AGILE გუნდის ფასილიტაცია

ღირებულება 450 ₾

განვადებით თვეში 14 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ფასილიტაცია ეხმარება ადამიანთა ჯგუფებს, როდესაც ისინი თანამშრომლობენ, ქმნიან და იღებენ გადაწყვეტილებებს. კურსი სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც სურს განავითაროს ფასილიტატორის აზროვნება, ცოდნა და უნარები, მიიღოს გამოცდილება პრაქტიკოსისგან და აქტიურად ჩაერთოს სწავლებაში.

ძირითადად, Agile გუნდის ფასილიტაციის კურსი განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს, მათ შორის, გუნდის ლიდერების, ხელმძღვანელების, Scrum Master-ების, დამწყები თუ Agile Coach-ებისა და პროექტის მენეჯერებისთვის.


სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • ფუნდამენტური ფასილიტაციის უნარები

  • თანამშრომლობითი შეხვედრების ხელშეწყობა

  • სწრაფი პრაქტიკის ოსტატურად ხელშეწყობა

  • უსაფრთხო სივრცის მომზადება

  • შეხვედრის მომზადება და წარმართვა

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც აინტერესებს შეისწავლოს შეხვედრების წარმართვის და გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის ხელოვნება;
  • კურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკური დასწრებით.

ლექტორის შესახებ

  • ნინო ძამაშვილი არის საერთაშორისო კომპანია Quantori -ის Senior IT Project / Delivery Manager, Senior Scrum Master, Mentor, Agile Coach, Facilitator, Trainer. არის PSM I და PSM II  ის მფლობელი, ასევე არის ლიცენზირებული ფასილიტატორი;
  • ნინოს აქვს 11+ წლიანი გამოცდილება ტექნოლოგიებში პროექტების მართვის მიმართულებით, მისი მიმართულებებია BioTech, Life Science, FinTech, Banking, სახელმწიფო სერვისები;
  • ხელმძღვანელობს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების პროექტებს და პარალელურად ატარებს ტრეინინგებს პროექტების მართვაზე, ეჯაილ მეთოდოლოგიებზე, ეჯაილ გუნდის ფასილიტაციაზე.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

შორენა ნარიმანიძე

ლექტორი ხსნიდა იდეალურად და მაქსიმალურად იხარჯებოდა. მინდა გითხრათ რო ლექტორით ძალიან კმაყოფილი ვარ.


სხვა კურსები

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

კურსი განკუთვნილია IT ბიზნეს ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.

ORACLE PL/SQL - პროგრამირების ენის საფუძვლები

კურსის მიზანია კურსდამთავრებულმა შეძლოს ცოდნის, უნარებისა და შესაძლებლობების ფორმირება მონაცემთა ბაზის პროგრამირების PL/SQL ენის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, რომელიც დაკავშირებულია Oracle მონაცემთა ბაზის მართვის სისტემის პროფესიული პრობლემების გადაჭრასთან

AI მარკეტინგის კურსი

AI მარკეტინგის კურსის მიზანია დაანახოს მონაწილეებს, როგორ ცვლის AI მარკეტინგის ყველა საფეხურს - კვლევიდან და სტრატეგიიდან კონტენტის შექმნამდე, რეკლამირებამდე და მომხმარებელთან ურთიერთობამდე.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

ყველა კურსი