პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

ღირებულება 1600 ₾ 1400 ₾

განვადებით თვეში 44 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

სასწავლო კურსის შედეგები

  • მონაწილეები მიიღებენ ცოდნას პროექტების მართვის Waterfall, Agile, Hybrid მიდგომების, ამ მიდგომების სპეციფიკისა და მეთოდოლოგიების შესახებ;
  • მონაწილეებს ექნებათ დეტალური ცოდნა პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე შექმნილი დოკუმენტებისა და გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ;
  • მონაწილეები მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას PMP გამოცდის 3 მთავარი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ;
  • მონაწილეები გამოიმუშავებენ/განივითარებენ თანამედროვე პროექტების ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად აუცილებელ ხედვებსა და უნარებს.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • ინგლისური ენის ცოდნა (მონაწილეებმა უნდა იცოდნენ ინგლისური ენა იმ დონეზე, რომ შეეძლოთ ინგლისურენოვანი სასწავლო მასალის გაცნობა/გააზრება).

ლექტორის შესახებ

  • მერი ჯანგავაძე არის პროექტის მართვის პროფესიონალი (PMP);
  • პროექტის მართვის ინსტიტუტის (PMI) მიერ ავტორიზებული ტრენინგ ინსტრუქტორი;
  • საქართველოში განვითარებული PMI-ს მიერ აკრედიტებული პირველი „PMP Exam Preparation”- კურსის თანაავტორი;
  • სწავლისა და განვითარების მენეჯერი (Chartered Institute of Personnel and Development, UK);
  • მერის აქვს საერთაშორისო სამართლის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პროექტების მართვის 7 წლიანი გამოცდილება;
  • NATO-ს მიერ სერტიფიცირებული სტრატეგიული კომუნიკაციების ტრენერი;
  • საერთაშორისო სამართლის მაგისტრი;
  • დიპლომატი.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

ყველა კურსი