ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში
-
- ლექტორი დავით გორდიაშვილი, თიკო ჩარკვიანი, ნინო გათენაძე
-
- შეხვედრები
-
ფიზიკურად+ონლაინ
3 თვე, 24 შეხვედრა - 48 სთ
-
- დაწყების თარიღი
- 14 სექტემბერი
-
ორშაბათი 19:30 - 21:30 სთ
ოთხშაბათი 19:30 - 21:30 სთ
ღირებულება 1200 ₾
განვადებით თვეში
38 ₾-დანსალექციო დღეები
I მოდული - ორშაბათი, ოთხშაბათი (19:30-21:30) - (1-8 ლექცია)
II მოდული - ორშაბათი, ხუთშაბათი (19:30-21:30) - (9-16 ლექცია)
III მოდული - ორშაბათი, ხუთშაბათი (19:30-21:30) - (17-24 ლექცია)
კურსის მიზანი
აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს. ეს კურსი დაეხმარება დამწყებებს საბუღალტრო ცნებების გაგებაში, როგორიცაა ფინანსური ანგარიშები, აღრიცხვა და ფინანსური ანალიზი, რაც ძალიან ხარისხიან საფუძველს შეუქმნის შემდგომში ამ სფეროში გაცილებით დიდი მიზნების მიღწევაში. დამწყებთათვის შექმნილი კურსი მიზნად ისახავს აღრიცხვის საფუძვლების მარტივად ახსნასა და მონაწილეების შთაგონებას, გახდნენ ფინანსებისა და ბუღალტერიის სამყაროში გამოცდილი პროფესიონალები.
სასწავლო კურსის შედეგები
კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:
ძირითადი საბუღალტრო ტერმინოლოგიისა და პრინციპების ცოდნა, რაც მათ საშუალებას მისცემს კომფორტულად იგრძნონ თავი ბუღალტერიის სფეროში;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა და მათი გამოყენება საბუღალტრო ანგარიშგებაში, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიგონ საგადასახადო მოთხოვნები და შეუსაბამონ ისინი ფინანსურ ანგარიშებს.
მცირე ფინანსური ანალიზების ჩატარება, რაც დაეხმარებათ მარტივი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში;
საბუღალტრო სისტემაში მონაცემების გატარება, ჩაწერა და საბალანსო ანგარიშების შედგენას;
დღიური ჩანაწერების წარმოება და საბაზისო აღრიცხვის პროცედურების განხორციელება რაც თეორიულ ცოდნას გაამყარებს პრაქტიკაში;
ფინანსური ანგარიშგების ძირითად ელემენტებზე წარმოდგენა და შემადგენელი ანგარიშების ანალიზი, როგორიცაა ბალანსი და მოგების/ზარალის ანგარიში.
სასწავლო კურსის მოთხოვნები
პერსონალური კომპიუტერი თუ ლეპტოპი windows-ის ოპერაციული სისტემით.