AI მარკეტინგი

ღირებულება 1190 ₾ 990 ₾

განვადებით თვეში 31 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

AI მარკეტინგი - პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნებული ინტენსიური კურსი, რომელიც აერთიანებს თანამედროვე მარკეტინგის ცოდნას და ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობებს. კურსის მიზანია დაანახოს მონაწილეებს, როგორ ცვლის AI მარკეტინგის ყველა საფეხურს - კვლევიდან და სტრატეგიიდან კონტენტის შექმნამდე, რეკლამირებამდე და მომხმარებელთან ურთიერთობამდე. 

სწავლების პროცესში მონაწილეები იმუშავებენ რეალურ ან საკუთარ იდეაზე დაფუძნებულ ბრენდზე, შეისწავლიან AI ინსტრუმენტების გამოყენებას ყოველდღიურ მარკეტინგულ ამოცანებში, გააანალიზებენ მომხმარებლის ქცევას, შექმნიან კრეატიულ კამპანიებს და შეაფასებენ მათ შედეგებს. კურსის დასრულებისას მონაწილე შეძლებს დამოუკიდებლად დაგეგმოს და განახორციელოს AI-ზე დაფუძნებული მარკეტინგული სტრატეგია, რაც მნიშვნელოვნად გააფართოებს მის პროფესიულ ხედვასა და პრაქტიკულ შესაძლებლობებს თანამედროვე ბიზნესგარემოში.


AI მარკეტინგის კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • გაიაზრონ და ეფექტურად გამოიყენონ ხელოვნური ინტელექტის როლი მარკეტინგის ყველა ეტაპზე — კვლევის, სტრატეგიის დაგეგმვის, კონტენტის შექმნისა და შედეგების ანალიზის პროცესებში;
  • განსაზღვრონ შესაბამისი AI ინსტრუმენტები კონკრეტული მარკეტინგული ამოცანების შესასრულებლად;
  • გააანალიზონ მომხმარებელთა ქცევა და შექმნან პერსონალიზებული მარკეტინგული კამპანიები;
  • გამოიყენონ AI ბრენდის იდენტობის ფორმირებისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შესაქმნელად;
  • მიიღონ პროგნოზირებად ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები;
  • დაიცვან ეთიკური პრინციპები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას;
  • განავითარონ პროფესიული კომპეტენციები და გაზარდონ კონკურენტუნარიანობა თანამედროვე ბაზარზე.


ლექტორის შესახებ: 

  • ნიკო ჯავახიშვილი არის 20+ წლიანი გამოცდილების მქონე მარკეტინგისა და ბრენდინგის ექსპერტი. ამჟამად ის მუშაობს ბრენდისა და ხელოვნური ინტელექტის გადაკვეთაზე და დოქტორანტურაში ატარებს კვლევას კოგნიტური ფსიქოლოგიის, ბრენდინგისა და AI-ის მიმართულებით;
  • ნიკო არის Brandergate-ის დამფუძნებელი და მთავარი მკვლევარი და 2018 წლიდან ავითარებს „Artificial Branding Intelligence“-ის კონცეფციას. ასევე არის AI-ზე დაფუძნებული მარკეტინგული პლეატფორმის — Brandwise-ის დამფუძნებელი/მრჩეველი;
  • მანამდე, ნიკომ დააარსა და ხელმძღვანელობდა Creative Minds' Union-ს (ლონდონი) და იყო ACT — Analysis and Consulting Team-ის თანადამფუძნებელი, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. კარიერა დაიწყო IPM Market Intelligence-ში საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე;
  • ნიკოს მიღებული აქვს სამედიცინო განათლება კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით, ფლობს IMC სერტიფიკატებს MGI Management Institute, NY-დან და გაიარა ინტენსიური სტაჟირება UC Davis-ში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალიზაციით;
  • გამოირჩევა ღრმა ექსპერტიზით ბრენდის სტრატეგიასა და AI-ს მიღმა, აქვს მდიდარი გამოცდილება მარკეტინგის ლიდერობასა და საერთაშორისო ტექნოლოგიური და საკონსულტაციო პროექტების მართვაში.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსი - Word, PowerPoint, Excel

კომპიუტერული უნარებისა და საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსის მიზანია სტუდენტს ასწავლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები საფოსტო, საოფისე და ღრუბლოვან სერვისებში მაიკროსოფტის საოფისე პაკეტის პროგრამების გამოყენებით - კერძოდ: Word, PowerPoint და Excel. ასევე, სტუდენტს შესძინოს მონაცემთა მენეჯმენტის, მანიპულაციისა და დამუშავების უნარები სხვადასხვა სცენარებში.

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.

ვიდეო მონტაჟი - ADOBE PREMIERE PRO

სასწავლო კურსი მონაწილეებს მისცემს ვიდეო ედითინგის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის ვიდეოების შესაქმნელად.

ყველა კურსი