ვებ დეველოპმენტის საწყისები ბავშვებისთვის

ღირებულება 600 ₾

განვადებით თვეში 19 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ვებ დეველოპმენტის საწყისები ბავშვებისთვის კურსის მიზანია 10-14 წლის მოსწავლეებს მისცეს ცოდნა ვებ-გვერდების შექმნის საწყისებთან დაკავშირებით, HTML, CSS, JavaScript-ის საშუალებით შეძლებენ შეასრულონ პრაქტიკული აქტივობები და საინტერესო პროექტები.

სასწავლო კურსის შედეგები

ვებ დეველოპმენტის საწყისები ბავშვებისთვის მსმენელები შეძლებენ:

  • ისწავლონ მარკირებისა და პროგრამირების ენები
  • დაეუფლონ ვებ პროგრამირების საფუძვლებს 
  • შეძლონ ბრაუზერის და კოდის რედაქტორის გამოყენება
  • შექმნან მათთვის საინტერესო პროექტები
  • გაუჩნდეთ სურვილი დაეუფლონ მომავლის პროფესიებს
  • განივითარონ შემოქმედებითი უნარები


სასწავლო კურსის მოთხოვნები

ვებ დეველოპმენტის საწყისები ბავშვებისთვის მონაწილე უნდა იყოს 10-14 წლის სკოლის მოსწავლე და ჰქონდეს გამართული ლეპტოპი.


ლექტორის შესახებ

  • 2022 წლის თებერვლიდან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა კომპანია NLYC-ში Junior React Native დეველოპერის პოზიციაზე, PSP-ის მობილურ აპლიკაციაზე.
  • 2022 წლის ნოემბრიდან მონაწილეობა მიიღო საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიური სააგენტოს 3000 IT სპეციალისტის გადამზადების პროგრამაში Mobile Development: React Native-ის მიმართულებით.
  • 2023 წლის თებერვლიდან მუშაობდა Smart Academy-ში Front-end web development-ის კურსის ლექტორის ასისტენტად.
  • 2023 წლის აგვისტოსტან მუშაობდა ვიზუალური პროგრამირების მასწავლებლად რობოკლუბში და ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში განათლების მხარდამჭერად.
  • 2023 წლის სექტემბრიდან მონაწილეობა მიიღო "TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის" ტრენერთა ტრენინგის (ToT) პროგრამაში და არის სერტიფიცირებული ტექნოლოგიური განათლების ტრენერი
  • 2024 წლის იანვრიდან მუშაობს ნიუტონის თავისუფალ სკოლაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნის ასისტენტ-მასწავლებლად და პროგრამირების კლუბის მასწავლებლად.
  • 2024 წლის თებერვლიდან მუშაობს “TBC & USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის” კურსის “React Accelerator”-ის მენტორად.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



კონსულტაციისთვის დამიკავშირდი

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

IT ბიზნეს ანალიზის კურსი - GITA

IT ბიზნეს ანალიზის კურსი განკუთვნილია მათთვის ვისაც აქვს სურვილი დაიწყოს სვლა აღნიშნული კარიერული მიმართულებით ან/და არის საწყის ეტაპზე. კურსი დატვირთულია როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ნაწილით და თითოეული მოდული დაფუძნებულია საუკეთესო პრაქტიკებსა და ლექტორის მრავალპროფილურ გამოცდილებაზე.

HR ადმინისტრირება პრაქტიკაში

HR ადმინისტრირების კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები ორგანიზაციაში HR პროცესების სწორად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისათვის. სტუდენტები გაეცნობიან HR პოლიტიკებისა და პროცედურების შექმნის, თანამშრომელთა დოკუმენტაციის მართვისა და შრომითი ურთიერთობების ადმინისტრირების ძირითად პრინციპებს.

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

MS Excel: საბაზისოდან მონაცემთა ანალიზამდე

კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს და დამატებით ფუნქციებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების მოდელირებაში, ბიზნეს სიტუაციების შესწავლასა და ანალიზში.

ყველა კურსი