MS EXCEL მონაცემთა ანალიზისთვის

ღირებულება 790 ₾ 690 ₾

განვადებით თვეში 22 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

MS EXCEL კურსის მიზანია, სტუდენტი დაეუფლოს Excel-ის რთულ ფორმულებს, რომელთა გამოყენება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ეკონომიკური პროცესების ანალიზში.

MS EXCEL სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტებთან დაკავშირებული  ინფორმაციის მოძიება და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე დასკვნების გაკეთება, თუ რამდენად ეფექტურად შეიძლება გამოყენებულ იქნას საინფორმაციო ტექნოლოგიები კვლევებში, შემდგომი საქმიანობის დასაბუთებულ დაგეგმვასა თუ პროგნოზირებაში, და მიიღოს პრობლემასთან დაკავშირებული ოპტიმალური გადაწყვეტილებები;
  • სხვადასხვა სახის ეკონომიკური ამოცანების Microsoft Excel-ის პროგრამული საშუალებებით გადაწყვეტის ხერხების ცნობა;
  • ოპტიმალური არჩევანის შესრულება შეზღუდული რესურსების პირობებში;
  • მოთხოვნა-მიწოდებისა თუ სხვადასხვა ტიპის დანახარჯების მინიმიზაციისა ან მოგების მაქსიმიზაციისათვის ოპტიმიზაციის ამოცანების დასმა-გადაწყვეტა;
  • ოპტიმალური არჩევანის შესრულება ფინანსური პორტფოლიოს მართვაში;
  • MS Excel-ის გაძლიერებულ ფუნქციებთან მუშაობა;
  • მონაცემთა ანალიზისა და კონტროლის უნარის გაძლიერება.


სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • ექსელის საბაზისო ცოდნა.


ლექტორის შესახებ

  • თემო სულუაშვილი ამჟამად მუშაობს BDO Georgia-ში Associate, Business Service & Outsorcing-ში;
  • მანამდე ფინანსისტად მუშაობდა აუდიტორულ კომპანია „SunBreath Corp. Legal Services”-ში;
  • დღემდე ფინანსურ და საგადასახადო თემებთან დაკავშირებით კონსულტირებას უწევს კომპანიებს, როგორიცაა: „ავტოდახმარება ჯუბა“  და „KAMERTON TRAVEL“-ს;
  • თემო მონაწილეობას იღებს სხვადასხვა კომპანიის ფინანსური ანალიზისა და ეკონომიკური მოდელირების პროცესებში;
  • 2022-2023 წლებში, ლექტორის ასისტენტის პოზიციაზე, საინფორმაციო ტექნოლოგიებს (WORD, PPT, EXCEL, IBM SPSS) ასწავლიდა „კავკასიის უნივერსიტეტში“.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

გვანცა ბაბაჯანაშვილი

კურსმა სრულად გაამართლა ჩემი მოლოდინი, არამარტო Excel-ში გამიღრმავა ცოდნა, არამედ ისიც მასწავლა თუ როგორ გამოვიყენო ეს ცოდნა ეფექტურად რეალურ ამოცანებში.

სალომე სტურუა

ლექტორი მეგობრული და უშუალო იყო, რაც დამეხმარა უფრო მეტად ჩართული ვყოფილიყავი სასწავლო პროცესში. ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად და დამატებითი განმარტებების გასაკეთებლად, რაც სწავლას უფრო ეფექტურს ხდიდა.

მარიამ გიუნაშვილი

კურსი მიყვებოდა სილაბუსით გაწერილ მასალას, ამიტომ ეს უფრო ამარტივებდა სამუშაო პროცესს. ასევე ტექნიკური კუთხით ძალიან პრაქტიკული იყო ლექციების ჩანაწერები, რაც საშუალებას მაძლევდა რამდენჯერმე მომესმინა და უფრო მეტად დეტალურად გამეგო მასალა. 

შალვა შალიკაძე

უძლიერესი კურსია ლექტორი სრულად ფლობს საკითხს და სწავლება უფრო საინტერესოა. 

რუსუდან მონიავა

 ლექტორი არის დეტალებზე ორიენტირებული, საუკეთესო ახსნის მეთოდი აქვს.

დავით ბითაძე

თემოს აქვს აზრის მკაფიოდ და გასაგებად გადმოცემის კარგი უნარი, აქვს შესაბამისი ცოდნა და კომპეტენცია.

ანონიმური შეფასება

ჩემი მოლოდინები 100% გაამართლა. თემო სულუაშვილი არის კომპეტენტური, ჰუმანური და გულისხმიერი ლექტორი. მადლობა მას ყველაფრისთვის. უფრო შემაყვარა ექსელი ვიდრე აქამდე მიყვარდა.

ნათია იაძე

ლექტორი ორიენტირებულია სტუდენტის განვითარებასა და მაქსიმალური ცოდნის მიღებაზე. 


სხვა კურსები

ვიდეო მონტაჟი - ADOBE PREMIERE PRO

სასწავლო კურსი მონაწილეებს მისცემს ვიდეო ედითინგის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის ვიდეოების შესაქმნელად.

CGI & VFX ESSENTIALS

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება CGI და VFX-ის სფეროში, მოამზადოს ისინი ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად და მათი ინტეგრაციისთვის ვიდეოსა, რეკლამებსა და ფილმში.

Mobile App Development with React Native

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს მყარი ფუნდამენტი React Native-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსი შუა რგოლის მენეჯერებისთვის

გუნდის მართვის პრაქტიკული კურსის მიზანია განავითაროს საშუალო რგოლის მენეჯერები ისეთ ლიდერებად, რომლებიც პროცესების მართვასთან ერთად ზრუნავენ გუნდის წევრების უნარებისა და პოტენციალის განვითარებაზე, რაც ხელს უწყობს გუნდების უფრო მაღალი ჩართულობით, ინიციატივითა და შედეგებზე ორიენტაციით მუშაობას, კომპანიის ბიზნეს მიზნების მისაღწევად.

ყველა კურსი