PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

ღირებულება 1700 ₾

განვადებით თვეში 53 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს  PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. მსმენელები შეისწავლიან, როგორ შეიძლება საკომუნიკაციო პროცესის განსაზღვრა და მართვა თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებით. ეს არის ახლებური ხედვა PR-ზე, როგორც ორგანიზაციული განვითარების და წარმატების პროცესის შემადგენელ ნაწილზე. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ  ღონისძიებების  ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.

რას ვისწავლი?

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • რა საკომუნიკაციო მოდელები არსებობს;
  • ორგანიზაციაში PR-ის ამოცანების განსაზღვრა; 
  • რეპუტაციის მართვა;
  • მარკეტინგული სტრატეგიის სწორად შერჩევა;
  • სხვადასხვა პრაქტიკული ხერხი ამბის შესაქმნელად; 
  • მედიასთან ურთიერთობების პრინციპები; 
  • ეფექტური პრეს-რელიზის შექმნა და გავრცელება; 
  • სწორი იმიჯისა და პოზიციონირების შერჩევა; 
  • კრიზისული PR-ის გამოყენება; 
  • დარგობრივი PR-ის სპეციფიკა;
  • კრეატიულობის ინსტრუმენტების გამოყენება უკეთესი შედეგებისთვის; 
  • საკომუნიკაციო სივრცის განსაზღვრა და ფორმირება; 
  • შესაბამისი საკომუნიკაციო მოდელების გამოყენება ამოცანიდან გამომდინარე; 
  • საკომუნიკაციო პროცესის შედგების სწორად შეფასება; 
  • შიდა კომუნიკაციის სწორად დაგეგმვა და მართვა; 
  • კრიზისული კომუნიკაციის ანალიზი და სტრატეგიის დაგეგმვა; 
  • დამსაქმებელთან საუბარი ორივესთვის გასაგებ ენაზე;
  • ღონისძიების  ბრენდინგის არსის განსაზღვრა და მისი გავლენა აუდიტორიაზე;
  • ღონისძიების კონცეფციის, ვიზუალური იდენტობისა და კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება;
  • ღონისძიების სტრუქტურის, სცენარისა და ბიუჯეტის დაგეგმვა;
  • ღონისძიებისთვის შესაბამისი ლოკაციის შერჩევა და პარტნიორების/გუნდის მართვა;
  • სხვადასხვა ტიპის აუდიტორიისთვის ღონისძიების მომზადება და განხორციელება;
  • ღონისძიების მარკეტინგის განხორციელება და „WOW-ეფექტის“ შექმნა;
  • რეალურ ქეისში, მცირე ჯგუფებით, ღონისძიების დაგეგმვა და პრეზენტაცია.

ლექტორების შესახებ

ნინო წითლანაძე

  • ნინო წითლანაძე არის პერსონალური ბრენდინგის სააგენტოს დამფუძნებელი & კონსულტანტი;
  • ნინოს აქვს კომუნიკაციაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება (PR მენეჯერი, პროექტის მენეჯერი, კომუნიკაციების სტრატეგი და ა.შ.);
  • ტრენერთა ასოციაციის ასოცირებული წევრი, პიარ სკოლის ლექტორი;
  • ასოცირებული პროფესორი და მოწვეული ლექტორი (კავკასიის უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, GIPA, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, უნივერსიტეტი ალტერბრიჯი); 
  • შემოქმედებითი ინდუსტრიების პლატფორმის (www.creatives.ge)  თანადამფუძნებელი და დირექტორი;
  • ნინო წითლანაძის ლინკდინის პროფილი

გიორგი თაქთაქიშვილი

  • გიორგი თაქთაქიშვილი არის ბრენდ სტრატეგი, მარკეტერი და სპიკერი, ანტრეპრენერი, „კანტის აკადემიის“ თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, სერიალი “ცვალებადი ნიშნების“ აღმასრულებელი პროდიუსერი;
  • აქვს კერძო და საჯარო სექტორის ტოპ მენეჯმენტში მუშაობის 10 წელზე მეტი გამოცდილება. მათ შორის, იგი იყო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, საქართველოს პრეზიდენტის საკონსულტაციო საბჭოს წევრი, მუშაობდა  საქართველოს პარლამენტში მედიასთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე;
  • ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას საერთაშორისო და ადგილობრივი ღონისძიებების დაგეგმვისა და მართვის მიმართულებით, მათ შორის პოლიტიკური ღონისძიებების, ფორუმების, საერთაშორისო კონფერენციების, სამიტების, ბიზნეს შეხვედრების, პანელების, სტუდენტური, გასართობი და კულტურული მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებისა და ლიდინგის  კუთხით;
  • 10 წელზე მეტია, რაც ის სპიკერია  და კითხულობს ლექციებს ბრენდინგის, მარკეტინგისა და ღონისძიებების მართვის თემებზე;
  • სამოქალაქო განათლებაში შეტანილი წვლილისთვის მიღებული აქვს ევროკავშირის საპატიო ჯილდო;
  • გიორგი თაქთაქიშვილის ლინკდინის პროფილი

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?
კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში - EXPRESS COURSE

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში EXPRESS არის 18-საათიანი კონცენტრირებული კურსი, რომელიც სამ კვირაში გაძლევს ყველაზე აქტუალურ AI უნარებს. პროგრამა მოიცავს გენერაციული AI-ის საფუძვლებს, Prompt Engineering-ის მოწინავე ტექნიკებსა და წამყვანი მოდელების - ChatGPT, Claude და Gemini - პრაქტიკულ გამოყენებას.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად. ამ კურსზე შეისწავლი, როგორ შექმნა ინტერაქტიული გვერდები HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის გამოყენებით. REACT JS/NATIVE დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მყარი ფუნდამენტი React JS/Native -ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

ყველა კურსი