FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ღირებულება 1390 ₾ 1200 ₾

განვადებით თვეში 38 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

Front-End დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს Front-End დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

რას ვისწავლი?

  • ბრაუზერის დეველოპერული ინსტრუმენტის გამოყენებას (Dev Tools) 
  • HTML-ისა და CSS-ის საწყისებს 
  • განსხვავებას სემანტიკურ და არასემანტიკურ ტეგებს შორის 
  • Github-ის გამოყენებით რეპოზიტორიის შექმნა, პროექტის ატვირთვა / ჩამოტვირთვას, ცვლილებების შეტანას, PR-ებისა და branch-ების შექმნა
  • Keyframe ანიმაციებს
  • CSS ანიმაციებს 
  • CSS Flexbox-ის საფუძვლებს
  • Grid-ის საფუძვლებს 
  • Meta Tag-ებს 
  • ვებგვერდის გარესფონსივებას
  • Bootstrap-ის გამოყენების მეთოდებს 
  • Tailwind-ის გამოყენებას
  • Javascript-ის საფუძვლებს 
  • მომნიშვნელების (სელექტორების) გამოყენებას Javascript-ში 
  • DOM-ის მანიპულაციებს Javascript-ის გამოყენებით 
  • ასინქრონულობას Javascript-ში
  • სერვერზე ინფორმაციის მიმოცვლას
  • სტატიკური და დინამიური ვებგვერდის აწყობას
  • HTML5-ის ტეგების გამოყენებას  SEO-ს გათვალისწინებით
  • CSS-ის გამოყენებას ვებ გვერდის სტილებისა და ანიმაციებითვის
  • ცვლილებების შეტანა არსებული ვებგვერდის პროგრამულ კოდში
  • Github-ის სრულყოფილად გამოყენებას
  • ყველა მოწყობილობაზე მორგებული ვებ გვერდის აწყობას
  • მსმენელს ექნება SEO-ს საბაზისო ცოდნა, შეეძლება ვებ გვერდის SEO დიაგნოსტირება და შედეგების გაუმჯობესება

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე? 

  • Front-End Development & SEO კურსი არ მოითხოვს რაიმე სახის გამოცდილებას ან/და ცოდნას პროგრამირების მიმართულებით, საკმარისია ვიყო დაინტერესებული და მქონდეს განვითარების სურვილი

ლექტორების შესახებ:

ალინა ბრეგვაძე 

  • ალინა ბრეგვაძე არის front-end დეველოპერი Sobusoft-ში;
  • მანამდე მუშაობდა ციფრულ სააგენტო Smart Web-ში;
  • აქტიურად არის სასწავლო პროცესში ჩართული  და ხელმძღვანელობს front-end-ის კურსებს უკვე 3+ წელია.

რატი გველესიანი

  • Smart Web-ისა და Smart Academy-ს დამფუძნებელი;
  • SEO-ზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება;

სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

საბა აფციაური

 ძალიან კარგი კურსია, ბევრი რამ ვისწავლე. ლექტორები ძალიან კარგად ხსნიდნენ თითოეულ ლექციას, არ ყოფილა საკითხი, რომელიც არ დავფარეთ. 

ანა ბიბილაშვილი

კურსი ვრცლად მოიცავს სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას, ტექნიკური დავალებები და შემდგომ ლექტორისგან მიღებული feedback-ები საშუალებას იძლევა გაიღრმაო ცოდნა და განივითარო პრაქტიკული უნარები front-end development-ის მიმართულებით.

ანონიმური შეფასება

კურსმა მომცა ტექნიკური გამოცდილება, რაც მეხმარება ეფექტური, მოსახერხებელი და ვიზუალურად მიმზიდველი ვებ-აპლიკაციების შექმნაში.

ანონიმური შეფასება

ამ კურსმა მომცა ტექნიკური გამოცდილება, რაც საშუალებას მაძლევს შევქმნა ეფექტური, მოსახერხებელი და ვიზუალურად მიმზიდველი ვებ-აპლიკაციები.

ანი ბიბილაშვილი

კურსი ვრცლად მოიცავს სილაბუსით გათვალისწინებულ მასალას, ტექნიკური დავალებები და შემდგომ ლექტორისგან მიღებული feedback-ი საშუალებას იძლევა გაიღრმაო ცოდნა და განივითარო პრაქტიკული უნარები

ანონიმური შეფასება

ეს კურსი დამეხმარება კარიერის განვითარებაში, შესაძლებლობას იძლევა მნიშვნელოვანი საკითხების ღრმად და მარტივად შესწავლას

ანონიმური შეფასება

ყველაფერი ორგანიზებული და ნაბიჯ-ნაბიჯ გათვლილი იყო. სრულად მივიღე ის ცოდნა, რაც კურსის სილაბუსით იყო გათვალისწინებული. ძალიან კმაყოფილი ვარ ორივე ლექტორით. 

ანონიმური შეფასება

ძალიან კარგი ლექტორები არიან. ჩემს კურსზე არ იყო საკითხი, რაც გაგვიჭირდა და ვერ დავფარეთ. კმაყოფილი ვარ სრულიად.

ლუკა ნასრაშვილი

 მინდა გამოვყო ბოლო ფინალური დავალება, რადგან აქ თავმოყრილია განვლილი მასალა. ამ კურსმა მოლოდინები ნამდვილად გამართლა და გავიღრმავე ცოდნა.

აბელი გულბანი

ამ კურსებმა მომცა შესაძლებლობა კარგად გავცნობოდი ვებ-დეველოპმენტს და ასევე უფრო მეტის სწავლის ინტერესი გამიჩინა. ლექტორები მეგობრულები არიან და ყველანაირად გვეხმარებოდნენ ინფორმაციის მიღებაში.

თორნიკე ნასარიძე

 კურსზე სილაბუსით გათვლილი ყველა საკითხი დავფარეთ. ლექტორები არიან მობილიზებულნი, რომ კარგად გავიგოთ თითოეული დეტალი და გავიზარდოთ პროფესიულად.

ნანა დუმბაძე

კურსი სფეროს სრულყოფილ გააზრებაში დამეხმარა, მარტივად გამატარა ის საკითხები, რომლებიც ადრე რთულად მეჩვენებოდა. სრულად

ნუგზარ ჯელია

ძალიან კარგად არის განაწილებული როგორც დრო, ასევე ქულების სისტემა. ამასთან  გამართულად მუშაობს ადმინისტრაციაც და არ აქვს არანაირი ხარვეზი.

ანონიმური

ძალიან კარგი ლექტორები არიან კურსზე. არ იყო საკითხი რაც გაგვიჭირდა და არ გადავფარეთ. სრულიად კმაყოფილი ვარ.


სხვა კურსები

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

ვიდეო მონტაჟი - ADOBE PREMIERE PRO

სასწავლო კურსი მონაწილეებს მისცემს ვიდეო ედითინგის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის ვიდეოების შესაქმნელად.

კრეატიული პროექტების მართვის კურსი

კრეატიული პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს შეასწავლოს პროექტების მართვის საფუძვლები სარეკლამო და საკომუნიკაციო სფეროში, რათა შეექმნათ სისტემური წარმოდგენა პროექტის ციკლზე ბრიფიდან შესრულებამდე.

ყველა კურსი