გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

ღირებულება 1400 ₾

განვადებით თვეში 44 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

გუნდის მართვის კურსის მიზანი

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

p face="Arial, Helvetica, Verdana, Tahoma, sans-serif">

გუნდის მართვის კურსის შედეგები

კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებენ:

  • სტრუქტურის ეფექტურად დაგეგმვასა და როლების მკაფიოდ განსაზღვრას;
  • პროცესების რუკების შედგენას, ანალიზსა და ოპტიმიზაციას;
  • გააცნობიერონ არაეფექტური მენეჯერული მართვის (მიკრომენეჯმენტი, ზედმეტად დისტანციური ან ავტორიტარული მიდგომა) გავლენა გუნდზე;
  • ჩამოაყალიბონ დაბალანსებული, ჩართულობასა და განვითარებაზე ორიენტირებული მართვის სტილი;
  • დაეუფლონ პრობლემების ეფექტურად იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის ინსტრუმენტებს;
  • შეისწავლონ სამოტივაციო სისტემები და უკუკავშირის ეფექტურად მიწოდების ტექნიკები;
  • შეეძლებათ შექმნან გუნდის წევრების ინდივიდუალური განვითარების გეგმები (PDP);
  • გაეცნობიან დელეგირების ძირითად გამოწვევებს და მათი აღმოფხვრის გზებს;
  • შეეძლებათ ძირითადი შესრულების ინდიკატორების (KPI) განსაზღვრა და ანალიზი;
  • დაეუფლებიან კონფლიქტის მოგვარების ეფექტურ სტრატეგიებს და შეძლებენ გუნდში ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას;
  • გააუმჯობესებენ მენეჯმენტთან და დაქვემდებარებულ გუნდთან კომუნიკაციის უნარებს და ისწავლიან მოლოდინების ეფექტურად მართვას;
  • შეუსწავლიან როგორ გაუმკლავდნენ კოგნიტურ მიკერძოებებს გუნდურ გარემოში.


ლექტორები

ლიკა კოვზირიძე

  • ლიკა კოვზირიძე - ბიზნეს საკონსულტაციო და მომსახურების კომპანია SMART Support-ის მმართველი პარტნიორი, 20 წლიანი გამოცდილებით მომსახურების სფეროში, მათ შორის 15 წლიანი მართვის გამოცდილებით;
  • ლიკას მართვის გამოცდილება კვლევით ინდუსტრიაში დაიწყო, საერთაშორისო კომპანია Taylor Nealson Sofres-ში, სადაც მან შეისწავლა საერთაშორისო კომპანიის სამუშაო სტანდარტები და სტარტაპში მუშაობის სპეციფიკა;
  • სააგენტოს შემდეგ, ლიკას კარიერა ბიზნესის მხარეს, საქართველოს ბანკსა და მულტინაციონალურ თამბაქოს მწარმოებელ კომპანია Japan Tobacco International-ს უკავშირდება, სადაც მან ღირებული და მნიშვნელოვანი ცოდნა დააგროვა, გაეცნო საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, როგორც თანამშრომლების მართვის, ასევე სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით;
  • 2015 წლის შემდეგ, ლიკას კარიერა კვლავ მომსახურების სფეროს, კვლევასა და HR აუთსორსინგს უკავშირდება და მას შემდეგ მმართველ პოზიციებს იკავებს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო კვლევით კომპანიაში;
  • 2023 წელს კი, ლიკამ დააარსა საკონსულტაციო კომპანია, სადაც გააერთიანა ყველა ის მიმართულება რაშიც გამოცდილება მიიღო და მიზნად დაისახა მომხმარებლის მხარდაჭერა ბიზნეს ამოცანების გადასაჭრელად;
  • გარდა ძირითადი საქმიანობისა SMART Support-ში, ლიკა სმარტ აკადემიასთან ერთად ზრუნავს ცოდნის გაზიარებასა და ისეთი კურსების შექმნაზე, რომლებიც ახალი პროფესიების შეძენასა და არსებული ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება დაინტერესებულ პირებს;
  • სწავლა და განვითარება ლიკას მნიშვნელოვანი ღირებულებაა, ამიტომ თავადაც მუდმივად განვითარებაზეა ორიენტირებული. გავლილი აქვს CU MBA, CIMA, Strategic Leadership Simulation (Michael Kouly), The Science of Well-Being (Yale University), Certified Coach (Erickson Coaching International), არის Kaizen-ის ფილოსოფიის მიმდევარი, გაციფრულებისა და ავტომატიზაციის მოყვარული.


ოლგა ნებიერიძე

  • ოლგა ნებიერიძე არის Chief People Officer კომპანია Cubicon-ში;
  • მანამდე იყო აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია FINO-ს საოპერაციო დირექტორი, რომელშიც მრავალფეროვანი და საინტერესო პროფესიული გამოცდილება მიიღო;
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მან კარიერა  განავითარა სხვადასხვა სფეროში;
  • მას აქვს გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ასევე წარმატებით მართავდა პროექტებს, როგორც ფრილანსერი. განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს ადამიანის ქცევის ბიოლოგიის, კოგნიტური მიკერძოებებისა და მათი გავლენის შესწავლის მიმართ მენეჯმენტსა და ბიზნეს პროცესებზე. შესწავლილი აქვს  AGILE და SCRUM მეთოდოლოგიები და ჩართული იყო FINO-ში ამ მეთოდოლოგიით პროექტების მართვის დანერგვის პროცესში;
  • უკვე ათი წელია, რაც ოლგა აქტიურად არის ჩართული ფინანსების სფეროში, გავლილი აქვს ACCA სერტიფიცირებული პროგრამა.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.


როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

IT ბიზნეს ანალიზის კურსი

კურსი განკუთვნილია IT ბიზნეს ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

ყველა კურსი