3D მოდელირება: როგორ შევქმნათ ბინის დიზაინი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

? 16 მაისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ინტერიერის დიზაინის უფასო მასტერკლასზე: "3D მოდელირება: როგორ შევქმნათ ბინის დიზაინი"

⚡️ ლელი შევჩენკო მიმოიხილავს თავის კარიერულ გზას, გვიამბობს როგორ გახდა ინტერიერის დიზაინერი და Live რეჟიმში შექმნის ინტერიერის დიზაინს ბინისთვის

☀️ ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

✨ რატომ უნდა ჰქონდეს დამწყებ სპეციალისტს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა
✨ დასაქმების რა შესაძლებლობები აქვთ ინტერიერის დიზაინერებს
✨ რა არის ის უნარები და ინტერესები, რაც უნდა ჰქონდეს ინტერიერის დიზაინერს

?‍♀️ ვინ არის ლელი შევჩენკო?

ლელი შევჩენკო სტაბილურად თანამშრომლობს „ავერსი“-ს კლინიკების ქსელთან - არქიტექტორად, ინტერიერის დიზაინერად და სივრცის დაგეგმარების სპეციალისტად

✨ მის პორტფოლიოში არის 30-მდე კლინიკის პროექტირება-დიზაინი მათ შორის: „დ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, ამავე ცენტრის სხივური თერაპიის, რადიოლოგიის და ონკოლოგიის დეპარტამენტები, „აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკა“, ამავე კლინიკის პედიატრიული  განყოფილება და სხვა

✨ ლელი მუშაობდა ძველი თბილისის არქიტექტურულ ძეგლებზე (კონსერვაცია, არქიტექტურული პროექტები, კვლევების წარმოება) კომპანიაში „მეიდან ჯგუფი“: ქარვასლის კონსერვაციის პროექტი, სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე, სასტუმრო მეიდანზე და ა.შ;

✨ ლელი თანამშრომლობს „კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტთან“. მან დააპროექტა მედიათეკა - ბიბლიოთეკის შენობა და ინტერიერი, უნივერსიტეტის აუდიტორიების, ბიზნეს ფაკულტეტის, იურიდიული და სამედიცინო დეპარტამენტის სივრცეები;

✨ ლელი შევჩენკოს ასევე აქვს კერძო სექტორში მუშაობის აქტიური გამოცდილება. მან შექმნა 300-ზე მეტი კერძო ობიექტის არქიტექტურული პროექტი და დიზაინი;

✨ ლელის აქვს პედაგოგიკის გამოცდილება გრაფიკული პროგრამების სწავლებაში;

✨ იგი არის თეატრის მხატვრობის ბაკალავრი და არქიტექტურის მაგისტრი;

✨ ლელი შევჩენკო არის საკუთარი საპროექტოს დირექტორი და მთავარი არქიტექტორი - https://www.facebook.com/leli.shevchenko

? დასწრება თავისუფალია

? დარეგისტრირდი მასტერკლასზე და შეინახე დასწრების ბმული



კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 0322 12 10 25

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

AUTOMATION TESTING WITH JAVA & Selenide & Rest Assured

AUTOMATION TESTING WITH JAVA & Selenide & Rest Assured-ის კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ტესტირების ავტომატიზაცია Java-ს პროგრამირების ენის გამოყენებით, როგორც UI-სთვის, ასვე API-სთვის Selenide და Rest Assured-ის საუკეთესო მიდგომებისა და პრაქტიკების გამოყენებით. კურსი ასევე მოიცავს Performance Testing-ს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები შეისწავლიან კონკრეტული დატვირთვის პირობებში სისტემის სტაბილურად რეაგირების შეფასებას, რისთვისაც გამოიყენებენ ტესტირების ავტომატიზაციის ტექნიკებსა და ინსტრუმენტებს.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

ყველა კურსი