IT ბიზნეს ანალიზის კურსი - GITA

ღირებულება 1290 ₾ 990 ₾

განვადებით თვეში 31 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. 

კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.


სასწავლო კურსის შედეგები

  • რა როლი აქვს ბიზნეს ანალიტიკოს IT პროექტებში, რას და როგორ აკეთებენ ბიზნეს ანალიტიკოსები;
  • რა სამუშაო ფრეიმვორქები არსებობს და როგორ იგეგმება ბიზნეს ანალიტიკოსის აქტივობები თითოეულის ჭრილში;
  • პროექტისთვის საჭირო არტეფაქტების იდენტიფიკაციას და ეფექტური user story - ების წერას;
  • მოთხოვნების სასიცოცხლო ციკლის მართვას, პროდუქტის მოთხოვნის ტიპებს და მათი მოპოვების ტექნიკებს;
  • პროექტში ჩართული მხარეების იდენტიფიკაციას, მათ ანალიზს და მათთან ეფექტურ კოლაბორაციას;
  • პროექტის მართვის პროცესში საჭირო დიაგრამების აგებას და მათ გამოყენებას;
  • პროექტში ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობის შეფასებას, ბიზნეს ანალიზის რისკების იდენტიფიცირებას და მათთან გამკლავების გზებს;
  • პროექტის დროს შესაძლო ცვლილებების მართვას და ნეგატიური ეფექტების თავიდან არიდებას.


რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • მონაწილეს სასურველია ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება;
  • კურსის მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.


ლექტორის შესახებ

  • ციცი აბჟანდაძეს აქვს 7+ წლიანი სამუშაო გამოცდილება IT სფეროში, სხვადასხვა როლის ფარგლებში, მათ შორის: Product Owner, SME, ERP consultant, Business Analyst.;
  • ამჟამად, ციცი მუშაობს Lead Business Analyst-ის პოზიციაზე Epam-ში;
  • IT ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება აქვს შემდეგ დომეინებში: ადამიანური რესურსების მართვის, დროის მენეჯმენტის, ფინანსური, იურიდიული მიმართულების ანალიტიკა;
  • ციცი არის PMI-ACP, Technical interviewer, Resource Manager და მენტორი.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.

iOS Development with Swift

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

მარკეტინგის მენეჯმენტი

მარკეტინგის კურსის მიზანია სტუდენტებს მიაწოდოს საფუძვლიანი და პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა მარკეტინგის სფეროს შესახებ. სწორედ ამიტომ, კურსის თითოეული თემა ასახავს და მოიცავს მარკეტინგის შემადგენელ კომპონენტებს, რათა სტუდენტმა მიიღოს და დააგროვოს არა მხოლოდ თეორიული ცოდნა არამედ განივითაროს პრაქტიკული უნარებიც, რაც თანამედროვე ბიზნეს გარემოში მარკეტინგის სპეციალისტს ეფექტურსა და მაღალკონკურენტუნარიანს გახდის. კურსის საშუალებით სტუდენტები შეისწავლიან თუ როგორ უნდა დაგეგმონ, განახორციელონ და შეაფასონ მარკეტინგული კამპანიები.

ყველა კურსი