სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი (ნათია მუსერიძე Test)

ღირებულება 790 ₾

განვადებით თვეში 25 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი განკუთვნილია ადამიანებისთვის, რომელთაც უკვე რაღაც სახის შეხება აქვთ სოციალურ მედიასთან და სურთ რეკლამის მიმართულებით ცოდნის გაღრმავება. კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს. 

კურსის ბოლოს გეცოდინება

  • რეკლამის მნიშვნელობა სოციალურ მედიაში
  • რეკლამის გაზომვის ტერმინოლოგია
  • Meta Ads Manager, LinkedIn Campaign Manager
  • Meta Pixel, ვებსაიტის კონვერსიის ფანელი და სტანდარტული ივენთები
  • საუკეთესო პრაქტიკები სხვადასხვა ტიპის რეკლამისთვის
  • Ads Reporting

კურსის ბოლოს შეძლებ

  • სარეკლამო სტრატეგიის შემუშავებას სოციალური მედიისთვის
  • სარეკლამო კამპანიების აწყობას დასახული მიზნების შესაბამისად
  • ეფექტური სარეკლამო კამპანიების წარმოებას
  • შედეგების გაზომვას და რეკლამის ოპტიმიზაციას

სასწავლო კურსის მოთხოვნები:

სოციალური მედია მარკეტინგის საბაზისო დონეზე ცოდნა, ინგლისურის ცოდნა B1 დონეზე.

ლექტორის შესახებ: 

  • ნათია მუსერიძე არის ციფრული მარკეტერი 5+ წლიანი გამოცდილებით;
  • ამჟამად მუშაობს კრეატიულ სააგენტო Windfors-ში Senior Advertiser-ის პოზიციაზე;
  • მანამდე მუშაობდა ტექნოლოგიურ სააგენტო ნოქსტონში;
  • ნათიას უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Crosty, Adjara Group, Tsiskvili Group, Europroduct, Ad Black Sea და სხვა;
  • ნათიას დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი მარკეტინგის მიმართულებით.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.


როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

UX/UI ქოფირაითინგის კურსი

ისწავლე მომხმარებელზე მორგებული ტექსტების შექმნა კომპანიის ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.

რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

ყველა კურსი