MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

ღირებულება 790 ₾ 670 ₾

განვადებით თვეში 21 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

MS EXCEL კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.


MS EXCEL სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტებთან დაკავშირებული  ინფორმაციის მოძიება და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე დასკვნების გაკეთება, თუ რამდენად ეფექტურად შეიძლება გამოყენებულ იქნას საინფორმაციო ტექნოლოგიები კვლევებში, შემდგომი საქმიანობის დასაბუთებულ დაგეგმვასა თუ პროგნოზირებაში, და მიიღოს პრობლემასთან დაკავშირებული ოპტიმალური გადაწყვეტილებები;
  • სხვადასხვა სახის ეკონომიკური ამოცანების Microsoft Excel-ის პროგრამული საშუალებებით გადაწყვეტის ხერხების ცნობა;
  • ოპტიმალური არჩევანის შესრულება შეზღუდული რესურსების პირობებში;
  • მოთხოვნა-მიწოდებისა თუ სხვადასხვა ტიპის დანახარჯების მინიმიზაციისა ან მოგების მაქსიმიზაციისათვის ოპტიმიზაციის ამოცანების დასმა-გადაწყვეტა;
  • ოპტიმალური არჩევანის შესრულება ფინანსური პორტფოლიოს მართვაში;
  • MS Excel-ის გაძლიერებულ ფუნქციებთან მუშაობა;
  • მონაცემთა ანალიზისა და კონტროლის უნარის გაძლიერება.


სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • ექსელის საბაზისო ცოდნა.

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

რუსუდან მონიავა

 ლექტორი არის დეტალებზე ორიენტირებული, საუკეთესო ახსნის მეთოდი აქვს.

ანა კიკვიძე

კურსი იყო ძალიან პროდუქტიული და მორგებული ჩვენს საჭიროებებზე. რაც ყველაზე დასაფასებელია ყოველთვის ითვალისწინებდა ლექტორი ჩვენს აზრებს და სურვილებს. თბილ და სასიამოვნო გარემოში გავატარეთ სასწავლო პერიოდი. თემო ძალიან კარგი და სასიამოვნო ადამიანია. ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის.

ანონიმური შეფასება

საკმაოდ ეფექტური კურსია, მცირე დროში მაქსიმალურად დიდ ინფორმაციას იღეებ/ საკმაოდ მოსახერხებელია ფორმატიც სწავლების, ლექტორი კი თავის მაქსიმუმს დებს თითოეულ ლექციაში. მისი მეგობრული დამოკიდებულება და ღიაობა ძალიან გვეხმარება ლექქცის განმავლობაში ჩავერთოთ დავსვათ კითხვები და გავერკვეთ ყველა საკითხში. მე ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც ტექნიკური კუთხით ასევე შინაარსობრივად.

დავით ბითაძე

თემოს აქვს აზრის მკაფიოდ და გასაგებად გადმოცემის კარგი უნარი, აქვს შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია.

სალომე სტურუა

ლექტორი მეგობრული და უშუალო იყო, რაც დამეხმარა უფრო მეტად ჩართული ვყოფილიყავი სასწავლო პროცესში. ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად და დამატებითი განმარტებების გასაკეთებლად, რაც სწავლას უფრო ეფექტურს ხდიდა.

მარიამ გიუნაშვილი

კურსი მიყვებოდა სილაბუსით გაწერილ მასალას, ამიტომ ეს უფრო ამარტივებდა სამუშაო პროცესს. ასევე ტექნიკური კუთხით ძალიან პრაქტიკული იყო ლექციების ჩანაწერები, რაც საშუალებას მაძლევდა რამდენჯერმე მომესმინა და უფრო მეტად დეტალურად გამეგო მასალა. 

ანონიმური შეფასება

ჩემი მოლოდინები 100% გაამართლა. თემო სულუაშვილი არის კომპეტენტური, ჰუმანური და გულისხმიერი ლექტორი. მადლობა მას ყველაფრისთვის. უფრო შემაყვარა ექსელი ვიდრე აქამდე მიყვარდა.

ანა კიკვიძე

კურსი იყო ძალიან პროდუქტიული და მორგებული ჩვენს საჭიროებებზე. რაც ყველაზე დასაფასებელია ყოველთვის ითვალისწინებდა ლექტორი ჩვენს აზრებს და სურვილებს. თბილ და სასიამოვნო გარემოში გავატარეთ სასწავლო პერიოდი. თემო ძალიან კარგი და სასიამოვნო ადამიანია. ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის.

ანა კიკვიძე

კურსი იყო ძალიან პროდუქტიული და მორგებული ჩვენს საჭიროებებზე. რაც ყველაზე დასაფასებელია ყოველთვის ითვალისწინებდა ლექტორი ჩვენს აზრებს და სურვილებს. თბილ და სასიამოვნო გარემოში გავატარეთ სასწავლო პერიოდი. თემო ძალიან კარგი და სასიამოვნო ადამიანია. ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის.

ანონიმური შეფასება

 კურსით ნამდვილად კმაყოფილი ვარ. მადლობა თემოს, გაწეული შრომისთვის, სასიამოვნო ტრენინგისა და ცოდნის გაზიარებისთვის.

ნათია იაძე

ლექტორი ორიენტირებულია სტუდენტის განვითარებასა და მაქსიმალური ცოდნის მიღებაზე. 

მაგდა ორაგველიძე

 ძალიან კარგი და პროდუქტიული კურსი იყო. ტექნიკურად იდეალურად იყო გაწერილი სილაბუსი. დავალებები და ქვიზების არსებობა ამ კურსს მეტად პრაქტიკულს ხდის და უფრო მეტად დამეხმარა ტექნიკური პრობლემების გადაწვყეტის სწავლაში. იდეალურად ხსნიდა თემო ყველაფერს, განსაკუთრებით რთულ ტექნიკურ საკითხებს. მთელ ძალისხმევას დებდა აბსოლიტურად ყველას კარგად გაეგო საკითხები, მზად იყო ყოველთვის დაგვხმარებოდა.

ანონიმური შეფასება

 ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი კურსი იყო ჩემთვის. თითოეული ახალი მასალა დეტალურად და სწორად იყო ახსნილი,რათა ჩვენთვის ყველაფერი გასაგები ყოფილიყო. სალექციო პროცესშიც მაქსიმალურად ვიყავით ჩართული, რაც ასევე თემოს დამსახურებაა. ეს კიდევ უფრო საინტერესოს ხდიდა პროცესს. მადლობა მას რომ არ დაიშურა ცოდნა, გამოცდილება, დრო და ენეგი

შალვა შალიკაძე

უძლიერესი კურსია ლექტორი სრულად ფლობს საკითხს და სწავლება უფრო საინტერესოა. 

გვანცა ბაბაჯანაშვილი

კურსმა სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინი, არამარტო Excel-ში გამიღრმავა ცოდნა, არამედ ისიც მასწავლა თუ როგორ გამოვიყენო ეს ცოდნა ეფექტურად რეალურ ამოცანებში.


სხვა კურსები

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

ყველა კურსი