კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსი

ღირებულება 1090 ₾

განვადებით თვეში 34 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსის მიზანია კურსდამთავრებულებს შეექმნას წარმოდგენა კიბერუსაფრთხოების სფეროზე, საფრთხეების განსაზღვრის მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე, შეისწავლოს კიბერუსაფრთხოების სფეროს ტენდენციები და მიმართულებები.

სასწავლო კურსის შედეგები

კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • განსაზღვრონ და შეაფასონ შესაძლო კიბერ საფრთხეები და რისკები;
  • გამოიყენონ კიბერუსაფრთხოების საბაზისო ინსტრუმენტები;
  • მოიძიონ და გამოიყენონ ინფორმაციის ღია წყაროები;
  • უზრუნველყონ საბოლოო მომხმარებლის მოწყობილობის უსაფრთხოება;
  • განსაზღვრონ უსაფრთხოების ჯგუფური პოლიტიკები.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • კიბერუსაფრთხოების საფუძვლების კურსის გასავლელად, სტუდენტს უნდა შეეძლოს კომპიუტერის გამოყენება საბაზისო დონეზე;
  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.

ლექტორის შესახებ:

  • მაიკო სვანიძეს აქვს 9 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება  ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში,  ბოლო ორი წელი უშუალოდ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით კიბერსუფრთხოების ინჟინრის პოზიციაზე;
  • მას აქვს  მსოფლიოს წამყვანი მწარმოებლების მიერ გაცემული სერტიფიკატები: AttackIQ Partner Academy certified professional, Proofpoint Certified Ransomware Specialist, Logsign SIEM/SOAR Administrator, Bitdefender Certified MSP Specialist, Bitdefender Certified Technical Specialist, ObserveIT InsiderThreat Management  Certified Administrator,  Proofpoint Accredited Channel Sales Engineer(PACSE), Tenable Certified Sales Engineer-VM, Tenable Certified Pre-Sales Integrator- Tenable.io,  VTSP - CB (Carbon Black Endpoint Protection 2020);
  • 2021 წელის დეკემბერში მაიკო გახდა  საერთაშორისო უსაფრთხოების ბრენდის  AttackIQ-ს  Defender of the month ნომინაციის გამარჯვებული, ხოლო 2022 წლის მაისში AttackIQ Informed Defenders Champion სტატუსი მოიპოვა;
  • 2020 წლიდან დღესმდე მაიკო არის მოწვეული სპეციალისტი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, არის ციფრული ტექნოლოგიების პრინციპების კურსის ლექტორი;
  • ამჟამად არის კიბერ თავდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი 42digital-ში.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

რევაზი ლომთაძე

ლექტორი ვრცლად აღწერდა და ხსნიდა მასალას. ასევე მოყავდა საინტერესო მაგალითები და დამატებითი მასალა. კარგი კურსია, მოლოდინებს გადააჭარბა.

გიორგი გოჩაშვილი

კმაყოფილი ვარ 10/10. ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორია, ძალიან მეგობრული გარემო შექმნა კურსზე და სრულყოფილად გვიხსნიდა მასალას.

ანონიმური შეფასება

კურსი ძალიან ინფორმაციულია, ხოლო ლექტორი როგორც სფეროს, ასევე სწავლების კუთხით პროფესიონალია.

ანონიმური შეფასება

კურსი ძალიან საინტერესო იყო, ამომწურავად მოიცავდა თეორიულ მასალას. ლექტორი გასაგებად და მარტივად ხსნიდა მასალას.


სხვა კურსები

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში - EXPRESS COURSE

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში EXPRESS არის 18-საათიანი კონცენტრირებული კურსი, რომელიც სამ კვირაში გაძლევს ყველაზე აქტუალურ AI უნარებს. პროგრამა მოიცავს გენერაციული AI-ის საფუძვლებს, Prompt Engineering-ის მოწინავე ტექნიკებსა და წამყვანი მოდელების - ChatGPT, Claude და Gemini - პრაქტიკულ გამოყენებას.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი

ინტერიერის დიზაინი და მენეჯმენტის კურსი მიზნად ისახავს ინტერიერის დიზაინის, არქიტექტურის და მენეჯმენტის საფუძვლების გააზრებას, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს შეიმუშავონ პროექტები, მართონ პროცესები და უზრუნველყონ ეფექტური კომუნიკაცია დამკვეთებთან.

ყველა კურსი