როგორ შევქმნათ 3D ვიზუალი Blender-ში • უფასო მასტერკლასი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

✨ სმარტ აკადემია 6 სექტემბერს, 20:00 საათზე, გიწვევს უფასო მასტერკლასზე - "როგორ შევქმნათ 3D ვიზუალი BLENDER-ში"

📌 ლექტორი გელა პატარაია მიმოიხილავს, თუ რა არის Blender, რა ტიპის სამგანზომილებიანი ვიზუალების გაცოცხლებაა შესაძლებელი მისი გამოყენებით და რატომ არის ასეთი პოპულარული რედაქტორი 3D მოდელების შესაქმნელად

📌 თეორიული ნაწილის შემდეგ, გელა პატარაია გვაჩვენებს Blender-ის ჯადოქრობებს და ნულიდან შექმნის სამგანზომილებიან ვიზუალს, ასე რომ, თუ 3D გრაფიკა გაინტერესებს, ძალიან საინტერესო სანახაობა გელოდება

✨ ვინ არის გელა პატარაია?

✨ გელა პატარია არის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, საძიებო სისტემების ფრილანსერი, ანალიტიკოსი და თარჯიმანი (მათ შორის ტექნიკური თარჯიმანი)

✨ გელას აქვს სასწავლო პროცესის ადმინისტრატორად, სამეცნიერო ჟურნალის ტექნიკურ რედაქტორად, უმცროს პროგრამისტად და ტექნიკურ ასისტენტად მუშაობის გამოცდილება.

✨ მის ინტერესს წარმოადგენს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, ვებ პროგრამირება, არქიტექტურული ვიზუალიზაცია და ა.შ.

✨ გელას ჰობია სამეცნიერო ფანტასტიკა, კრეატიული კომპოზიცია, ექსპერიმენტაცია, დაკვირვება, კონცეპტუალური აზროვნება, ტექნოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია, პოეზია, კითხვა, წერა, 3D, VR, თამაშის პროტოტიპინგი, მსახიობობა, სიმღერა, გიტარაზე დაკვრა, ველოსიპედი და ასე შემდეგ...

📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს.

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

გრაფიკული დიზაინის კურსი

გრაფიკული დიზაინის კურსის მიზანია ამ სფეროში მომუშავე და დამწყებ დიზაინერებს ასწავლოს დიზაინის გამართულად აწყობის ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა. ფუნდამენტური პრინციპები, კომპოზიციის, ტექსტთან და ფერებთან სწორად მუშაობის კულტურა.

ყველა კურსი