კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი

ღირებულება 1090 ₾

განვადებით თვეში 34 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსის მიზანია კურსდამთავრებულებს შეექმნას წარმოდგენა კიბერუსაფრთხოების სფეროზე, საფრთხეების განსაზღვრის მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე, შეისწავლოს კიბერუსაფრთხოების სფეროს ტენდენციები და მიმართულებები.

სასწავლო კურსის შედეგები

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • განსაზღვრონ და შეაფასონ შესაძლო კიბერ საფრთხეები და რისკები;
  • გამოიყენონ კიბერუსაფრთხოების საბაზისო ინსტრუმენტები;
  • მოიძიონ და გამოიყენონ ინფორმაციის ღია წყაროები;
  • უზრუნველყონ საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობის უსაფრთხოება;
  • განსაზღვრონ უსაფრთხოების ჯგუფური პოლიტიკები.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსის გასავლელად, სტუდენტს უნდა შეეძლოს კომპიუტერის გამოყენება საბაზისო დონეზე;
  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

რევაზი ლომთაძე

ლექტორი ვრცლად აღწერდა და ხსნიდა მასალას. ასევე მოყავდა საინტერესო მაგალითები და დამატებითი მასალა. კარგი კურსია, მოლოდინებს გადააჭარბა.

ანონიმური შეფასება

კურსი ძალიან საინტერესო იყო, ამომწურავად მოიცავდა თეორიულ მასალას. ლექტორი გასაგებად და მარტივად ხსნიდა მასალას.

გიორგი გოჩაშვილი

კმაყოფილი ვარ 10/10. ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია, ძალიან მეგობრული გარემო შექმნა კურსზე და სრულყოფილად გვიხსნიდა მასალას.

ანონიმური შეფასება

კურსი ძალიან ინფორმაციულია, ხოლო ლექტორი როგორც სფეროს, ასევე სწავლების კუთხით პროფესიონალია.


სხვა კურსები

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.

ყველა კურსი