ვიდეო მონტაჟი - ADOBE PREMIERE PRO

ღირებულება 790 ₾

განვადებით თვეში 25 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ვიდეო მონტაჟი - ADOBE PREMIERE PRO კურსის შესახებ

ვიდეო მონტაჟის კურსი, სადაც ისწავლი ADOBE PREMIERE PRO-ს და მოგცემს ვიდეო მონტაჟის პრაქტიკულ ცოდნასა და გამოცდილებას. კურსი მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, ინსტრუმენტებს და პროგრამებს, რომლებიც საჭიროა მაღალი ხარისხის ვიდეოების შესაქმნელად.

რას ვისწავლი ვიდეო მონტაჟის კურსზე?

  • დამოუკიდებლად შექმნან და მართონ ვიდეო პროექტები
  • ეფექტურად მოაწყონ და მართონ ვიდეო და აუდიო მასალები
  • გამოიყენონ სხვადასხვა რედაქტირების ინსტრუმენტები, მათ შორის Premiere Pro
  • შეძლონ აუდიოსა და ვიდეოს ერთმანეთთან სინქრონიზაცია
  • შექმნან და გამოიყენონ ვიზუალური ეფექტები და მარტივი ანიმაციები
  • დააექსპორტონ საბოლოო პროდუქტი სხვადასხვა ფორმატში


ლექტორის შესახებ

  • გიორგი ჟვანია ამჟამად მუშაობს სმარტ აკადემიაში ვიდეოგრაფად და ვიდეო მემონტაჟედ. ის იღებს ლექტორებისა და სტუდენტების ვიდეოებს და პოდკასტებს Youtube-სთვის;
  • სარეკლამო სააგენტო “მავერიკთან” პროექტული თანამშრომლობის ფარგლებში უმუშავია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა: სამშენებლო კომპანიების ვიდეორგოლები, თბილისი ბულვარი და სხვა;
  • გიორგი Youtube არხისთვის - “ჰამაკი” იღებს ქართულ Youtube-ში ყველაზე დიდ პროექტს - Youtube league, სხვადასხვა იუთუბ ვიდეოებსა და სერიალს;
  • გიორგი თანამშრომლობდა სხვადასხვა Youtube არხთან, რომლის ფარგლებშიც იღებდა და ამონტაჟებდა ვიდეოებს შიდა და გარე გადაღებებისთვის;
  • უძრავი ქონების გადაღებისა და მონტაჟის მიმართულებით თანამშრომლობდა არაბულ კომპანიასთან Stateya-სთეითეი და კედარო ჯგუფი.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.

როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანდრეა დეა ოდიკაძე

 იმის გათვალისწინებით რომ არანაირი შეხება არ მქონია კურსამდე ამ სფეროსთან, ჩემთვის ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ბევრი რამ ვისწავლე. საკითხები ამომწურავად იხსნებოდა ყველა ლექციაზე და საინტერესო პროცესი იყო. ლექტორი ამომწურავად ხსნიდა და მუშაობდა ყველა საკითხზე. საკმაოდ მეგობრული და დადებითი გარემო იყო, რაც უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და ყოველთვის გვქონდა საშუალება კითხვის დასმის და დავალების უკეთესად შესრულების.

დავით სტეფანიშვილი

კურსის მიმდინარეობა იყო მსუბუქი და შემეცნებითი, ლექტორის მხრიდან მეგობრული დამოკიდებულება აუმჯობესებდა მიმდინარე პროცესს. დროის მენეჯმენტი სწორად იყო გაკეთებული. მუდმივად ვიღებდით ჩვენთვის საჭირო ინფორმაციას საგანთან დაკავშირებით!

ნია ტაგანაშვილი

პრაქტიკულმა ნაწილმა დიდი გამოცდილება შემძინა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიდეოების დასინქრონების, მუსიკისა და ხმის რეგულირების, ასევე ანიმაციებისა და ეფექტების გამოყენების სწავლა. სრულად

გიორგი თავხელიძე

 ძალიან კმაყოფილი ვარ გავლილი კურსით, ლექტორი და გარემო უკარგესი, ლექციებს რაც შეეხება იყო ძალიან კარგი, იმის გამო რომ ლექტორი ცდილობდა ისე აეხსნა ყველა თემა რომ კითხვა აღარ დაგვრჩენოდა, მოკლედ პასუხისმგებლიანი და თავის საქმის პროფესიონალია.

ლუკა ქობალია

ჩემთვის ყველა ლექცია და თემა საინტერესო იყო. გიორგი კი, ძალიან კარგი ლექტორია, მეგობრული და თავისი საქმის მცოდნე. სრულად

გვანცა ბაღაშვილი

 ძალიან საინტერესოდ შედგენილი კურსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება მქონდა, ამ კურსის ფარგლებში ვისწავლე ბევრი ისეთი რამ, რასაც ძალიან კარგად ვიყენებ, მუშაობის პროცესიც გამიმარტივდა და პროგრესი ჩემს ნამუშევრებზეც  აისახა. გიორგი ძალიან კარგი და თავის საქმის პროფესიონალი ლექტორია. კურსის განმავლობაშუ არ მქონია არც ერთი პასუხგაუცემელი შეკითხვა. არ ჰქონდა მნიშვნელობა როდის, დღის რა მონაკვეთში დაგვჭირდებოდა დახმარება - მუდმივად ხელმისაწვდომი იყო და ნებისმიერ საკითხზე გვეხმარებოდა. ლექციების მსვლელობის დროც სრულად ათვისებული ჰქონდა დავალებების დეტალური შემოწმებითა და ინდივიდუალური ფიდბექებით, რაც ყველა ჩვენგანს გვაძლევდა საშუალებას საკუთარი უნარები უფრო დაგვეხვეწა. რაც ყველაზე მთავარია, ლექციებზე იგრძნობოდა მეგობრული გარემო, რაც სწავლების პროცესს ბევრად უფრო სასიამოვნოს, საინტერესოს და ინტერაქციულს ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად ვერ მოვახერხე ვერც ერთ ლექციაზე დასწრება, ცოდნის მიღების კუთხით არ შემქმნია პრობლემა - ერთნაირი ყურადღება იგრძნობოდა ონლაინ დამსწრეებსა და ფიზიკურად ლექციაზე მყოფ სტუდენტებზეც. მოკლედ რომ შევაჯამო, გუორგი ნამდვილად ძალიან კარგი ლექტორია🙌🏻

ეკატერინე მინდიაშვილი

კურსმა მოლოდინები გაამართლა—თავიდან არაფერი ვიცოდი, ახლა კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე გამომდის და მომავალშიც აუცილებლად განვვითარდები. სრულად

ანონიმური შეფასება

კურსის ფარგლებში ზუსტად ის ცოდნა მივიღე, რისი მოლოდინიც მქონდა მანამდე მოძიებული და მიღებული ინფორმაციის შესაბამისად. ყველა დავალების დეტალურად განხილვა და ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხის მიღების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ღირებულს ხდის მთელ კურსს. შინაარსიბრივი მხარის გარდა, განსაკუთრებით კომფორტული იყო ჰიბრიდული სწავლების მეთოდიც.

ნინო ვაზაგაშვილი

გიორგიზე მხოლოდ დადებითად შემიძლია ვისაუბრო. ძალიან კარგი კომუნიკაციის უნარი აქვს, რაც გვიმარტივებდა ახალი მასალის გაგებას. ამასთან, ცდილობდა, რომ ყველა ვყოფილიყავით გახსნილები და თავისუფლად ჩავრთულიყავით დისკუსიებში. სრულად

ელენე ზიბზიბაძე

 გიორგის მასტერკლასმა გადამაწყვეტინა კურსი ამეღო, თავიდანვე გაგვიზიარა მისი გამოცდილება, რაც ჩემი მოთხოვნების შესაბამისი იყო. სმარტ აკადემიის ვიდეო მონტაჟის კურსი იდეალური აღმოჩნდა.

თათა ლომიძე

კურსმა მართლაც მომცა შესაძლებლობა თამამად ვიმუშაო ამ სფეროში, ძალიან გამომადგა მიღებული ცოდნა და მადლობა კიდევ ერთხელ ლექტორს, რომელსაც არასდროს დაზარებია ახსნა და კითხვებზე პასუხი. აღსანიშნია, რომ გიორგი არის ძალიან შრომისმოყვარე და დაუზარელი ადამიანი, კარგი გადმოცემის უნარით.??

იგო ჩაჩანიძე

 პირველ რიგში გამოვარჩევ მეგობრულ გარემოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციისთვის, რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, 1 თვეში ჩატიო ის ცოდნა რაც კურსის დასრულების შემდეგ მოგცემს საშუალებას, რომ ამ კუთხით დაიწყო მუშაობა, ნამდვილად სწორად და ეფექტურად არის გაწერილი. გიორგი არის უშუალო და მეგობრული, რაც სტუდენტს ეხმარება რომ თავისუფლად გამოკითხოს ყველა საჭირო ინფორმაცია. 

მარიამ ბაბულაშვილი

 ლექტორი ძალიან დამეხმარა Premiere Pro-ს უკეთესად გაგებასა და აღქმაში. მოლოდინმა ნამდვილად გაამართლა, იმაზე მეტი ვისწავლე, ვიდრე წარმოვიდგენდი. სრულად


სხვა კურსები

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერია (Manual Software Testing & Automation)

პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ინჟინერიის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ნაწილი და სწორად განახორციელოს ტესტირების პროცესი თანამედროვე მიდგომების გამოყენებით. კურსის გავლის შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ პროექტის ფარგლებში ტესტირების ყველა ეტაპზე ჩაერთონ - დაწყებული მოთხოვნების ანალიზიდან, მენუალ ტესტირების გეგმის/სტრატეგიის შექმნით და პროცესის წარმართვით, დასრულებული ტესტ ავტომატიზაციის საჭიროების განსაზღვრით, მისი დანერგვით და ავტომატიზირებული ტესტების შექმნით JavaScript -ის გამოყენებით.

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

FRONT-END DEVELOPMENT & SEO კურსი

ფრონტ ენდ დეველოპმენტი ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულებაა მსოფლიო ბაზარზე. კურსის ფარგლებში მსმენელს შესაძლებლობა ექნება დაეუფლოს და გაერკვეს ფრონტ ენდ დეველოპმენტის პრინციპებში და შეიძინოს ყველა საჭირო უნარი საკუთარი ვებ გვერდის ასაწყობად და ამ მიმართულებით კარიერის შესაქმნელად.

ყველა კურსი