როგორ გამოვიყენოთ საოპერაციო რისკების მართვა გაყიდვების დასაგეგმად

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

✨ 3 მაისს, 15:00 საათზე გიწვევთ უფასო მასტერკლასზე "როგორ გამოვიყენოთ საოპერაციო რისკების მართვა გაყიდვების დასაგეგმად"

📌 შეხვედრას წარუძღვება დავით ხაჩიძე, რომელიც არის ფინანსური დირექტორი და აქვს მრავალფეროვანი გამოცდილება ამ მიმართულებით.

დავითი ისაუბრებს შემდეგ საკითხებზე:

  • ბიზნეს რისკის ერთ-ერთი საზომის ანუ საოპერაციო ლევერჯის როლი;
  • გაყიდვების გეგმის, სამოტივაციო სქემის და ხარჯების დაგეგმვა;
  • რამდენი უნდა იყოს მინიმალური ბრუნვა.

?‍♂️ ლექტორის შესახებ

? დავით ხაჩიძეს აქვს ქართული და უცხოური კომპანიების მართვის მდიდარი გამოცდილება და ამჟამად არის KTW ჯგუფის ფინანსური დირექტორი

? ცოტა ხნის წინ კომპანია ,,ციტადელში'' საერთაშორისო ბიზნეს განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებდა;

? ასევე, იკავებდა ქართული სამშენებლო კომპანიის CMD-Fortex-ის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას

? 2013-2016 წლებში იყო საიუველირო კომპანია ზარაფხანას გენერალური დირექტორი

? 2016-2018 წლებში იყო ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრის, ,,მრჩეველი - ლიმბახის'' დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი

? 2019-2020 წლებში მუშაობდა ავსტრიაში, ნავთობ-პროდუქტების საერთაშორისო სავაჭრო ჰოლდინგში - United Energy Commodities GmbH გლობალური ფინანსური დირექტორის პოზიციაზე

? დავითი ასევე არის ილიას სახ. უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც სამაგისტრო კურსზე კითხულობს კომპანიის შეფასების და ფინანსური მენეჯმენტის ლექციებს

📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული

 


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებას, ფოტორეალისტური რენდერების შექმნასა და Photoshop-ში პოსტპროდაქშენს.

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.

ყველა კურსი