L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსი

ღირებულება 950 ₾ 890 ₾

განვადებით თვეში 28 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსი შექმნილია მათთვის, ვისაც სურთ ორგანიზაციაში ჩამოაყალიბონ სწავლებისა და განვითარების (Learning & Development/L&D) თანამედროვე და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული ეფექტური სისტემა.

პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს სისტემური, სტრატეგიული და პრაქტიკული ხედვა სწავლებისა და განვითარების (Learning & Development) ფუნქციის შესახებ.

პროგრამა ორიენტირებულია მონაწილეთა ინდივიდუალური და ორგანიზაციული კომპეტენციების გაძლიერებაზე, რათა მათ შეძლონ შექმნან, განავითარონ და დანერგონ სწავლებისა და განვითარების სისტემური ჩარჩო.


სასწავლო კურსის შედეგები

L&D - ორგანიზაციული სწავლებისა და განვითარების კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • განმარტონ L&D-ის როლი სტრატეგიულ ორგანიზაციულ კონტექსტში.  ისწავლიან როგორ დაუკავშირონ L&D ინიციატივები კომპანიის მთავარ ბიზნეს-მიზნებსა და KPI-ებს;
  • მართონ სწავლების სრული ციკლი 360°-ით: დაეუფლონ პროცესს იდეიდან შედეგამდე - სიღრმისეული დიაგნოსტიკიდან და საჭიროებების ანალიზიდან (TNA) დახვეწილი შეფასების სისტემებამდე. შექმნან შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამები;
  • შექმნან მაღალშედეგიანი სასწავლო არქიტექტურა: მონაწილეები შეძლებენ გამოიყენონ დაგეგმვისა და ორგანიზების თანამედროვე მოდელები რათა შექმნათ პროგრამები, რომლებიც არა მხოლოდ ინფორმაციას გასცემს, არამედ რეალურად ცვლის თანამშრომელთა ქცევას (ADDIE, 70-20-10, Kirkpatrick და სხვ.);
  • შეიმუშაონ საკუთარი ორგანიზაციისთვის Learning & Development-ის სტრატეგიის ან სამოქმედო გეგმის კონცეფცია, რომლის დანერგვასაც პრაქტიკაში შეძლებენ.


სასწავლო კურსის მოთხოვნები

პროგრამა შექმნილია  HR პროფესიონალებისთვის, L&D მენეჯერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვისა და ყველასთვის, ვისაც სურს მართოს და განავითაროს პროცესები სტრატეგიულ დონეზე.


ლექტორის შესახებ

  • სოფო კიკუაშვილი არის 14 წლიანი სამუშაო გამოცდილების პროფესიონალი L&D მიმართულებით;
  • აქვს უნიკალური გამოცდილება, რომელიც აერთიანებს როგორც კორპორაციულ სექტორს, ისე საერთაშორისო სტანდარტებსა და აკადემიურ ცოდნას;
  • პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების სატრენინგო და საკონსულტაციო ცენტრის, „პროგრეს ჰაბის“ დამფუძნებელი; 
  • ბოლო წლების განმავლობაში მისი L&D გამოცდილება აერთიანებს ისეთ კომპლექსურ მიმართულებებს როგორიც არის სამშენებლო მასალებისა და ნავთობპროდუქტების ინდუსტრია;
  • საჯარო მმართველობისა და ორგანიზაციული განვითარების (OD) მიმართულებით დაგროვებული აქვს მრავალფეროვანი აკადემიური და პრაქტიკული გამოცდილება;
  • ფლობს მრავალწლიან გამოცდილებას NATO-ს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) სასწავლო ციკლის მართვის მიმართულებით, სადაც ასევე აქტიურად იყო ჩართული ხარისხის მართვისა და აკრედიტაციის მინიჭების პროცესებში;
  • აქვს ციფრული სწავლებისა და სასწავლო პლატფორმების განვითარების გამოცდილება;
  • კლინგენდაელის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის (ჰოლანდია) მიერ
  • სერტიფიცირებული სპეციალისტი, კურიკულუმის/სილაბუსის შექმნა/განვითარების მიმართულებით;
  • NATO-ს სკოლის (გერმანია) სერტიფიცირებული ინსტრუქტორი (ToT);
  • 6000-ზე მეტი გადამზადებული მონაწილე: დამოუკიდებელი ტრენერისა და ტრენინგ მენეჯერის როლში, 300-ზე მეტი სასწავლო ღონისძიების მართვის გამოცდილება.


სტუდენტის კარიერის პროგრამა


რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO With React JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+

IT ტექნიკური მხარდაჭერა COMPTIA A+ კურსის მიზანია სტუდენტმა შეიძინოს ცოდნა პერსონალური კომპიუტერის არქიტექტურის, პერიფერიული მოწყობილობების, ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც დაეხმარება მომხმარებლებისთვის ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფაში. კურსის გავლის შემდეგ სტუდენტს ექნება ცოდნა Comptia A+ ის ორი საერთაშორისო სერტიფიკატის (220-1101, 220-1102) ასაღებად.

ყველა კურსი