მარკეტინგის მენეჯმენტი

ღირებულება 1700 ₾

განვადებით თვეში 53 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

მარკეტინგის მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ.

სწორედ ამიტომ, მარკეტინგის კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის.

მარკეტინგის კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

მარკეტინგის მენეჯმენტის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • შექმნან მარკეტინგული სტრატეგიები და აწარმოონ მარკეტინგული აქტივობები;
  • შემქნან სოციალური მედიის სტარტეგია;
  • შექმნან, მართონ და განახორიცელონ მარკეტინგული, კომბინირებული კამპანიები; 
  • შეაფასონ და ეფექტურად გამოიყენონ მარკეტინგის ფუნდამენტური კომპონენტები, კონცეფციები და პრინციპები;
  • ესმოდეთ ბაზრის კვლევის კომპონენტები და შეძლონ მისი შედეგების შეფასება; 
  • განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორიები, ჩამოაყალიბონ მომხმარებლის პერსონები და მოახდინონ მათზე ეფექტური თარგეთირება და პოზიციონირება; 
  • მარკეტინგული სტრატეგიებისა და საქმიანობებისას სრულად ესმოდეთ მარკეტინგული მიქსის კომპონენტების მნიშვნელობა;
  • შექმნან, განავითარონ და განახორციელონ მარკეტინგული სტრატეგიები;
  • გაანალიზონ ანალიტიკური მექანიზმებით კამპანიები და პროექტები;
  • იცოდნენ რა კომპონენტებისგან შედგება მარკეტინგული ბიუჯეტი და მიიღონ მონაწილეობა მის ფორმირებაში;
  • ესმოდეთ და აანალიზებდნენ ბრენდინგის მნიშვნელობას, მის შემადგენელ კომპონენტებსა და ბრენდის მენეჯმენტს; 
  • ესმოდეთ მარკეტინგის და სააგენტოს გუნდების ფორმირების, ერთმანეთთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის კომპონენტები. დასაქმების შემთხვევაში მარტივად გახდნენ სრულფასოვანი გუნდის წევრები;
  • შექმნან და გაანალზიონ კრეატიული და ტექნიკური ბრიფი;
  • ესმოდეთ ციფრული მარკეტინგის კომპონენტების მნიშვნელობა და იყენებდნენ მას ეფექტურად;
  • გამოიყენონ სოციალური მედია არხები ეფექტურად;
  • ქოფირაითინგის, სთორითელინგისა, კონტენტ მარკეტინგის და მულტიმედია საშუალებების კომპონენტების პრაქტიკულ გამოყენებას, შეფასებას და ანალიზს; 
  • ინფლუენსერებთან ეფექტურ თანამშრომლობას, გამოცდილებებზე დაყრდნობილი პრინციპების მიხედვით;
  • AI პლატფორმებისა და პროდუქტების გამოყენებას მარკეტინგულ საქმიანობაში;
  • განივითარონ ინოვაციური აზროვნება მარკეტინგში;
  • აღმოაჩინონ ინსაითები და დააშენონ მათზე მარკეტინგული გადაწყვეტილებები;
  • შეაფასონ მარკეტინგული აქტივობები და აწარმოონ რეპორტი;
  • დაიცვან ეთიკის ნორმები, მართონ პროფესიული დილემები და აწარმოონ მარკეტინგული აქტივობები კანონების დაცვით;
  • მართონ მომხმარებლების უფრთიერთობები და კოორდინირება გაუწიონ CRM & Loyalty პროგრამებს. 

ლექტორის შესახებ

  • ანა გელაშვილი 2021 წლიდან დღემდე იკავებს გენერალური მენეჯერის პოზიციას Ogilvy Georgia-ში, რომელსაც კი 2019 წელს შეუერთდა;
  • 2021  წლიდან დღემდე არის მოწვეული ლექტორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრის საფეხურის სტუდენტებს  ასწავლის პრაქტიკულ კურსს კონტენტის შექმნის პრინციპების შესახებ  სოციალური მედიისთვის;
  • ასევე 2020-2021 წლებში იყო მოწვეული მენტორი და ტრენერი Spark-ში, სადაც მენტორშიფს უწევდა სტარტაპებს მათი მარკეტინგული სტრატეგიების განვითარებისთვის;
  • დღემდე აქტიურად არის ჩართული მცირე და საშუალო ბიზნესებისა და სტარტაპების ხელშემწყობ სამენტორო პროგრამებში მარკეტინგისა და PR-ის მიმართულებით;
  • ანა 2017 წლიდან სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციას იკავებდა სააგენტოებსა და სხვადასხვა პროფილის კომპანიებში;
  • ანა არის საზოგადოებრივი ურთიერთობების მაგისტრი და ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ელენე ფარცვანია

კურსი და ცალკე აღებული ლექციები კარგად იყო სტრუქტურირებული. ბევრი პრაქტიკული დავალება ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. ლექტორს კარგი პედადოგიური უნარები აქვს. ანა თავისი საქმის კარგი მცოდნე, მშომელი და ყურადღებიანია.

ნინა ჩოლოგაური

მართლა საოცარი კურსი იყო, ძალიან სასიამოვნო იყო თითოეული ლექცია. ლექტორი ძალიან მაგარი ადამიანია, თავისი საქმის პროფესიონალი, არ ველოდებოდი, თუ ამდენად კარგი იქნებოდა თქვენთან სწავლა, მადლობა და აუცილებლად კიდევ გავივლი სხვა კურსსაც, რადგან მოლოდინებს გადააჭარბა. ❤️

მედეა კუპრაძე

ყველა ლექცია ძალიან საინტერესო და ინფორმაციული იყო.  სასწავლო პროცესიც ძალიან მეგობრულ და კომფორტულ გარემოში მიმდინარეობდა აშკარად იგრძნობოდა რომ დიდ შრომასა და ენერგიას დებდა თითოეულ შეხვედრაში. ჩანს, რომ უყვარს თავისი საქმე და დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება.

თომა თოდრია

 კურსი გაძლევს შესაძლებლობას საფუძვლიანად გაეცნო მარკეტინგის სამყაროს. შეისწავლო რა პროცესები მიმდინარეობს სხვადასხვა დეპარტამენტში, რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ მათ და რა გამოწვევებს აწყდებიან ყოველდღიურ მუშაობაში.კურსის ფარგლებში ქმნი ძლიერ ფუნდამენტს მომავალი კარიერისთვის როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ დონეზე.ის ხელს უწყობს კრეატიული და ანალიტიკური უნარების განვითარებას, მათ გააზრებას და რეალურ პროექტებში ეფექტურად გამოყენებას. ანა მთელი კურსის განმავლობაში ის იყო ადამიანი, რომელიც რეალურად შენს გვერდით იდგა არა მხოლოდ როგორც ლექტორი, არამედ როგორც მენტორი, მეგობარი და მხარდამჭერი.ყოველთვის მზად იყო გამონახა დრო შენთვის. თუ რამე ვერ გაიგე აგიხსნიდა კიდევ ერთხელ. თუ ისევ ვერ გაიგე კიდევ ერთხელ. და ამას აკეთებდა ისე, რომ არასოდეს გრძნობდი უხერხულობას. პირიქით, გქონდა შეგრძნება, რომ მისთვის მართლა მნიშვნელოვანი იყო შენი განვითარება.მთელი კურსის განმავლობაში ის იყო ადამიანი, რომელიც რეალურად შენს გვერდით იდგა არა მხოლოდ როგორც ლექტორი, არამედ როგორც მენტორი, მეგობარი და მხარდამჭერი.ყოველთვის მზად იყო გამონახა დრო შენთვის. თუ რამე ვერ გაიგე აგიხსნიდა კიდევ ერთხელ. თუ ისევ ვერ გაიგე კიდევ ერთხელ. და ამას აკეთებდა ისე, რომ არასოდეს გრძნობდი უხერხულობას. პირიქით, გქონდა შეგრძნება, რომ მისთვის მართლა მნიშვნელოვანი იყო შენი განვითარება.


სხვა კურსები

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.

ყველა კურსი