ციფრული მარკეტინგის კურსი
-
- ლექტორი
- თიო ზარნაძე
-
- შეხვედრები
- 21 შეხვედრა - 42 სთ
-
- დაწყების თარიღი
- 8 დეკემბერი
-
ორშაბათი 20:00-22:00 სთ
ხუთშაბათი 20:00-22:00 სთ
ღირებულება 1500 ₾ 1350 ₾
განვადებით თვეში 42 ₾-დან
ციფრული მარკეტინგის კურსის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე დამწყები ციფრული მარკეტერი, რომელიც შეძლებს ციფრული მარკეტინგის მიზნების განსაზღვრას, ციფრული სტრატეგიის დაგეგმვას, რეკლამის განთავსებას Facebook & Google არხებში, დამხმარე ციფრული არხების გამოყენებას, შედეგების გაზომვასა და გაანალიზებას.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:
- ციფრული მარკეტინგის რაობა, მნიშვნელობა და საქართველოში გამოყენებული ციფრული არხები;
- ციფრული მარკეტინგის საბაზისო ტერმინოლოგია;
- Facebook, Instagram, LinkedIn ფეიჯის მართვის ფუნქციონალი;
- ძირითადი ციფრული სარეკლამო არხების ტექნიკური შესაძლებლობები და ფუნქციონალი - Meta Ads & Google Ads;
- ანალიტიკური ხელსაწყოების გამოყენება - Google Analytics; Event Manager;
- დამხმარე ციფრული არხების და ხელსაწყოების საჭიროება და ტექნიკური შესაძლებლობები - Tag Manager, Looker Studio, Mailchimp, ა.შ.;
- ციფრული სტრატეგიის ან/და გეგმის შექმნა და გაზომვადი მიზნების დასახვა;
- სტრატეგიის შესაბამისი რეკლამების განთავსება;
- რეკლამის ოპტიმიზაცია და შედეგების გაანალიზება;
- შედეგებზე ორიენტირებული ციფრული კამპანიის დაგეგმვა, განხორციელება, რეპორტინგი, ანალიზი.
რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?
- სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურს B1 დონეზე
ლექტორის შესახებ
- თიო ზარნაძე არის ციფრული მარკეტერი 9+ წლიანი გამოცდილებით;
- 2024 წლამდე ის იყო ციფრული სააგენტო „ჰანს ენდ გრუბერის“ ციფრული დირექტორი;
- მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა მარკეტინგულ და ციფრულ სააგენტოში კრეატიული და ციფრული განყოფილების ხელმძღვანელობას, ასევე თიო არის Google Ads პლატფორმის სერტიფიცირებული ედვერთაიზერი;
- სოციალური მედიის და ციფრული მარკეტინგის ლექტორობის 3+ წლიან გამოცდილებასთან ერთად, თიო მიწვეული ექსპერტის სტატუსით მუშაობდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ პირველი აკრედიტირებული „სოციალური მედიის მართვის“ პროფესიული მომზადების პროგრამის შექმნაში პროექტის „Updating VET in Georgia with Estonian experience“ ფარგლებში.
სტუდენტის კარიერის პროგრამა
Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.
როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნას, გასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს. მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.