HR ადმინისტრირება 360°: პრაქტიკა, შრომის კოდექსი და გაციფრულება

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 11 მაისს, 20:00 საათზე, გიწვევთ ღია ლექციაზე: "HR ადმინისტრირება 360°: პრაქტიკა, შრომის კოდექსი და გაციფრულება"

📌 Smart Academy და Smart Support გიწვევთ ვებინარზე, სადაც განვიხილავთ HR ადმინისტრირების მთავარ მიმართულებებს:

• ადმინისტრაციული პროცესების ეფექტური მართვა
 • HR პროცესების გაციფრულება და სამუშაო მოდელის ოპტიმიზაცია
 • შრომითი სამართლის ძირითადი პრინციპები HR კონტექსტში
 Special Topic: შრომითი მიგრაციის მართვა და რისკების პრევენცია

📌ვებინარს უხელმძღვანელებს:
  • ლელა კეკუა - 15-წლიანი პროფესიული გამოცდილებით, ამჟამად საერთაშორისო კომპანიაში, HR მენეჯერის პოზიციას იკავებს. ლელა, პირადი გამოცდილებით, გაგიზიარებთ რეალურ ქეისებს შრომითი მიგრანტების მართვის მიმართულებით და ისაუბრებს HR ადმინისტრირების პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე.
  • გელა ჩიღოშვილი - იურისტი და შრომის სამართლის ექსპერტი 10 წლიანი გამოცდილებით. შრომითი ინსპექციის ზედამხედველ ორგანოში მუშაობის გამოცდილებით, გელა ისაუბრებს სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირებასა და შრომის კოდექსის HR პროცესებში სწორად ინტეგრირებაზე.

✨ დარეგისტრირდი ონლაინ, უფასო ღია ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული




რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი: სრული ციკლი გამოთვლებიდან რეპორტებამდე

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას.

ფინანსების მართვის გაძლიერებული კურსი

მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისა და მენეჯერების პროფესიული ცოდნის გაღრმავება უფრო რთული ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც განაპირობებს ბიზნესის მართვის ხარისხის ამაღლებას, რისკების მინიმიზაციას და გრძელვადიანი სტრატეგიული ზრდის უზრუნველყოფას.

ფინანსების მენეჯმენტის კურსი

კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.

ყველა კურსი