UX/UI დიზაინის კურსი

ღირებულება 1290 ₾

განვადებით თვეში 40 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კურსის მიზანი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

რას ვისწავლი?

  • დიზაინ სისტემის შემუშავებას
  • კომპონენტების აწყობას და გამოყენებას
  • ლეიაუთ დიზაინს
  • გრიდების სისტემას
  • რისფონსივ დიზაინს
  • ინფორმაციის არქიტექტურას
  • ვებ/მობაილ აპლიკაციის ნავიგაციას
  • პროტოტიპის აწყობას
  • UI/UX ტრენდებს
  • დიზაინ რესურსების გამოყენებას

ვის შეუძლია კურსის გავლა?

ნებისმიერ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია ვებ გვერდის დიზაინითა და განვითარებაზე ორიენტირებულია.

ლექტორის შესახებ

  • დავით კოხრეიძე ამჟამად მუშაობს პროდუქტის დიზაინერად საქართველოს ბანკში;
  • მანამდე მუშაობდა ციფრულ სააგენტო Smart Web-ში;
  • ასევე არის Freelancer და აქვს ნამუშევარი სხვადასხვა ქართულ და უცხოურ პროექტებზე;
  • 2022 წლიდან იყო ლექტორის ასისტენტი Smart Academy-ში;
  • პორტფოლიო: https://dribbble.com/David25K

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

თინათინ ჯაჯანიძე

 კურსმა მთლიანად გაამართლა ჩემი მოლოდინები. კურსის ლექტორის, დათო კოხრეიძის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ იგი გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, მეგობრული მიდგომით და შთამაგონებელი ენერგიით.  სრულად

ანონიმური შეფასება

ინფორმაცია დროებისა და თარიღების შესახებ სრულყოფილად იყო ახსნილი, კურსის შინაარსობრივი მხარეც მომეწონა, საინტერესო ლექციები გვქონდა, ბევრი რამ ვისწავლე. ლექტორით კმაყოფილი ვარ, ყველა კითხვას ამომწურავად სცემდა პასუხს, ხსნიდა საინტერესო და მარტივი ენით, ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად.

ანონიმური შეფასება

 პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ასეთი შესაძლებლობისთვის. ქეთი ძალიან კომპეტენტური და კარგი რომ არის ეს ჩემს გარეშეც გეცოდინებათ. 🙈სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ კურსის გავლა მასთან. smart academy კი იმიტომ შევარჩიე, რომ საუკეთესო სასწავლო გარემოს და დასაქმების პერსპექტივას უქმნით სტუდენტებს. 

ანონიმური შეფასება

 დათო არის ძალიან კარგი ლექტორი. მოტივატორი და რეალურად გაჩვენებდა მთლიან სურათს. გვიზიარებდა თავის ცოდნას და გამოცდილებას. ყოველთვის ამომწურავად პასუხობდა კითხვებს და იყო დაუზარელი. ამასთანავე ძალიან კარგი ადამიანია. ძალიან კმაყოფილი ვარ სმარტ აკადემიით და კურსით, ნამდვილად გაძლევს საბაზისო ცოდნას ux/ui დიზაინის შესახებ.

ბაჩა ბაქრაძე

კურსი მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული. ლექტორის უნარი, რთული საკითხები მარტივად და გასაგებად გადმოეცა, სწავლის პროცესს მარტივს ხდიდა. ის ყოველთვის ამომწურავად პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს. ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამარტივებდა პრაქტიკული დავალებების შესრულებას და მასალის ათვისებას.

ანა ციმაკურიძე

 პირველ რიგში მინდა უდიდესი მადლიერება გადავუხადო დავით კოხრეიძეს , რომელსაც არასდროს დაზარებია სტუდენტების დახმარება, საკითხის რამოდენიმეჯერ ახსნა და თუნდაც არასამუშაო დროს ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემა. ასევე დადებითად შევაფასებდი აკადემიას, რადგან მუდმივად ვგრძნობდი მათგან ყურადღებას და სწავლის პროცესში ჩართულობას, რაც უფრო მეტად მაძლევდა მოტივაციას

ნინო თამარაშვილი

ლექტორი ორიენტირებულია სტუდენტების განვითარებაზე. მეგობრული და მცოდნე თავისი პროფესიის. გამოვარჩევდი დალაგებული გაკვეთილის გეგმით, რომელიც ხელს უწყობდა გაკვეთილის პროცესის სწორ მსვლელობას. ინფორმაციულად დატვირთული ლექციებია, თავისი ტექნიკური დავალებებითა და დროული უკუკავშირით.

ანონიმური შეფასება

მშვენიერი კურსი იყო, გამართული როგორც ტექნიკურად ისე შინაარსობრივად - დავალებების რეჟიმი, ლექციის დროს საკლასოები - ყველაფერი მომეწონა. დავითი მშვენიერი ლექტორია როგორც ადამიანურად და მეგობრულად ისე პროფესიული კუთხითაც - რაც გეხმარება უფრო ჩართული იყო პროცესში და თან სიამოვნებასაც იღებდე.

ანონიმური შეფასება

 ურსი ძალიან საინტერესო და პრაქტიკული იყო. ასევე ძალიან სასიამოვნო და მოტივაციის მომცემი. ბევრ ახალ რამეს გავეცანი და სასარგებლო გამოცდილება მივიღე.

ჯუნა გერსამია

 დავით კოხრეიძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ძალიან კარგი ლექტორი. კურსი იყო კარგად ორგანიზებული, მასალა ლოგიკურად და მარტივად ახსნილი. განსაკუთრებით მომეწონა, რომ ლექტორი ყოველთვის მზად იყო გაეცა პასუხები კითხვებზე და რეალური მაგალითები მოეყვანა. მისი მიდგომა იყო მეგობრული და მოტივაციის მომცემი, რაც სასიამოვნო სასწავლო გარემოს ქმნიდა. მივიღე პრაქტიკული ცოდნა და უნარები, რომლებიც შემიძლია რეალურ პროექტებში გამოვიყენო. უდიდესი მადლობა დავითს! ძალიან კარგი კურსია, დიდი მადლობა დავითს და სმარტ აკადემიას. 

ანონიმური შეფასება

ყველა მხრივ საინტერესო და ამომწურავი იყო თითოეული ლექცია, ამისთვის კი პირველ რიგში მადლობა ვუხდი ლექტორს, დავითს❤️

საბა აბესაძე

ლექტორი კვალიფიციური იყო. ყოველთვის მზად იყო კითხვებზე საპასუხოდ და გაუგებარი საკითხების თავიდან ასახსნელად. ძალიან გამგები იყო და ადეკვატურად შეაფასა შუალედურები/ფინალური.

ანონიმური შეფასება

ძალიან კარგი კურსი იყო, ვისწავლე ზუსტად ის, რასაც ველოდი და კიდევ უფრო მეტი. სავარჯიშოები იყო საინტერესო და გამოწვევებით სავსე, რაც სწავლას კიდევ უფრო ეფექტურსა და სასიამოვნოს ხდიდა.

დემეტრე ჩოხელი

საკმაოდ წარმატებული კურსი აღმოჩნდა როგორც ლექტორის მხრიდან ასევე სმარტ აკადემიის სტაფისგან. . მოლოდინებს გადააჭარბა კურსმა. ძალიან საინტერესო იყო მისი მოსმენა და მიისი ცოდნის გაზიარება. ასევე მინდა ავღნიშნო, ის რომ ბევრ სხვა კურსებზე მიმიღია გამოცდილება როგორც ონლაინ ისე ლაივ რეჟიმში მაგრამ დავითისნაირად არავინ ყოფილა მოტივირებული. 100% ით რეკომენდაციას ვუწერ და გავუწევ როგორც დავითს ასევე სმარტ აკადემიას.  მადლობა თქვენ! 

მარიამ ახალაური

ძალიან საინტერესოდ და ამომწურავად მოგვაწოდა ლექტორმა ინფორმაცია, რაც სილაბუსში იყო და იმაზე მეტი ვისწავლე ვიდრე მეგონა.

ნიკოლოზ ქველიძე

დავითს შეუძლია თემის მარტივად და გასაგებად ახსნა, რაც დამწყები დიზაინერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კურსის განმავლობაში ვისწავლე, თუ როგორ შევქმნა ვიზუალურად დახვეწილი და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისი.

რენე ჭუმბაშვილი

,,უკარგესი და უზომოდ ორგანიზებული გუნდია.ლექტორის მუშაობის სტილი იყო საოცარი, ამომწურავი პასუხებით. დავითი გვერდში მდგომი და ნამდვილი მოტივატორია. ინტენსიური და მრავალმხრივი დავალებებისაოცარ გამოწვევებად გადაგვიქცია. ის თავისი საქმის პროფესიონალია და მუდამ მზადაა გამოცდილების გაზიარებისა და დახმარებისთვის. მეგობრულმა და პროფესიონალურმა გარემომ მოლოდინებს გადააჭარბა. მადლობა გუნდის თითოეულ წევრს.’’

თეონა სისაური

ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით, მომეწონა რომ ყველაფერზე მქონდა ინფორმაცია და დამატებითი კითხვების შემთხვევაში მალე ვიღებდი პასუხს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ ლექტორი გვიზიარებდა საკუთარ გამოცდილებას და პრაქტიკულ რჩევეებს. ხშირად გვაძლევდა მოტივაციას და გვაჩვენებდა ამ სფეროს, როგორც გზას, რომელიც შესაძლებელია და მიღწევადი, ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პოზიტიურია. 

თამარ ჯვარშეიშვილი

დავითი ძალიან კომპეტენტური პიროვნება, ყოველთვის მზად იყო კითხვებზე საპასუხოდ, მე კმაყოფილი დავრჩი. მადლობა.

სოფიო სტეფანიშვილი

,,ჩემთვის, კურსის ტექნიკური და შინაარსობრივი მხარე დაბალანსებული და სწორად განაწილებული იყო. ყოველი დღის ბოლოს, თეორიული ნაწილის ახსნის შემდეგ, პრაქტიკული ამოცანების შესრულება უზრუნველყოფდა ახსნილი მასალის უკეთ გააზრებას. კურსის ლექტორი, დავით კოხრეიძე, ჩემთვის პირადად, ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია, რომელიც ყველაფერთან ერთად, შრომის მოტივაციას უჩენდა თითოეულ სტუდენტს. დაინტერესების შემთხვევაში, ვიცი რომ შემდეგშიც სმარტ აკადემიას უნდა მივმართო. მადლობა საინტერესო და გამოსაყენებელი კურსისთვის და იმ ცოდნისთვის, რაც დავაგროვე თქვენი დიდი დახმარებით.’’

ანონიმური შეფასება

 ლექტორი იყო ძალიან ყურადღებიანი და ყოველთვის პასუხობდა ჩემ შეკითხვებს. მასალას ხსნიდა ამომწურავად და გასაგებად. კურსი ტექნიკურად გამართული იყო. საბოლოო შედეგებით კმაყოფილი ვარ


სხვა კურსები

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა

კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავწრმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.

UX/UI ქოფირაითინგის კურსი

ისწავლე მომხმარებელზე მორგებული ტექსტების შექმნა კომპანიის ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით

ყველა კურსი