რეკრუტინგის მენეჯმენტი და პრაქტიკა

ღირებულება 1500 ₾

განვადებით თვეში 47 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კურსის შეხვედრები

კურსი მოიცავს 20 სალექციო და 40 პრაქტიკულ საათს.

კურსის მიზანი

კურსის მიზანია მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება და ცოდნა, რომელიც დაგეხმარებათ დასაქმდეთ უმცროსი რეკრუტერის პოზიციაზე ნებისმიერ ორგანიზაციაში.

კურსი გთავაზობთ ინოვაციურ მიდგომას, რაც გულისხმობს თქვენს ჩართულობას რეალურ სამუშაო პროცესში პროფესიონალი მენტორების მხარდაჭერით. ეს მოდელი მოგცემთ შესაძლებლობას განავითაროთ რეკრუტერისთვის ყველა საჭირო უნარი და გამოიყენოთ ისინი პრაქტიკაში.

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ

  • სამუშაოს ანალიზის პროცესი და ორგანიზაციული საჭიროებების იდენტიფიცირება; 
  • სამუშაოს შეფასება და სამუშაოს აღწერილობა; 
  • რეკრუტინგის საუკეთესო პრაქტიკები, პლატფორმები, არხები და შრომითი ბაზრის ანალიზი; 
  • კანდიდატთა ბაზის წარმოება და  ადამიანური კაპიტალის ნაწილში ბიზნეს უწყვეტობის პროგრამების შემუშავება; 
  • გასაუბრებისა და შეფასების მეთოდები; 
  • რეკრუტინგის პროცესის ეფექტურობის გაზომვა;
  • ATS-ში (Applicant Tracking Systems) მუშაობა და კანდიდატთა გამოცდილებაზე ზრუნვა, კანდიდატთა ბაზების წარმოება; 
  • მომავლის პროფესიების რეკრუტინგი, გადმობირების სტრატეგიები და პრაქტიკები.

სასწავლო კურსის მოთხოვნები

  • პრაქტიკული კურსის მონაწილეს პრაქტიკის დავალებების შესასრულებლად და პრაქტიკის სხვა აქტივობებისთვის უნდა შეეძლოს დაახლოებით 10 საათის დათმობა თითოეულ კვირაში, 1 თვის განმავლობაში.


რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON

BACK-END DEVELOPMENT WITH PYTHON კურსის მიზანია მსმენელებს შეასწავლოს პითონის ენის და პროგრამირების საბაზისო უნარები.

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT

PR, EVENT BRANDING & MANAGEMENT კურსის მიზანია მსმენელებს გააცნოს PR-ის, ციფრული და სოციალური მედიის, ბრენდინგის, რეპუტაციის მართვის საფუძვლები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ჭრილში. ივენთ მენეჯმენტის ლექციებზე სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ ღონისძიებების ბრენდინგისა და მართვის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განივითარონ ღონისძიებების ეფექტური კონცეფციის შემუშავების, დაგეგმვისა და მართვის უნარები, ასევე, ხელი შეუწყონ მათ კრეატიულ და სტრატეგიულ აზროვნებას.

ყველა კურსი