HR მენეჯმენტი პრაქტიკაში

ღირებულება 2600 ₾ 2400 ₾

განვადებით თვეში 75 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კურსის შეხვედრები:

HR მენეჯმენტი პრაქტიკაში - კურსი მოიცავს 54 სალექციო და 63 პრაქტიკულ საათს. ჯამში 3.5 თვის ხანგრძლივობას.

HR მენეჯმენტის კურსის მიზანი:

HR მენეჯმენტის კურსის მიზანია სტუდენტები გაეცნონ ადამიანური კაპიტალის მართვის ძირითად პრინციპებს, მიზნებსა და ადმინისტრაციულ პროცესებს და შესძლონ მათი პრაქტიკაში გამოყენება უნიკალური დავალებებისა და სიმულაციების შედეგად. 

სტუდენტს შეეძლება ორგანიზაციაში შეფასების, სწავლებისა და განვითარების სტრატეგიების შექმნა, ანალიტიკა და მონაცემების შედეგად ორგანიზაციული  პროცესების, პროცედურებისა და პოლიტიკების შემუშავება. 

HR მენეჯმენტის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ:

  • სამუშაო ანალიზის პროცესი და ორგანიზაციული საჭიროებების იდენტიფიცირება
  • სამუშაოს შეფასება და სამუშაოს აღწერილობა
  • საუკეთესო რეკრუტინგის პრაქტიკები, პლათფორმები, არხები და შრომითი ბაზრის ანალიზი
  • ადამიანური კაპიტალის ნაწილში ბიზნეს უწყვეტობის პროგრამების შემუშავება
  • გასაუბრებისა და შეფასების მეთოდები
  • რეკტუტინგის პროცესის ეფექტურობის გაზომვა
  • ATS-ში (Applicant tracking systems) მუშაობა და კანდიდატთა გამოცდილებაზე ზრუნვა, კანდიდატთა ბაზების წარმოება
  • მომავლის პროფესიების რეკრუტინგი და გადმობირების სტრატეგიები და პრაქტიკები
  • სახელფასო და დასაქმებულთა სარგებლის პოლიტიკის შემუშავება ლოკალური და გლობალური შრომითი ბაზრების შესაბამისად და მისი ადმინისტრირება
  • ორგანიზაციული პოლიტიკების, პოროცედურების, პროგრამებისა და სხვა აქტივობების შემუშავება
  • EVP (Employee Value Proposition) პოლიტიკების შექმნას
  • ორგანიზაციციული ცვლილებები, კომუნიკაციის სტრატეგია და სამართლებრივი ასპექტები
  • HR საინფორმაციო ტექნოლოგიების (HRIS) გამოყენება და შიდასაკომუნიკაციო პლათფორმების დანერგვა 
  • თანამშრომლეთა ორიენტაციის (onboarding) პოლიტიკების შექმნა
  • თანამშრომლობის ციკლი
  • ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა და ფორმირება
  • თანამედროვები Agile გუნდების სტრუქტურა
  • HR დოკუმენტები და კანონთან შესაბამისობა
  • SWOT და PEST ანალიზის ჩატარება
  • შესრულებული სამუშაოს ეფექტური მართვის პოლიტიკები  - SMART. KPI, MBO, OKRs
  • LMS (Learning management system) შექმნა ორგანიზაციაში, ტრენინგებისა და განვითარების პროგრამების შექმნა
  • ორგანიზაციული კვლევების ჩატარება eNPS-სა (Employer Net Promoter Score) და 360°-იანი შეფასების მეთოდები
  • ბიზნეს პროცესების მეფინგი
  • ადამიანების ანალიტიკა და მონაცემებზე დაფუძნებული მენეჯმენტის ფორმირება (გადინების მაჩვენებელი, დაქირავების მაჩვენებელი, ტრენინგებში დახარჯული თანხის თანაფარდობა შედეგებთან და ა.შ.)


რეგისტრაცია ➜

შეფასებები

მარიამ არაბული

 რა თქმა უნდა მომწონს და ძალიან დადებითად ვარ განწყობილი. ვფიქრობ ძალიან სწორ ადგილას მოვედი და სწორი არჩევანი გავაკეთე, იმისთვის რომ თქვენთან მიღებული თეორია და პრაქტიკა ჩემს სამუშაო პროცესში გამოვიყენო .თქვენი წყალობით კიდევ უფრო  ნათელი გახდა ჩემთვის ეიჩარის როლი კომპანიაში.

ანონიმური შეფასება

კურსი იყო კარგად სტრუქტურირებული და მოიცავდა HR მენეჯმენტის ძირითად და მნიშვნელოვან მიმართულებებს - რეკრუტინგის ეტაპებს. განსაკუთრებით პოზიტიური იყო თეორიისა და პრაქტიკის ბალანსი, რადგან ქეისებზე მუშაობა დამეხმარება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანაში. სასწავლო მასალები ხელმისაწვდომი და სტრუქტურირებული ფორმით გვქონდა წარმოდგენილი. ტრენერის მხრიდან კომუნიკაცია იყო დროული და გასაგები. ონლაინ პლატფორმა ფუნქციონირებდა შეფერხების გარეშე და ლექციების ჩანაწერები ხელმისაწვდომი იყო. ლექტორი მასალას ხსნიდა გასაგებ და მარტივ ენაზე. მისი ტემბრი და გადმოცემის სტილი იყო სასიამოვნო, რაც სწავლების პროცესს უფრო ეფექტურს ხდიდა. ასევე, მაგალითებზე დაფუძნებული ახსნა ხელს უწყობდა ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებას და პრაქტიკულ გააზრებას.  ასევე, ლექტორის მხრიდან იგრძნობოდა უშუალობა და სითბო, რაც კომუნიკაციას ამარტივებდა და ქმნიდა კომფორტულ სასწავლო გარემოს

ნინი მარგალიტაძე

ძალიან მიყვარს ადამიანები, მათზე ზრუნვა და მათი დახმარება. სწორედ, ამიტომაც ავირჩიე ეს პროფესია, რათა ჩემი თვისებები პროფესიაშიც გამომეყენებინა.  სრულად

სესილი სართანია

ლექტორები გამოირჩევიან უჩვეულო პროფესიონალიზმით, მათი საქმისადმი დამოკიდებულება და ამ საქმის სიყვარული სტუდენტებისთვის მოტივაციაა. გარდა ამისა, მათი მეგობრული დამოკიდებულება დადებითად მოქმედებდა სწავლის პროცესზე და არ იგრძნობოდა, რომ ფორმალურ სასწავლო სივრცეში ვიმყოფებოდი. სრულად

ანა ლოლაძე

ლექტორები ყოველთვის მზად იყვნენ დაგვხმარებოდნენ და თუ საჭირო იყო დამატებით ლექციასაც ატარებდნენ ნებისმიერ საკითხზე და ერგებოდნენ ჩვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს.

რუსუდან კვარაცხელია

 ვფიქრობ კურსის შინაარსობლივი ნაწილი კარგად არის გაწერილი და სილაბუსს ზუსტად მიყვება, საინტერესოა და ყველა თემას ფარავს. ლექტორებისგან ჩართულობა იგრძნობოდა კურსის ფარგლებში. ვფიქრობ, პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ყოველ ლექციას და კითხვების შემთხვევაში, გვეხმარებოდნენ პასუხები მიგვეღო. კურსის ფარგლებში გვიზიარებდნენ გამოცდილებას და გვაძლევდნენ რჩევებს. ლექციებზე იგრძნობოდა კეთილგანწობა და მეგობრული გარემო

ლალიკო ვაჩიბერიძე

კურსმა დამანახა, როგორია HR მენეჯერის როლი კომპანიაში. ყოველი ლექციის შემდეგ მუდმივად იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ გამომეყენებინა მიღებული ცოდნა ამჟამინდელ სამსახურში.  სრულად

ქეთევან ბოლქვაძე

ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ამ პროფესიის სწავლა ისეთი ადამიანებისგან, როგორი ლექტორებიც და მოწვეული სტუმრებიც ამ კურსის განმავლობაში გვყავდა. მადლობა თქვენ იმ გამოცდილებისთვის, რაც ამ კურსმა მომიტანა.

გვანცა ამირხანასვილი

 კურსი კარგად იყო ორგანიზებული,ყველაფერი ხელმისაწვდომი და მარტივად გასაგები.შინაარობრივად იყო პრაქტიკულზე ორიენტირებილი და რეალური მაგალითებით გამდიდრებული,რაც ძალიან დამეხმარა ყველაფერში. ლექტორი თავის გამოცდილებას გასაგებად და ეფექტურად გვიზარებდა. სწავლის პროცესიც ძალიან საინტერესოდ მიყავდა.მისგან ბევრი კარგი რჩევა მივიღე, რაც აუცილებლად გამომადგება მომავალში.

ქეთევან ბოლქვაძე

ჩემს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა. მომწონს რამდენად გასაგებად და დაწვრილებით გვიხსნიან ყველაფერს. მომწონს ის ფაქტი რომ ყველა კითხვაზე დეტალურად გვპასუხობენ და არ გვაგრძნობინებენ რამდენად მარტივ კითხვას ვსვამთ.

მარიამ არაბული

კურსის სილაბუსით თავიდანვე მოვიხიბლე. თითოეული ლექცია თანაბრად მნიშვნელოვანი და საინტერესო იყო. HR მიმართულების გარდა, ასევე გვქონდა შესაძლებლობა გვესწავლა საბაზისო ექსელი და მონაცემთა ბაზებთან მუშაობა. სრულად

მარიამ სანებლიძე

კურსს ძალიან გამოცდილი ლექტორები უძღვებოდნენ, რომლებიც გამოირჩეოდნენ პროფესიონალიზმით, ყურადღებითა და კრეატიულობით. სრულად

ხატია თამარაშვილი

ჩემთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არის ის, რომ ლექტორებთან ურთიერთობისას ვერ ვგრძნობდი ბარიერს. სულ მქონდა განცდა, რომ ისინი სტუდენტების ნაწილი იყვნენ, მიუხედავად მათი ცოდნისა და გამოცდილებისა. სრულად

მარიამ მიქელაძე

მოლოდინები, რაც HR მენეჯმენტისა და რეკრუტინგის პრაქტიკის კურსისგან მქონდა, 100%-ით გამართლდა. სწავლის პროცესშივე მივხვდი, რომ ეს იყო ის, რისი კეთებაც მომავალში მინდოდა. სრულად

ელენე ბერაია

ყოველი ლექცია იყო სიახლით სავსე. კურსზე ბევრი რამ შევისწავლე და გავიცანი მიზანდასახული და მოტივირებული ადამიანები. სრულად

ინთიკამ ზეინალოვი

კურსის დასრულების შემდეგ უფრო და უფრო ჩავერთე მართვის (მენეჯმენტის) მიმართულებით. მივიღე ცოდნა და გავეცანი ინსტრუმენტებს, რომლებიც რეალურად გამოვიყენე ჩემს ყოველდღიურ სამუშაოში. უკვე ვმონაწილეობ მენეჯმენტის მიმართულებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცოდნის გამოყენება ჩემი მომავალი პროფესიული განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია.  სრულად

შერმადინი რაზმაძე

 სასწავლო პროცესის განმავლობაში, თეორიული მასალა სრულყოფილად იყო მოწოდებული შესაბამისი თემის ირგვლივ რაც საინტერესოდ იყო გადმოცემული ლექციის მსველელობისას.

მეგი ცინცქილაძე

ახლა უკვე დამოუკიდებლად ვმართავ HR პროცესებს კომპანიაში, რომელსაც ჰყავს 250-ზე მეტი თანამშრომელი. ვხვდები, რომ ეს არის ის სფერო, რომელსაც შევნატროდი.  სრულად

გურანდა გოროზია

ლექტორები ძალიან დიდი გამოცდილებისა და კომპეტენციის მქონენი არიან ამ სფეროში. ასე რომ, თითოეული მათგანის ლექცია იყო ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი. სრულად

დიანა კაპანაძე

კურსის მსვლელობის დროს დავსაქმდი HR მიმართულებით, შემიძლია ვთქვა რომ ლექციებზე მიღებულმა ცოდნამ გამიმარტივა ახალ საკითხებში გარკვევა და მეტად თავდაჯერებული გამხადა.

ანონიმური შეფასება

კურსი ცოდნის მომცემია, განსაკუთრებით პრაქტიკული ნაწილი, კმაყოფილი ვარ ლექტორებით და დიდ წარმატებას ვუსურვებ გუნდს. სასიამოვნო იყო ლექტორებთან ურთიერთობა, ყოველთვის ცდილობდნენ საინტერესოდ წარემართათ ლექციები.

ვერიკო რამაზაშვილი

სმარტ აკადემიაში შესვლისთანავე გრჩება შეგრძნება, რომ ზუსტად ის ადგილია, რასაც ეძებდი, სადაც გულწრფელად გეხმარებიან მიიღო ცოდნა და არიან შედეგზე ორიენტირებულები. სრულად

ანონიმური შეფასება

 კურსმა არსებითად გააღრმავა ჩემი ცოდნა ადამიანური რესურსების მართვის პრინციპებისა და რეკრუტინგის სტრატეგიების შესახებ. კურსმა არა მხოლოდ თეორიული ბაზა გამიმყარა, არამედ პრაქტიკული უნარებიც გამიმუშვა – განსაკუთრებით აღვნიშნავ რეალურ ქეისებზე მუშაობას და მიმდინარე შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებულ მიდგომებს. ტექნიკური მხარეც გამართული და მაქსიმალურად მოსწალის კომფორტზე იყო ორიენტირებული. 

მარიამ მინდიაშვილი

კურსის ფარგლებში დავეუფლე HR მენეჯმენტის ყველა შესაძლო მიმართულებას. მივიღე როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა. სრულად

თეკლა ნადირაძე

კურსის განმავლობაში მქონდა სხვადასხვა ლექტორთან კომუნიკაცია, მინდა აღვნიშნო, რომ თითოეული მათგანი გამოირჩეოდა კომუნიკაციით, თუმცა არცერთი მათგანი არ ჰგავდა ერთმანეთს. სრულად

ანონიმური შეფასება

 სალექციო მასალა ორიენტირებულია იმ ძირითადი უნარის შეძენაზე, რაც არსებულ პროფესიაში მნიშვნელოვნად პრიორიტეტულია. სასწავლო პროცესი გამართულია.

დარეჯან ახალაძე

სამი უზომოდ საინტერესო და დატვირთული თვე გავიარე ამ გუნდთან ერთად, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე ძალიან სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომ ავირჩიე სმარტ აკადემია. სრულად

ანონიმური შეფასება

 დიდწილად ლექტორმა განაპირობა ჩემთვის ამ კურსის მასალის წარმატებით გაგება და აღქმა.

სესილი სართანია

 ჩემთვის ეს კურსი საკმაოდ საინტერესო და მრავლისმომცემია, სადაც ვრცლად გასაგებად და მარტივად აქვთ ლექტორებს გადმოცემული მთავარი სათქმელი, ამას თან ემატება მათი პირადი გამოცდილება და ქეისები, რისი განხილვის შედეგად უფრო გასაგები ხდება თეორიული ნაწილი.  გარდა ამისა, მომწონს ლექტორების მეგობრული დამოკიდებულება, რაც გარემოს უფრო კომფორტულს და საინტერესოს ხდის. 

ანონიმური შეფასება

 შინაარსობრივად კურსი ჩემთვის საინტერესო და პრაქტიკაზე ორიენტირებული იყო. განსაკუთრებით მომწონდა ის, რომ თეორიულ ნაწილთან ერთად რეალური მაგალითები და ქეისები განიხილებოდა, როგორც HR მენეჯმენტში, ისე რეკრუტინგის პროცესში. კურსი დამეხმარა უკეთ გამეგო კანდიდატებთან კომუნიკაციის ეტაპები, შერჩევის კრიტერიუმები, ინტერვიუს სტრუქტურირება და onboarding-ის მნიშვნელობა. მომეწონა ასევე ლექტორების ჩართულობა და ის, რომ კითხვებზე დეტალურად გვპასუხობდნენ.ტექნიკური თვალსაზრისით კურსი კომფორტულად იყო ორგანიზებული


სხვა კურსები

IT პროექტების მართვა და AGILE გუნდის ფასილიტაცია

IT პროექტების მართვისა და Agile გუნდის ფასილიტაციის კურსის მიზანია დამწყებ ან მოქმედ IT პროექტების მენეჯერებს, პროექტების მართვით დაინტერესებულ პირებს გააცნოს IT პროექტების მართვის სპეციფიკა, ტექნიკები და გამოყენების შესაძლებლობები და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ხელმძღვანელობენ და მხარს უჭერენ სხვებს გადაწყვეტილებების მიღებაში და მართავენ შეხვედრებს (მათ შორის, გუნდის ლიდერებს, ხელმძღვანელებს, Scrum Master-ებს, დამწყებ თუ Agile Coach-ებსა და პროექტის მენეჯერებს) დაეხმაროს ფასილიტატორის აზროვნების, ცოდნისა და უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

ყველა კურსი