რატომ უნდა იცოდე ფინანსების მენეჯმენტი თუ მართავ კომპანიას ან პროექტს

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 იცოდი, რომ ფინანსების მართვა უმაღლესი განათლების მიღების გარეშეც შეგიძლია?

✨ თუ ეს თემა შენთვის საინტერესოა, სმარტ აკადემია 20 აპრილს გიწვევს უფასო ლექციაზე ,,რატომ უნდა იცოდე ფინანსების მენეჯმენტი, თუ მართავ კომპანიას ან პროექტს''

📌 დავით ხაჩიძე მოგვიყვება, რატომ არის აუცილებელი, კომპანიის მმართველი რგოლის წარმომადგენელს ჰქონდეს ფინანსების მენეჯმენტის საბაზისო უნარები და როგორ უნდა მოახერხოს მან შესაბამისი ცოდნის დაუფლება

📌 ფინანსების მართვა მოიცავს ხარჯების სწორად დაგეგმვას, პრობლემების დროულ იდენტიფიკაციას, ანალიზს და ა.შ. ლექციაზე იმ ყველა საჭირო ასპექტს მიმოვიხილავთ, რისი ცოდნაც კომპანიისა თუ პროექტის მენეჯერებს სჭირდებათ

?‍♂️ ვინ არის დავით ხაჩიძე?

დავით ხაჩიძეს აქვს ქართული და უცხოური კომპანიების მართვის მდიდარი გამოცდილება და ამჟამად არის კომპანია ,,ციტადელის'' ბიზნესის განვითარების დირექტორი

? ცოტა ხნის წინ იკავებდა ქართული სამშენებლო კომპანიის CMD-Fortex-ის ფინანსური და ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციას

📌 ის ასევე ილიას სახ. უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია, სადაც სამაგისტრო კურსზე ფინანსური მენეჯმენტის ლექციებს კითხულობს

📌 2019-2020 წლებში მუშაობდა ავსტრიაში, ნავთობ-პროდუქტების საერთაშორისო სავაჭრო ჰოლდინგში - United Energy Commodities GmbH გლობალური ფინანსური დირექტორის პოზიციაზე

📌 2016-2018 წლებში იყო ქართულ-გერმანული სამედიცინო ცენტრის, ,,მრჩეველი - ლიმბახის'' დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი

📌 2013-2016 წლებში იყო საიუველირო კომპანია ზარაფხანას გენერალური დირექტორი

📌 დარეგისტრირდი შეხვედრაზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

ციფრული მხატვრობა და კონცეპტ არტი

კურსის მიზანია სტუდენტმა გამოიმუშაოს ფუნდამენტური უნარები კონცეპტის დიზაინის შესაქმნელად. გაეცნოს თანამედროვე ტენდენციებს და მიმდინარეობებს კონცეპტ არტის სამყაროში.

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი: სრული ციკლი გამოთვლებიდან რეპორტებამდე

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას.

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

ყველა კურსი