ბიზნესის ფინანსური პრობლემებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

✨ 13 სექტემბერს, 20:00 საათზე, გიწვევთ ღია ლექციაზე: ,,ბიზნესის ფინანსური პრობლემებისა და საფრთხეების იდენტიფიცირება''

📌 ლექციაზე ყველა საჭირო ასპექტს მიმოვიხილავთ, რომელთა ცოდნაც კომპანიისა, თუ პროექტის მენეჯერებს ფინანსების სწორად მართვაში, ხარჯების სწორად დაგეგმვასა და პრობლემების იდენტიფიკაციაში დაეხმარება

📌 შეხვედრას უხელმძღვანელებს დავით ხაჩიძე, კომპანია ,,ციტადელის'' ბიზნესის განვითარების დირექტორი

?‍♂️ ლექტორის შესახებ

✨ დავით ხაჩიძეს ქართული და უცხოური კომპანიების მართვის მდიდარი გამოცდილება აქვს
✨ იგი იკავებდა ქართული სამშენებლო კომპანია CMD-Fortex-ის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას
✨ დავითი ასევე არის ილიას სახ. უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და სამაგისტრო კურსზე ფინანსური მენეჯმენტის ლექციებს კითხულობს
✨ 2019-2020 წლებში იგი მუშაობდა ავსტრიაში, ნავთობ-პროდუქტების საერთაშორისო სავაჭრო ჰოლდინგში - United Energy Commodities GmbH გლობალური ფინანსური დირექტორის პოზიციაზე
✨ 2016-2018 წლებში იყო ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრის, ,,მრჩეველი - ლიმბახის'', დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი
✨ 2013-2016 წლებში იგი საიუველირო კომპანია ზარაფხანას გენერალური დირექტორი იყო

დარეგისტრირდი ონლაინ შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული 






კონსულტაციისთვის დამიკავშირდი

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.

ყველა კურსი