პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა

ღირებულება 1200 ₾ 990 ₾

განვადებით თვეში 31 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავწრმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.

მარკეტინგის და ბიზნესის გამოცდილება, ანალიტიკური და ტექნიკური უნარები უზრუნველყოფს პროდუქტის მარკეტინგის ჰოლისტიკურ მიდგომას. ეს კი საშუალებას აძლევს პროდუქტის მარკეტერს, კომპლექსურად მართოს ნებისმიერი სირთულის პროექტი, მიიღოს მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები და აწარმოოს ეფექტური კომუნიკაცია, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტის გაყიდვასა და ცნობადობის გაზრდას არსებულ ბაზარზე.

რას ვისწავლი?

კურსის მსმენელები ისწავლიან:

  • ბაზრის მიმოხილვას;
  • სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას;
  • მონაცემთა ანალიზს – რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი?
  • ეფექტურ კომუნიკაციას;
  • ტექნოლოგიებთან ადაპტაციას;
  • პრობლემის გადაჭრას;
  • ჯვარედინ ფუნქციურ თანამშრომლობას (ბიზნესი + ტექი + მარკეტინგი).

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.

ლექტორის შესახებ

  • სალი დადიანი არის მარკეტინგისა და ბრენდის გამოცდილების ლიდი Caucasus Auto Import-ში; 
  • მანამდე იყო თიბისის ციფრული ბანკინგის (მობაილ/ინტერნეტ ბანკი/ციფრული პროდუქტები) მარკეტინგის მიმართულების ლიდი; 
  • მას აქვს პროდუქტის მარკეტინგში 10+ წელზე მეტი გამოცდილება; 
  • მისი გამოცდილება, პროდუქტის მარკეტერების ლიდის პოზიციაზე, მოიცავს ციფრული პროდუქტების ყველა სეგმენტის (მას რითეილი, კონცეპტი, ბიზნეს კლიენტები) ციფრული პროდუქტების ზრდის სტიმულირებასა და 360 გრადუსიანი მასშტაბის მქონე კამპანიების მართვას; 
  • უმუშავია ციფრული პროდუქტების მიმართულებით სტაჟიორების და პროდუქტის მენეჯერების მენტორის პოზიციაზე; 
  • სალი არის 40-ზე მეტი დამოუკიდებელი (ფრილანს) პროექტის ხელმძღვანელი - ბრენდინგის, სტრატეგიის და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით; 
  • არის TBC Game-ის, პირველი ციფრული საბანკო თამაშის შექმნის იდეის ავტორი;
  • TOUCH Platform-ის მოწვეული სპიკერი; 
  • საქართველოში პირველი სამაგიდო თამაშების კლუბის “Tsibakha Game Club”-ის თანადამფუძნებელი; 
  • ექაუნთის მენეჯერის პოზიციაზე უმუშავია საერთაშორისო კრეატიულ სააგენტოში “Saatchi & Saatchi Tbilisi” ისეთ კლიენტებთან, როგორებიცაა Nestle, Bosch, Leibniz, Lowenbrau და სხვა; 
  • ის არის ბიზნეს ადმინისტრაციის მაგისტრი (MBA).

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.


როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანა ჭუმბურიძე

ყოველი ლექცია იყო საინტერესო, კრეატიული, დინამიკური და ინტერაქციული. პროდუქტის შექმნიდან პროდუქტის გაშვების შემდეგ რა პროცესებსაც გადის გუნდი სალიმ ყველა პროცესები გაგვატარა და დაგვანახა რეალურად რა შრომა და პროცესებია დიდი პროექტების უკან. სრულად

ნინი კოკობინაძე

საუკეთესო გამოცდილება მივიღე სალისგან და სრულიად სმარტ აკადემიისგან, ძალიან საინტერესო ლექციები მოვისმინე, ზოგადად მნიშვლელოვნად ბევრი რამ ვისწავლე ამ მოკლე დროში. 10/10. წარმატებები!

ანონიმური შეფასება

ძალიან კარგად მოსაუბრეა სალი, გადმოცემის საოცარი უნარით. კურსი არის მოცულობითი, ბევრი რამ ვისწავლე და პრაქტიკაშიც წარმატებით ვიყენებ.

ანონიმური შეფასება

სრულად გამართული სილაბუსი, თანმიმდევრული და ეფექტური ლექციები. დამატებითი მასალა, რომელსაც ლექტორი ასე გულუხვად გვაწვდიდა, იყო ცალკე საშუალება, იქ განხილული საკითხების გარშემო კვლევა-ძიება გვეწარმოებინა. ეს ძალიან პროდუქტიულად გამოვიყენე.

ანონიმური შეფასება

კურსი პროდუქტის მარკეტინგი იყო ძალიან სწორად სტრუქტურირებული. ლექტორს აღვწერდი სამი სიტყვით: სპეციალისტი, უკეთილშობილესი, პოზიტიური. სმარტ აკადემიას განვიხილავ როგორც ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო სტრუქტურად.

ირაკლი კაციტაძე

ჩემთვის პროდუქტის მარკეტინგის კურსი Ძალიან დიდი ნაბიჯი იყო წარმატებისკენ, რადგან მრავალი ახალი რამ გავიგე მარკეტინგის Შესახებ. სრულად

ანონიმური შეფასება

უზომოდ ყურადღებიანი, დაკვირვებული ლექტორი, რომელიც საკითხს გაურჩევლად არ ტოვებდა. აღსანიშნია ლექტორის უშუალო, ყოველთვის პროფესიონალური დამოკიდებულება, ყურადღება და პატივისცემა ყველა დამსწრესა და მათი აზრების მიმართ. 


სხვა კურსები

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

კურსი მორგებულია საქართველოს ბაზარზე სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციის მოთხოვნებს და ორიენტირებულია კონკურენტუნარიანი კადრის მომზადებაზე.

ყველა კურსი