სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

ღირებულება 790 ₾

განვადებით თვეში 25 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომელთაც უკვე რაღაც სახის შეხება აქვთ სოციალურ მედიასთან და სურთ რეკლამის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება. კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს. 

კურსის ბოლოს გეცოდინება

  • რეკლამის მნიშვნელობა სოციალურ მედიაში
  • რეკლამის გაზომვის ტერმინოლოგია
  • Meta Ads Manager, LinkedIn Campaign Manager
  • Meta Pixel, ვებსაიტის კონვერსიის ფანელი და სტანდარტული ივენთები
  • საუკეთესო პრაქტიკები სხვადასხვა ტიპის რეკლამისთვის
  • Ads Reporting

კურსის ბოლოს შეძლებ

  • სარეკლამო სტრატეგიის შემუშავებას სოციალური მედიისთვის
  • სარეკლამო კამპანიების აწყობას დასახული მიზნების შესაბამისად
  • ეფექტური სარეკლამო კამპანიების წარმოებას
  • შედეგების გაზომვას და რეკლამის ოპტიმიზაციას

სასწავლო კურსის მოთხოვნები:

სოციალური მედია მარკეტინგის საბაზისო დონეზე ცოდნა, ინგლისურის ცოდნა B1 დონეზე.


რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ნინო ჭონიაშვილი

 ნათიას შესახებ მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია - კომპეტენცია, გამოცდილება, გადმოცემის უნარი, მხარდაჭერა, მოტივირება, ურთიერთობა და კურსზე შექმნილი გარემო - საუკეთესო. დიდი მადლობა მას ❤️

ლელა ჯავახიშვილი

 კურსი ტექნიკურად და შინაარსობრივად ძალიან კარგი და გამართულია, დიდი მადლობა ნათიას, კომუნიკაბელური, საქმის მცოდნე დეტალურად ხსნიდა თემას.

ელენე ობოლაძე

იმაზე მეტი შევიძინე ვიდრე მოველოდი, მადლობა ალექსანდრას და სმარტის გუნდს ასეთი გუნდურობისთვის, ყურადღებისთვის, და დადებითი ენერგიებისთვის. ლექტორი თავისი საქმის მოყვარულია, ეს სიყვარული ახსნის და ლექციის ჩატარების მსვლელობის პროცესშიც ძალიან იგრძნობა, უუუსაყვარლესი ადამიანია.


სხვა კურსები

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაცია

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაციის კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ AI ასისტენტების, აგენტებისა და No-Code ავტომატიზაციების პრაქტიკულ გამოყენებას, რათა შეძლონ რეალური სამუშაო და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

ყველა კურსი