რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა
-
- ლექტორი ლიკა კოვზირიძე, სოფიო კაჭარავა
-
- შეხვედრები
-
ფიზიკურად+ონლაინ
1.5 თვე, 13 შეხვედრა - 26 სალექციო + 40 პრაქტიკის სთ
-
- დაწყების თარიღი
- 1 სექტემბერი
-
სამშაბათი 20:00 - 22:00
ხუთშაბათი 20:00 - 22:00
ღირებულება 1500 ₾ 1300 ₾
განვადებით თვეში 41 ₾-დან
კურსის შეხვედრები
კურსი მოიცავს 20 სალექციო და 40 პრაქტიკულ საათს.კურსის მიზანი
კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.
კურსი გთავაზობთ ინოვაციურ მიდგომას, რაც გულისხმობს თქვენს ჩართულობას რეალურ სამუშაო პროცესში პროფესიონალი მენტორების მხარდაჭერით. ეს მოდელი მოგცემთ შესაძლებლობას განავითაროთ რეკრუტერისთვის ყველა საჭირო უნარი და გამოიყენოთ ისინი პრაქტიკაში.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ
- სამუშაოს ანალიზის პროცესი და ორგანიზაციული საჭიროებების იდენტიფიცირება;
- სამუშაოს შეფასება და სამუშაოს აღწერილობა;
- რეკრუტინგის საუკეთესო პრაქტიკები, პლატფორმები, არხები და შრომითი ბაზრის ანალიზი;
- კანდიდატთა ბაზის წარმოება და ადამიანური კაპიტალის ნაწილში ბიზნეს უწყვეტობის პროგრამების შემუშავება;
- გასაუბრებისა და შეფასების მეთოდები;
- რეკრუტინგის პროცესის ეფექტურობის გაზომვა;
- ATS-ში (Applicant Tracking Systems) მუშაობა და კანდიდატთა გამოცდილებაზე ზრუნვა, კანდიდატთა ბაზების წარმოება;
- მომავლის პროფესიების რეკრუტინგი, გადმობირების სტრატეგიები და პრაქტიკები.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
პრაქტიკული კურსის მონაწილეს პრაქტიკის დავალებების შესასრულებლად და პრაქტიკის სხვა აქტივობებისთვის უნდა შეეძლოს დაახლოებით 10 საათის დათმობა თითოეულ კვირაში, 1 თვის განმავლობაში.