Motion Design - After Effects

ღირებულება 990 ₾ 870 ₾

განვადებით თვეში 27 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

Motion Design - After Effects კურსის შესახებ

Motion Design - After Effects-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას. 

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • ანიმაციის ძირითადი პრინციპები;
  • ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკა;
  • განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობა და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირება;
  • 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება;
  • დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციაში, კომპანიაში ან სარეკლამო სააგენტოში და შექმნან ეფექტური და თანამედროვე ანიმაციური ვიდეო რგოლები.

სასწავლო კურსის მოთხოვნები: 

  • ინგლისურის საბაზისო ცოდნა;
  • კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება;
  • დაკვირვებულობა, კონცენტრირებულობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

მარიამი

ბატონი ლევანი არის თავის საქმის პროფესიონალი  და ძალიან ბევრი რამ გვასწავლა, მოგვცა რჩევები, რომლებიც ძალიან პროფესიულ საქმიანობაში გამოგვადგება. კურსი ყველანაირად გამართული იყო ტექნიკური და შინნნაარსობრივი თვალსაზრისით. ძალიან საინტერესო იყო. 

მეგი უგრეხელიძე

ლექტორი ძალიან მეგობრული და ყურადღებიანია.  ყველა კითხვაზე ამომწურავად პასუხობდა და ტექნიკურ საკითხებშიც გვეხმარებოდა. 

ნიკა ლაბაძე

ძალიან მომეწონა და გამომადგა ამ კურსში არსებული ინფორმაცია. ლექტორი ძალიან კარგად და გასაგებად ხსნიდა მასალას და ასევე მომეწონა რომ მასალა, რომელიც ვისწავლე კარგად დალაგებული იყო, რის გამოც ადვილი იყო დეტალების და ყველა საჭირო ინფრმაციის მიღება. 

ანონიმური შეფასება

ვისაც მოუშენ დიზაინი გაინტერესებთ, არაჩვეულებრივი შანსი გაქვთ ამ საქმის დიდოსტატთან ისწავლოთ ეს ყველაფერი.

მარეხი ცალანი

 ლაშა პროფესიონალია როგორც საკუთარი საქმის ასევე სტუდენტებთან ურთიერთობის, მათ საჭიროებებზე მორგების და სწორი და საჭირო უკუკავშირით დახმარებისა. 

მათე ბერძული

 იმის მიუხედავად რომ ამ ლექტორამდე არაერთი მასწავლებელი მყოლია მინდა ვაღიარო, რომ ლაშა საკმაოდ დამეხმარა ცოდნის გაღრმავებაში. დამანახა ჩემი შეცდომები და ამ შეცდომების გამოსწორების გზები, რაც როგორც უკვე აღვნიშნე, დამეხმარა კიდევ ერთხელ ჩემი უნარების განვითარებაში.


სხვა კურსები

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაცია

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაციის კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ AI ასისტენტების, აგენტებისა და No-Code ავტომატიზაციების პრაქტიკულ გამოყენებას, რათა შეძლონ რეალური სამუშაო და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

ყველა კურსი