქმეების სტრუქტურირებას და დოკუმენტაციის სისტემატიზაციას;
  • თანამშრომელთა პერსონალური მონაცემების მართვას რეგულაციების გათვალისწინებით;
  • სამუშაო დროის, დასწრებისა და შვებულებების აღრიცხვასა და კონტროლს;
  • HR ადმინისტრირებასთან დაკავშირებული დოკუმენტების სწორად შედგენას (ბრძანებები, განცხადებები და სხვ.);
  • შრომითი ურთიერთობების ცვლილებებისა და შეწყვეტის პროცესის ადმინისტრირებას;
  • Excel-ისა და Google Sheets-ის გამოყენებას HR მონაცემების აღრიცხვისა და დამუშავებისთვის;
  • HR ადმინისტრირების პროცესების ავტომატიზაციას შესაბამისი ფაილების შექმნით;
  • Payroll პროცესთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავებასა და შესაბამისი კალკულაციების შესრულებას HR ადმინისტრირების ფარგლებში.

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.

ყველა კურსი