IT ბიზნეს ანალიზის კურსი

ღირებულება 1700 ₾

განვადებით თვეში 53 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კურსი განკუთვნილია IT ბიზნეს ანალიზით დაინტერესებული პირებისთვის. მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.  

სასწავლო კურსის შედეგები

  • რა როლი აქვს ბიზნეს ანალიტიკოს IT პროექტებში, რას და როგორ აკეთებენ ბიზნეს ანალიტიკოსები;
  • რა სამუშაო ფრეიმვორქები არსებობს და როგორ იგეგმება ბიზნეს ანალიტიკოსის აქტივობები თითოეულის ჭრილში;
  • პროექტისთვის საჭირო არტეფაქტების იდენტიფიკაციას და ეფექტური user story - ების წერას;
  • მოთხოვნების სასიცოცხლო ციკლის მართვას, პროდუქტის მოთხოვნის ტიპებს და მათი მოპოვების ტექნიკებს;
  • პროექტში ჩართული მხარეების იდენტიფიკაციას, მათ ანალიზს და მათთან ეფექტურ კოლაბორაციას;
  • პროექტის მართვის პროცესში საჭირო დიაგრამების აგებას და მათ გამოყენებას;
  • პროექტში ბიზნეს ანალიტიკოსის საქმიანობის შეფასებას, ბიზნეს ანალიზის რისკების იდენტიფიცირებას და მათთან გამკლავების გზებს;
  • პროექტის დროს შესაძლო ცვლილებების მართვას და ნეგატიური ეფექტების თავიდან არიდებას.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • მონაწილეს სასურველია ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება;
  • კურსის მონაწილე უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.

ლექტორის შესახებ

  • ციცი აბჟანდაძეს აქვს 7+ წლიანი სამუშაო გამოცდილება IT სფეროში, სხვადასხვა როლის ფარგლებში, მათ შორის: Product Owner, SME, ERP consultant, Business Analyst.;
  • ამჟამად, ციცი მუშაობს Lead Business Analyst-ის პოზიციაზე Epam-ში;
  • IT ბიზნეს ანალიტიკოსად მუშაობის გამოცდილება აქვს შემდეგ დომეინებში: ადამიანური რესურსების მართვის, დროის მენეჯმენტის, ფინანსური, იურიდიული მიმართულების ანალიტიკა;
  • ციცი არის PMI-ACP, Technical interviewer, Resource Manager და მენტორი.

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანონიმური შეფასება

ციცი საკუთარი საქმის მცოდნე და შესანიშნავი ადამიანია. ვთვლი რომ გამიმართლა, ეს კურსი სწორედ მისი მენტორობით რომ გავიარე.

დიანა ოკუჯავა

კურსით და ლექტორით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემთვის სუპერ ეფექტური იყო ყველა ლექცია.

მარიამ ჯანგულაშვილი

 შინაარსობრივად კურსი ძალიან ინფორმაციულია. ციცი ძალიან კვალიფიციური და მცოდნე ლექტორია.

ანონიმური შეფასება

 ლექტორი არის ძალიან კომუნიკაბელური. მონდომებული იყო, რომ მაქსიმალურად გაგვეგო საკითხი, საინტერესო გამოცდილებას აზიარებდა.

სოფია ხაბალაშვილი

კურსი ნამდვილად გამორჩეულია ინფორმაციული სილაბუსითა და საუკეთესო მიდგომებით. ლექტორი უდიდესი მონდომებითა და ძალისხმევით გვიხსნიდა თითოეულ თემას.

ელენე შეყილაძე

 კურსმა მოლოდინს გადააჭარბა, იმაზე ბევრად მეტი ვისწავლე, ვიდრე ამ დროში წარმომედგინა. ლექტორი არის კომპეტენტური თავის საქმიანობაში, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, უშუალო და ობიექტურად აფასებს ნაშრომებს, რათა შემდეგ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა მოგცეს და დროულად აღმოაჩინოს ხარვეზები.

სოფიკო იორამაშვილი

კურსი იყო ხალიან საინტერესო და პროდუქტიული ლექტორის, ციცის დამსახურებით. ძალიან მომეწონა და ვუწევ რეკომენდაციას.

ანონიმური შეფასება

 კურსი ინტენსიური და დატვირთული იყო ინფორმაციულად! ლექტორი ყოველთვის ენერგიული, მოტივირებული და მომზადებული იყო ლექციისთვის. ვუწევ რეკომენდაციას.

ანა პეტროსიანი

 დიდი მადლობა ციცის. ჩემთვის ნამდვილად ძალიან სასარგებლო და საჭირო აღმოჩნდა ეს კურსი. ყოველდღიურად ვიყენებ მიღებულ ცოდნას. ციცი თავისი საქმის მცოდნე, პროფესიონალი ლექტორია. ასევე ძალიან კომფორტული კომუნიკაციაში. შედეგზე ორიენტირებული.

გიორგი ეცადაშვილი

 ლექტორი სრულფასოვნად ხსნიდა მასალას და გვაძლევდა პრობლემური საკითხების ხელახლა გავლის საშუალებას, გარდა ჯგუფისა მქონდა შესაძლებლობა ცალკეულ თემებზე დამატებით მიმეღო განმარტებები და რეკომენდაციები ლექტორისგან.

ანონიმური შეფასება

კურსმა სრულიად გაამართლა მოლოდინები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მივიღეთ სრული ინფორმაცია, რაც კი შეიძლებოდა, რომ მიგვეღო IT ბიზნეს ანალიტიზის შესახებ.

ანონიმური შეფასება

კურსზე ამომწურავ თეორიულ მასალასთან ერთად გავდიოდით პრაქტიკულ მაგალითებს, რომელიც საუკეთესო გამოცდილებას ქმნიდა.

ანა ალფაიძე

კურსმა მაქსიმალურად გამიმართლა მოლოდინი, მომცა ცოდნა ბიზნეს ანალიტიკის პროცესების, Agile-ის პრინციპებისა და სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოს გამოყენების მიმართულებით. განსაკუთრებით დამეხმარა პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობა. სრულად

ანონიმური შეფასება

ციცი უსაყვარლესი მონდომებული და ენთუზიასტი ადამიანია, მისი დამოკიდებულება და მიდგომები გვიმარტივებდა სწავლის პროცესს.

ნინო ჩიქოვანი

კურსმა ჩემს მოლოდინებს ნამდვილად გადააჭარბა, აუცილებლად ვურჩევდი მას ყველა დაინტერესებულ ადამიანს. ციცის ისე საოცრად მიჰყავს პროცესი, რომ შეუძლებელია კმაყოფილი არ დარჩე.

ნინო ჩხიკვაძე

 ციცი უკარგესი და უსაყვარლესი ლექტორია.  პროფესიონალია თავის საქმის, ეტყობა რომ უყვარს თავის საქმე და რასაც აკეთებს, აკეთებს დიდი მონდომებით, მთელი გულით და სიყვარულით.

სალომე ზარხოზაშვილი

 ძალიან კარგად არის შედგენილი კურსისმასალა, გარემოცძალიან სააიამოვნოა. უკვე გავუწიე რეკომენდაცია ციცის კურსს ! გარდა იმისა რომ, ციცი არის თავის საქმის პროფესიონალი და ძალიან გამოცდილი ანალიტიკაში, არის საოცარი ადამიანი, რომელსაცშეუძლიაა 10 ჯერ სხვადასხვა მაგალითით აგიხსნას ერთიდა იგივე! მოკლედ უზომოდ კლმაყოფილი ვარ

მარიამ ლაშხი

  ლექტორს ეტყობა რომ ძალიან მოსწონს ის, რასაც აკეთებს და აკეთებს გულით. მისი გამოცდილებების გაზიარება ძალიან გვეხმარებოდა საკითხის უკეთ გაცნობაში. მადლობის მეტო არაფერი მეთქმის.

ნინი ჭადაშვილი

ძალიან კარგად შედგენილი კურსი იყო. ყოველთვის ყველა დეტალზე გვქონდა ინფორმაცია, რისთვისაც დიდი მადლობა სმარტ აკადემიის ადმინისტრაციას. იდეალურად იყო აწყობილი სილაბუსი და ვრცლად, ამომწურავად იყო მოწოდებული ყველა ტიპის ინფორმაცია.

ანონიმური შეფასება

 საუკეთესო ლექტორი და საუკეთესო კურსი რაც ბოლო წლების მანძილზე გამივლია! სრულიად ამსფეროს არმცოდნეს, ლექტორმა მომცა უზომოდ ბევრი ინფორმაცია თან ისე რომ ყველაფერი ყოფილიყო გასაგები! პრაქტიკული მაგალითებით იყო დატვირთული თითქმის ყველა ლექცია და ყველა კითხვას ყოველთვის ამომწურავად პასუხობდა.

ნინო აბჟანდაძე

 გამართული იყო ტექნუკური მხარე ყველნაირად და შინაარსობრივად ჩემი აზრით ყველაფრის მომცველი, ბევრი ახალი ინფორმაციები მივიღე და ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი თემები დავფარეთ კურსის განმავლობაში. ლექტორი საფუძვლიანად და დეტალურად ხსნიდა ყველა საკითხს. მიუხედავად იმისა რომ საერთოდ არ მქონდა ამ სფეროსთან შეხება, იმდენად გამარტივებული ენით გვიხსნიდა ყველაფერს რომ მარტივი იყო ყველანაირი თემის გაგება.

ანონიმური შეფასება

IT ბინზეს ანალიტიზის ყველაზე კარგად შედგენილი კურსი იყო, რაც კი არსებობს ქართულ ბაზარზე, საუკეთესო ლექტორით. 


სხვა კურსები

UX/UI ქოფირაითინგის კურსი

ისწავლე მომხმარებელზე მორგებული ტექსტების შექმნა კომპანიის ბრენდინგ-სტრატეგიის მიხედვით

ზოგადი მენეჯმენტი და გაყიდვების მართვის კურსი

ზოგადი მენეჯმენტისა და გაყიდვების მართვის კურსი სტუდენტებს სთავაზობს სრულყოფილ ცოდნას მენეჯმენტის ყველა ასპექტის შესახებ. კურსი გამდიდრებულია პრაქტიკული დავალებებით, რეალური მაგალითებითა და მასალებით.

სოციალური მედია ედვერთაიზინგის კურსი

კურსის მიზანია მოამზადოს ედვერთაიზერი, რომელიც დაგეგმავს სარეკლამო სტრატეგიას სოციალური მედიისთვის, შექმნის სხვადასხვა ტიპის რეკლამას წამყვან სოციალურ არხებში და გააანალიზებს და გააუმჯობესებს შედეგებს.

ყველა კურსი