პროდუქტის მარკეტინგი

ღირებულება 1200 ₾

განვადებით თვეში 38 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

კურსში შეიტყობ, რომ პროდუქტის მარკეტინგი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხმარება პროდუქტს იპოვოს სწორი გზა მომხმარებლებისკენ. ეს გულისხმობს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ პროდუქტზე, როგორ გავყიდოთ ეფექტურად და დავწრმუნდეთ, რომ არსებულ და პოტენციურ მომხმარებელს კარგად ესმის მისი ღირებულება.

მარკეტინგის და ბიზნესის გამოცდილება, ანალიტიკური და ტექნიკური უნარები უზრუნველყოფს პროდუქტის მარკეტინგის ჰოლისტიკურ მიდგომას. ეს კი საშუალებას აძლევს პროდუქტის მარკეტერს, კომპლექსურად მართოს ნებისმიერი სირთულის პროექტი, მიიღოს მონაცემებზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები და აწარმოოს ეფექტური კომუნიკაცია, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტის გაყიდვასა და ცნობადობის გაზრდას არსებულ ბაზარზე.

რას ვისწავლი?

კურსის მსმენელები ისწავლიან:

  • ბაზრის მიმოხილვას;
  • სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებას;
  • მონაცემთა ანალიზს – რატომაა ეს ასეთი მნიშვნელოვანი?
  • ეფექტურ კომუნიკაციას;
  • ტექნოლოგიებთან ადაპტაციას;
  • პრობლემის გადაჭრას;
  • ჯვარედინ ფუნქციურ თანამშრომლობას (ბიზნესი + ტექი + მარკეტინგი).

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

  • სტუდენტი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას იმ დონეზე, რომ შეძლოს ინგლისურენოვანი მასალის წაკითხვა და გარჩევა.


რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანონიმური შეფასება

ძალიან კარგად მოსაუბრეა სალი, გადმოცემის საოცარი უნარით. კურსი არის მოცულობითი, ბევრი რამ ვისწავლე და პრაქტიკაშიც წარმატებით ვიყენებ.

ანონიმური შეფასება

კურსი პროდუქტის მარკეტინგი იყო ძალიან სწორად სტრუქტურირებული. ლექტორს აღვწერდი სამი სიტყვით: სპეციალისტი, უკეთილშობილესი, პოზიტიური. სმარტ აკადემიას განვიხილავ როგორც ერთ-ერთ წამყვან საგანმანათლებლო სტრუქტურად.

მარიამ ორჯონიკიძე

კურსი იყო ძალიან შთამაგონებელი და საინტერესო გამოცდილება ჩემთვის. შინაარსობრივად, კურსმა დამეხმარა, უკეთ გავერკვეულიყავი ისეთ მნიშვნელოვან თემებში, როგორიცაა პროდუქტის პოზიციონირება, მომხმარებლის პერსონის განსაზღვრა, კონკურენტული ანალიზი და GTM სტრატეგიების შემუშავება. განსაკუთრებით მომეწონა, რომ თეორია იყო დაკავშირებული რეალურ ბიზნესქეისებთან და ყოველდღიურ პრაქტიკასთან.არ მიწყენთ, თუ ვიტყვი, რომ ლექტორი იყო კურსის ერთ-ერთი ძლიერი მხარე. მისი ლექციები ყოველთვის კარგად სტრუქტურირებული, თემატურად ჩამოყალიბებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული იყო. მას საოცარი უნარი აქვს რთული საკითხების მარტივად და გასაგებად ახსნის, რაც განსაკუთრებით მეხმარებოდა თითოეული თემის გააზრებაში.

ანა ჭუმბურიძე

ყოველი ლექცია იყო საინტერესო, კრეატიული, დინამიკური და ინტერაქციული. პროდუქტის შექმნიდან პროდუქტის გაშვების შემდეგ რა პროცესებსაც გადის გუნდი სალიმ ყველა პროცესები გაგვატარა და დაგვანახა რეალურად რა შრომა და პროცესებია დიდი პროექტების უკან. სრულად

ირაკლი კაციტაძე

ჩემთვის პროდუქტის მარკეტინგის კურსი Ძალიან დიდი ნაბიჯი იყო წარმატებისკენ, რადგან მრავალი ახალი რამ გავიგე მარკეტინგის Შესახებ. სრულად

ანონიმური შეფასება

უზომოდ ყურადღებიანი, დაკვირვებული ლექტორი, რომელიც საკითხს გაურჩევლად არ ტოვებდა. აღსანიშნია ლექტორის უშუალო, ყოველთვის პროფესიონალური დამოკიდებულება, ყურადღება და პატივისცემა ყველა დამსწრესა და მათი აზრების მიმართ. 

ნინი კოკობინაძე

საუკეთესო გამოცდილება მივიღე სალისგან და სრულიად სმარტ აკადემიისგან, ძალიან საინტერესო ლექციები მოვისმინე, ზოგადად მნიშვლელოვნად ბევრი რამ ვისწავლე ამ მოკლე დროში. 10/10. წარმატებები!

ანონიმური შეფასება

სრულად გამართული სილაბუსი, თანმიმდევრული და ეფექტური ლექციები. დამატებითი მასალა, რომელსაც ლექტორი ასე გულუხვად გვაწვდიდა, იყო ცალკე საშუალება, იქ განხილული საკითხების გარშემო კვლევა-ძიება გვეწარმოებინა. ეს ძალიან პროდუქტიულად გამოვიყენე.


სხვა კურსები

სოციალური მედია მარკეტინგის კურსი

სოციალური მედიის მარკეტინგის კურსი აგებულია სოციალური მედია სტრატეგიის რვა საფეხურიანი მოდელის ირგვლივ, შესაბამისად, სასწავლო მასალა არის თანმიმდევრული და ლოგიკური, ხოლო სტუდენტს ეძლევა საშუალება ააწყოს ისეთი სოციალური მედია სტრატეგია, რომლის მეშვეობითაც მიაღწევს სასურველ მარკეტინგულ მიზნებს.

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსი

ინტერიერის დიზაინი და 3D ვიზუალიზაციის კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს ინტერიერის დიზაინისა და 3D ვიზუალიზაციის მიმართულებით პრაქტიკული და პროფესიული მუშაობისთვის საჭირო ცოდნა და უნარები. კურსის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან ინტერიერის დიზაინის ძირითად პრინციპებს, სივრცის დაგეგმარებას, მასალებისა და განათების შერჩევას, ტექნიკური ნახაზების მომზადებას, Archicad-სა და 3ds Max-ში მუშაობას, 3D მოდელირებასა და პოსტპროდაქშენს.

არტ დაირექშენის კურსი - Art Direction

არტ-დაირექშენის კურსის მიზანია სტუდენტებმა დაინახონ მეტი შესაძლებობები დიზაინის პროცესში, აიმაღლონ კრეატიული ფიქრის უნარი და უფრო ნათლად და ორგანიზებულად შეძლონ გაუძღვნენ სხვადასხვა სირთულის დიზაინ პროცესებს, როგორც მარტო, ასევე, გუნდთან მუშაობის დროს.

ყველა კურსი