კრეატიული პროექტების მართვის კურსი

ღირებულება 950 ₾ 830 ₾

განვადებით თვეში 26 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე. 

რას ვისწავლი?

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • კრეატიული პროექტის სწორი დაგეგმვა და მართვა - პროექტის ყველა ეტაპის (ბრიფი, სტრატეგია, კონცეფცია, ბიუჯეტირება, თაიმლაინი, მედია არხები) სტრუქტურირებული მართვა;
  • დავალებების საფუძველზე ზუსტი ბრიფის შექმნა და პრეზენტირება;
  • კრეატიული კამპანიების დაგეგმვა და ბიუჯეტირება - 360° კამპანიების არქიტექტურა, მედიის შერჩევა და რესურსების ოპტიმალური განაწილება.
  • გაიგებენ, როგორ მუშაობს რეკლამა გლობალურად და ლოკალურად და შეძლებენ იმუშაონ განსხვავებული მასშტაბის კამპანიებზე ეფექტურად;
  • ისწავლიან Big Idea-ს და ინსაითის მოძიებას და შეძლებენ კრეატიული იდეების გენერირებას რეალურ ბრიფებზე დაყრდნობით;
  • შეისწავლიან სარეკლამო პროექტების ტიპებს (სტრატეგია, ბრენდინგი, კონტენტი, ვიდეოფროდაქშენი) და შეძლებენ შეარჩიონ შესაბამისი მიდგომა კონკრეტული ამოცანისთვის;
  • დაეუფლებიან ბიუჯეტის, თაიმლაინისა და KPI-ების დაგეგმვას და შეძლებენ სარეკლამო პროექტების ეფექტიანად მართვას;
  • გაეცნობიან გუნდის მართვის და შიდა კოორდინაციის პროცესებს და შეძლებენ ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველყოფას როგორც გუნდთან, ისე კლიენტთან;
  • გაიგებენ მედიის როლს და არხების სპეციფიკას (TV, Digital, Radio, OOH) და შეძლებენ მედიაგეგმარებისა და ბიუჯეტირების განხორციელებას პროექტის მიზნებზე მორგებით;
  • მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას რეალური ამოცანების შესრულებით და შეძლებენ დამოუკიდებლად წარმოადგინონ სრული 360° სარეკლამო კამპანია პრეზენტაციის სახით;
  • განივითარებენ კრეატიულ, ანალიტიკურ, მენეჯერულ და პრეზენტაციულ უნარებს, რომლებიც აუცილებელია სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში პროფესიული საქმიანობისთვის.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • სამუშაო ენებია ქართული და ნაწილობრივ ინგლისური (რეკლამების მაგალითების განხილვისას).

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

მარიამ სირაძე

ეკა და ზიზი არიან უსაყვარლესი ლექტორები. მათი ცოდნისა და გამოცდილების მოსმენა ძალიან საინტერესო იყო. განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ რეალურ პროექტებზე დაფუძნებულ ქეისებს განვიხილავდით. აკადემიას რაც შეეხება, სტრუქტურა ძალიან გამართული და სწორად აგებულია. მაქსიმალურად მორგებული სტუდენტის კომფორტზე.

ანა ქასრაშვილი

საოცრად შედგენილი სილაბუსი და დღეების მიხედვით ზუსტად გაწერილი პროგრამა. <3

ანონიმური შეფასება

საოცარი ენერგია მოდის ეკასგან ძალიან შემიყვარდა მიუხედავად იმისა, რომ სულ ცოტა ხანია ვიცნობ, კურსის გარეთაც ჩემს ულევ კითხვას დაუზარებლად  სცემდა პასუხს. 

გვანცა ჩუბინიძე

საერთო ჯამში, კურსი მიჰყვებოდა წინასწარ მოცემულ სილაბუსს და ყველა საკითხს სათანადოდ ფარავდა. შინაარსობრივი მხარეც შესაბამისია ამ სფეროში არსებულ მოთხოვნებთან. ორივე ლექტორი თავისი საქმის პროფესიონალია. ეკატერინეს მიერ გაზიარებული ცოდნა და გამოცდილება ბევრი საკითხის უკეთესად აღქმაში დამეხმარა, ზიზისგანაც უამრავი ახალი, სასარგებო და ღირებული ინფორმაცია მივიღეთ. მის მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ ძალიან კარგად დამანახა კრეატიული პროექტების მენეჯმენტის სრული პროცესი.

ანონიმური შეფასება

ტექნიკურად ძალიან კარგად იყო მართული კურსი. ოპერატიული ვიდეოების ატვირთვა, ერთ სივრცეში მასალების თავმოყრა. შინაარსობრივად საინტერესო იყო. ლექტორების მხრიდან იყო მუდმივი მხარდაჭერა.

მირა ყიფშიძე

ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც შინაარსობრივი, ისე კურსის ტექნიკური მხარით. ყველა საკითხი, რაც გავიარეთ, იყო ძაააალიან საინტერესო და რაც მთავარია პრაქტიკული. ვიცი, ჩემს პროფესიაში აუცილებლად გამომადგება კურსის დროს ნასწავლი საკითხები და + ჩემს სივის გაამრავალფეროვნებს კურსი.

მარიამ დემეტრაშვილი

კურსის განმავლობაში დავაგროვე თეორიული და პრაქტიკული ცოდნა. ყველა ლექცია თანაბრად საინტერესო და რეალურ გამოცდილებაზე დაფუძნებული იყო, თუმცა გამოვარჩევდი ლექციას ბიუჯეტთან და ბრიფთან დაკავშირებით. სრულად


სხვა კურსები

AI - ხელოვნური ინტელექტის კურსი პრაქტიკაში

AI - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ფუნდამენტური და პრაქტიკული ცოდნა უახლესი გენერატიული AI მოდელების შესახებ. მონაწილეები სიღრმისეულად შეადარებენ ChatGPT, Claude, Gemini-სა და Grok-ს, დაეუფლებიან პრომპტ ინჟინერიის მოწინავე ტექნიკებს და ისწავლიან სამუშაო ამოცანებისთვის საუკეთესო მოდელების შერჩევას.

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით.

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაცია

AI ასისტენტები, აგენტები და NO-CODE ავტომატიზაციის კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ AI ასისტენტების, აგენტებისა და No-Code ავტომატიზაციების პრაქტიკულ გამოყენებას, რათა შეძლონ რეალური სამუშაო და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაცია.

ყველა კურსი