მარკეტინგი და თანმიმდევრული კომუნიკაცია • უფასო ლექცია

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

თუ ერთხელ მაინც შესულხარ საყვარელი ბრენდის მაღაზიაში და ახალი მაისურის შეძენისას ხელფასიდან დარჩენილი თანხა დაუფიქრებლად დაგიხარჯავს, ეს მასტერკლასი შენთვისაა.

შემოგვიერთდი 4 სექტემბერს, 20:00 საათზე სმარტ აკადემიის ღია ლექციაზე „გაბედული ნაბიჯების მომხიბვლელობა“ და გაიგე მეტი ბრენდების იმ დასამახსოვრებელ კამპანიებსა და თამამ ნაბიჯებზე, რის გამოც შეგვიყვარდა.

✊ მასტერკლასი დატვირთული იქნება პრაქტიკული ხასიათის სავარჯიშოებით - მოიმარჯვე კალამი/ფურცელი და შემოგვიერთდი.

? მასტერკლასს ჩაატარებს ქეთი მეფარიძე

ქეთი მეფარიძე არის LEVEL C-ს (ბრენდინგის სწავლების საერთაშორისო პროგრამის) სერტიფიცირებული სპეციალისტი;

📌 ქეთის გამოცდილება მოიცავს როგორც საბანკო, ისე სარეკლამო სფეროში მუშაობას და 20-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ბრენდის კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებას. სარეკლამო ინდუსტრიაში ქეთის გამოცდილება დაკავშირებულია კრეატიულ სააგენტო ,,ლივინგსტონთან“, სადაც იგი ექაუნთ მენეჯერად და ქოფირაითერად მუშაობდა, საფინანსო ინდუსტრიაში კი - საქართველოს ბანკთან და ტერაბანკთან;

📌 ქეთი ავტორია მოთხრობების კრებულისა ,,მეზობლად“, რომელიც პრემია ,,ლიტერას“ ფინალისტი გახდა. იგი სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულია. მათ შორის: ,,შემოდგომის ლეგენდა“, ,,ინსომნია“, ,,ალუბლობა“ და სხვ.

დარეგისტრირდი მასტერკლასზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

ყველა კურსი