ფინანსების მართვის გაძლიერებული კურსი

ღირებულება 1290 ₾

განვადებით თვეში 40 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ფინანსების მართვის გაძლიერებული კურსის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერების პროფესიული ცოდნის გაღრმავება უფრო რთული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც განაპირობებს ბიზნესის მართვის ხარისხის ამაღლებას, რისკების მინიმიზაციას და გრძელვადიანი სტრატეგიული ზრდის უზრუნველყოფას.

კურსის მსმენელები შეძლებენ:

  • ბიუჯეტის მომზადებას, პროგნოზირებასა და ფინანსურ მოდელირებას;
  • საბრუნავი კაპიტალის ეფექტიან მართვას;
  • დაფინანსებისთვისა და ინვესტიციებისთვის სწორი გადაწყვეტილებების მიღებას;
  • ფინანსური რისკების მართვას;
  • ბიზნესის ღირებულების განსაზღვრას და გაუმჯობესებისთვის საჭირო ცოდნის გამოყენებას.

ლექტორის შესახებ:

  • დავით ხაჩიძეს აქვს ქართული და უცხოური კომპანიების მართვის მდიდარი გამოცდილება და ამჟამად არის KTW ჯგუფის ფინანსური დირექტორი;
  • ცოტა ხნის წინ კომპანია ,,ციტადელში'' საერთაშორისო ბიზნეს განვითარების დირექტორის პოზიციას იკავებდა;
  • ასევე, იკავებდა ქართული სამშენებლო კომპანიის CMD-Fortex-ის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას.
  • 2013-2016 წლებში იყო საიუველირო კომპანია ზარაფხანას გენერალური დირექტორი;
  • 2016-2018 წლებში იყო ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრის მრჩეველი, ასევე ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი;
  • 2019-2020 წლებში მუშაობდა ავსტრიაში, ნავთობ-პროდუქტების საერთაშორისო სავაჭრო ჰოლდინგში - United Energy Commodities GmbH გლობალური ფინანსური დირექტორის პოზიციაზე;
  • დავითი ასევე არის ილიას სახ. უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, სადაც სამაგისტრო კურსზე კითხულობს კომპანიის შეფასების და ფინანსური მენეჯმენტის ლექციებს;
  • ლინკდინის პროფილი

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.


როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

მენტორინგის პროგრამა - სტრატეგიული HR: თანამშრომლების შეფასების სისტემები და სამოტივაციო სქემები

პერფორმანსის მართვის კურსის ერთ-ერთი მიზანია HR-ებმა და სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებების ხელმძღვანელებმა მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა HR-ის სტრატეგიული საკითხების შესახებ, რომლებიც მათ დაეხმარება შეფასების სისტემების დანერგვაში, სამოტივაციო სქემების აწყობაში, თანამშრომლების განვითარების გეგმების გაწერასა და კომპანიაში კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურის ჩამოყალიბებაში. უმთავრესი მიზანია, ეს ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და კურსის განმავლობაში, მათ მიერ შერჩეულ მიმართულებაში, მენტორების დახმარებით, შეიმუშაონ/დანერგონ ყველა ის საკითხი, რასაც ისწავლიან თეორიაში.

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.

AUTOMATION TESTING WITH JAVA & Selenide & Rest Assured

AUTOMATION TESTING WITH JAVA & Selenide & Rest Assured-ის კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ტესტირების ავტომატიზაცია Java-ს პროგრამირების ენის გამოყენებით, როგორც UI-სთვის, ასვე API-სთვის Selenide და Rest Assured-ის საუკეთესო მიდგომებისა და პრაქტიკების გამოყენებით. კურსი ასევე მოიცავს Performance Testing-ს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები შეისწავლიან კონკრეტული დატვირთვის პირობებში სისტემის სტაბილურად რეაგირების შეფასებას, რისთვისაც გამოიყენებენ ტესტირების ავტომატიზაციის ტექნიკებსა და ინსტრუმენტებს.

ყველა კურსი