DATA ANALYTICS WITH PYTHON

ღირებულება 2000 ₾

განვადებით თვეში 63 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

DATA ANALYTICS WITH PYTHON-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. 

სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას. კურსის მსმენელები ისწავლიან Data Engineering-ის  საწყისებსა და მონაცემთა ანალიტიკოსისთვის საჭირო Python ბიბლიოთეკებს, რითაც საერთაშორისო ბაზარზე მეტად კონკურენტუნარიანები გახდებიან. მსმენელები შეძლებენ Data science პროექტების აღებას, როგორც Freelance Upwork-ზე, ასევე Part-time პროექტებზე. 


სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • Python-ის გამოყენება მონაცემთა ანალიზისთვის;
  • მონაცემთა ტიპებისა და ცვლადების გამოყენება Python-ში;
  • ციკლებთან მუშაობა;
  • მონაცემების შექმნა, ანალიზი და მოდიფიცირება Pandas-ს საშუალებით, მათ შორის მონაცემთა ფილტრაცია, დასახელების შეცვლა და დაჯგუფება;
  • ვიზუალიზაციის შექმნა Matplotlib-ის საშუალებით;
  • მონაცემთა ბაზებთან ურთიერთობა Python-ის გამოყენებით;
  • Data Engineering-ის საწყისების გააზრება;
  • მზად იქნებიან მიიღონ პროექტები, როგორც Upwork-ზე, ისე სხვა პლატფორმებზე;
  • შეძლებენ მუშაობას და ანალიზს, როგორც სტრუქტურირებულ, ისე არასტრუქტურირებულ მონაცემებთან.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • პერსონალური კომპიუტერი თუ ლეპტოპი windows-ის ოპერაციული სისტემით, აუცილებლად ლოკალ ადმინის უფლებებით.

ლექტორის შესახებ

  • გეგა ჯღარკავა 4 წელზე მეტია მონაცემთა ანალიტიკისა და BI რეპორტინგის სფეროში მუშაობს;
  • ძირითადი გამოცდილება დააგროვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებში, პოზიციებზე: მონაცემთა ანალიტიკოსი, უფროსი მონაცემთა ანალიტიკოსი და რეპორტინგ/BI დეველოპერი;
  • მის ძირითად მოვალეობებს და პასუხისმგებლობებს წარმოადგენდა მსხვილი და კომპლექსური ბიზნეს ამოცანების გადაჭრა, საინტერესო ვიზუალიზაციებისა და ინსტრუმენტების შექმნა;
  • კარიერის საწყის ეტაპზე, მუშაობდა ქართულ კომერციულ ბანკში უმცროს რეპორტინგ დეველოპერად;
  • ამის შემდეგ - საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში - TBI Bank Bulgaria;
  • ამჟამად, გეგა მუშაობს ევროპულ საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტში „Paysera Lithuania“, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვებს (SWIFT, SEPA, Target) მსოფლიოს 180 ქვეყანაში უზრუნველყოფს.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

პროდუქტის მარკეტინგი: სტრატეგია, ანალიზი და პრაქტიკა

კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავწრმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

კურსი განკუთვნილია IT ბიზნეს ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.

Front-end Development with React.JS

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს React JS-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web აპლიკაციების შექმნა და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

ყველა კურსი