რატომ უნდა ვისწავლოთ სოც მედია მარკეტინგი?

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

5 აპრილს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო ღია ლექციაზე - "რატომ უნდა ვისწავლოთ სოც. მედია მარკეტინგი?"

ლექციაზე გაიგებ, რატომ უნდა ისწავლო მსოფლიოში ყველაზე სწრაფად განვითარებადი პროფესია - სოციალური მედია მარკეტინგი და რა უპირატესობები აქვთ ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს

ალექსანდრა კნიაზიანი მიმოიხილავს თავის კარიერულ გზას და მოგვიყვება როგორ გახდა სოციალური მედიის სპეციალისტი

ის ასევე ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

  • რა არის სოციალური მედია მარკეტინგი და რა როლი აქვს მას?
  • რა უნდა იცოდე, რომ იყო სოციალურ მედიაში? 
  • რამდენად მოთხოვნადია ეს პროფესია თანამედროვე ბაზარზე? 
  • რა მოვალეობები და უნარები აქვს სოციალურ მედია მენეჯერს? 
  • რა ტიპის კომპანიებს სჭირდებათ სოციალური მედიის მენეჯერი? 
  • რამდენია ანაზღაურება ლოკალურ და საერთაშორისო ბაზარზე? 
  • რამდენ ხანში არის შესაძლებელი სოციალური მედიის მართვის შესწავლა?

 ვინ არის ალექსანდრა კნიაზიანი?

  • ალექსანდრა კნიაზიანი არის FCB Artgroup-ის (1986 წელს დაარსებული სააგენტო, რომელიც გლობალურ სააგენტოების ტოპ სამეულშია) თბილისის ფილიალის ექაუნთისა და სოციალური მედიის უფროსი სპეციალისტი. იგი, ასევე, არის ციფრული მარკეტინგის კონსულტანტი და თანამშრომლობს როგორც ლოკალურ, ასევე, საერთაშორისო ბრენდებთან;
  • თეორიული ცოდნის პარალელურად, მას აქვს სოციალური მედიის სფეროში მუშაობის 7+ წლიანი გამოცდილება და უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: HeidelbergCement Georgia, Vestel, Raffaello, Magnum, ETi, Phaiser, Coca-Cola, Dove, AXE, Rexona, Sunsilk, Clear, Algida, ReBank, Swissotel, Kontakt Home, White Now, Domestos, CIF, Manamo, თბილისის მარათონი, მუსიკის სახლი, ნატახტარი და სხვა;
  • ალექსანდრა არის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი. ჟურნალისტად მუშაობის 5 წლის განმავლობაში, თანამშრომლობდა და მუშაობდა TV იმედთან, რადიო იმედთან, ონლაინ გამოცემა sova.news-თან და იყო Junior Eurovision-ის აკრედიტებული ჟურნალისტი;
  • ალექსანდრას ნამუშევარი აქვს რამდენიმე მიმართულებით: TV და რადიო ჟურნალისტიკა, სტატიები, სატელევიზიო გადაცემის შექმნა, ქოფირაითინგი, ბრენდინგი, ბრენდის ციფრული პოზიციონირების კონცეპტის შემუშავება, სოც. მედია ტექნიკური მხარდაჭერა, კრეატიული კონტენტის შექმნა, ციფრული რეკლამა, სატელევიზიო და რადიო სარეკლამო განთავსება, ვიდეო-ფროდაქშენი, ხმის პროდაქშენი სატელევიზიო სარეკლამო რგოლებისთვის (ე.წ. VO), POSm, ბრენდებთან/კლიენტებთან ურთიერთობა, მარკეტინგული/კრეატიული გუნდის მენეჯმენტი, საქართველოს ბაზრის კვლევები;
  • პროფესიული საქმიანობის პარალელურად, იგი თავისუფალ დროს დაკავებულია საქველმოქმედო საქმიანობით, კერძოდ კი ეხმარება დაობლებული ბავშვების ფონდს საგანმანათლებლო განვითარების საკითხებში.

დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული 


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 0322 12 10 25

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

ყველა კურსი