საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსი
-
- ლექტორი გელა პატარაია
-
- შეხვედრები
-
Online
2 თვე, 17 შეხვედრა - 34 სთ
-
- დაწყების თარიღი
- 6 ოქტომბერი
-
სამშაბათი 20:00 - 22:00 სთ
პარასკევი 20:00 - 22:00 სთ
ღირებულება 690 ₾
განვადებით თვეში
22 ₾-დანკომპიუტერული უნარებისა და საოფისე პროგრამების საფუძვლების კურსის მიზანია სტუდენტს ასწავლოს საინფორმაციო ტექნოლოგიების საფუძვლები საფოსტო, საოფისე და ღრუბლოვან სერვისებში მაიკროსოფტის საოფისე პაკეტის პროგრამების გამოყენებით - კერძოდ: Word, PowerPoint და Excel. ასევე, სტუდენტს შესძინოს მონაცემთა მენეჯმენტის, მანიპულაციისა და დამუშავების უნარები სხვადასხვა სცენარებში.
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
- საფოსტო სერვისების მართებული გამოყენება;
- Microsoft-ის საოფისე პროგრამების Word, PowerPoint, Excel-თან კომფორტულად მუშაობა;
- ღრუბლოვანი საოფისე სერვისების მართებული გამოყენება;
- მაიკროსოფტის საოფისე დოკუმენტებში მონაცემების (ინფორმაციის) შექმნა / შენახვა / რედაქტირება / მენეჯმენტი;
- როგორ იმუშავონ პროექტზე სხვადასხვა დოკუმენტებთან, ილუსტრაციებთან;
- პრეზენტაციის მომზადება და ექსპორტი;
- როგორ შექმნან აკადემიური ან კერძო პარამეტრების მქონე დოკუმენტი.
სასწავლო კურსის მოთხოვნები:
- სასურველია ინგლისურის ცოდნა მინიმუმ A2 დონეზე;
- კომპიუტერთან მუშაობის ზოგადი გამოცდილება;
- აუცილებელია Microsoft Office 2019 ან 2021 Word, Powerpoint, Excel;