პროფესია: სოც.მედია ედვერთაიზერი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

 📌 13 მაისს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო ონლაინ მასტერკლასზე: "პროფესია: სოც.მედია ედვერთაიზერი"

📌 Smart Academy გიწვევთ ვებინარზე, სადაც გაეცნობითედვერთაიზინგის სამყაროს და გაიგებთ, როგორ აქციოთ სოციალური მედია ეფექტურ მარკეტინგულ იარაღად.

მასტერკლასზე განვიხილავთ:

  • ედვერთაიზინგის თანამედროვე ტრენდებს
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვასა და ანალიტიკას
  • ეფექტური სტრატეგიების შექმნას სხვადასხვა ინდუსტრიისთვის
  • პრაქტიკულ რჩევებს ციფრულ სივრცეში წარმატებული პოზიციონირებისთვის

📌 უფასო მასტერკლასს უხელმძღვანელებს:

ნათია ზარნაძე - მისი გამოცდილება ციფრულ მარკეტინგში 7 წელზე მეტს ითვლის. ამჟამად კრეატიული სააგენტო Windfor’s-ის ციფრული რეკლამისა და ანალიტიკის ხელმძღვანელია.

✨ დარეგისტრირდი ონლაინ, უფასო ღია ლექციაზე და შეინახე დასწრების ბმული


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

FRONT-END DEVELOPMENT & SEO WITH REACT JS

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად. ამ კურსზე შეისწავლი, როგორ შექმნა ინტერაქტიული გვერდები HTML-ის, CSS-ისა და JavaScript-ის გამოყენებით. REACT JS/NATIVE დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მყარი ფუნდამენტი React JS/Native -ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის web და mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი: სრული ციკლი გამოთვლებიდან რეპორტებამდე

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას.

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.

ყველა კურსი