როგორ (და რატომ) გავხდე კონტენტ მენეჯერი

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 20 აგვისტოს, 20:00 საათზე, გიწვევთ უფასო ლექციაზე: ,,როგორ (და რატომ) გავხდე კონტენტ მენეჯერი" 


✨ ლექციას ჩაატარებს მარი ჯგუშია, Silk-ის Content Lead, რომელსაც ამ მიმართულებით მუშაობის მრავალფეროვანი გამოცდილება აქვს


კონტენტ მენეჯმენტის კურსის მიზანია მოამზადოს კონტენტ მენეჯერების მომავალი თაობა, რათა მათ შეძლონ მოცემული როლისათვის განკუთვნილ ნებისმიერ სამუშაოსთან გამკლავება, ეფექტურად დაგეგმონ და აღასრულონ სხვადასხვა სახის კონტენტ სტრატეგია და დიდ კამპანიებთან შესაჭიდებლად წარმატებით ეთანამშრომლონ მარკეტინგის გუნდის სხვა წევრებს, როგორიცაა დიზაინერი, ედვერთაიზერი, სოცმედია მენეჯერი და სხვა.

ლექტორის შესახებ

  • მარიამ ჯგუშია არის კონტენტ მენეჯერი / ციფრული მარკეტერი 8+ წლიანი გამოცდილებით სფეროში;
  • ამჟამად ხელმძღვანელობს ახალი ციფრული საბანკო სერვისის, Silk-ის კონტენტ სტრატეგიას;
  • წარსულში ამავე პოზიციაზე უმუშავია ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: adjarabet, Formula Creative, Rustavi 2, On.ge;
  • აქვს კონტენტ და ციფრული დეპარტამენტების მართვის გამოცდილებაც სხვადასხვა კრეატიულ სააგენტოსა თუ მედიაში, მათ შორის Formula;
  • სააგენტოებში მუშაობის მანძილზე, როგორც კონტენტ ლიდი, ხელმძღვანელობდა ისეთი ბრენდების კამპანიებს, როგორიცაა: Rompetrol, Redbull, Natakhtari, Re|Bank, HeidelbergCement, PepsiCo და სხვა;
  • კონტენტის მართვის პარალელურად, მარიამი ციფრულ სფეროსა და ქოფირაითინგთან დაკავშირებით პერიოდულად კონსულტაციას უწევს სხვადასხვა ბრენდსა და პროექტს, როგორებიცაა ფაქტების გადამმოწმებელი პლატფორმა FactCheck.ge;  ასევე კონსულტაციას უწევს პოპულარულ ქართულ სერიალს - “ცვალებადი ნიშნები” - Gen Z თაობის დამახასიათებელი Tone of Voice-ის მორგებაში; 
  • ნათარგმნი აქვს სხვადასხვა ინგლისურენოვანი სტატია თუ ლიტერატურული ნაშრომი, მათ შორის რომანი “მალტის შევარდენი” და სტატიები Indigo-ს ჟურნალისთვის - “პროტესტი და წინააღმდეგობა საქართველოში”.

დარეგისტრირდი ონლაინ შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული



კონსულტაციისთვის დამიკავშირდი

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

ყველა კურსი