ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

ღირებულება 1090 ₾

განვადებით თვეში 34 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

სალექციო დღეები 

I მოდული - ორშაბათი, ოთხშაბათი (19:30-21:30) - (1-8 ლექცია)

II მოდული - ორშაბათი, ხუთშაბათი (19:30-21:30) - (9-16 ლექცია)

III მოდული - ორშაბათი, ხუთშაბათი (19:30-21:30) - (17-24 ლექცია)


კურსის მიზანი 

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს. ეს კურსი დაეხმარება დამწყებებს საბუღალტრო ცნებების გაგებაში, როგორიცაა ფინანსური ანგარიშები, აღრიცხვა და ფინანსური ანალიზი, რაც ძალიან ხარისხიან საფუძველს შეუქმნის შემდგომში ამ სფეროში გაცილებით დიდი მიზნების მიღწევაში. დამწყებთათვის შექმნილი კურსი მიზნად ისახავს აღრიცხვის საფუძვლების მარტივად ახსნასა და მონაწილეების შთაგონებას, გახდნენ ფინანსებისა და ბუღალტერიის სამყაროში გამოცდილი პროფესიონალები.


სასწავლო კურსის შედეგები

კურსის მსმენელებს ეცოდინებათ და შეძლებენ:

  • ძირითადი საბუღალტრო ტერმინოლოგიისა და პრინციპების ცოდნა, რაც მათ საშუალებას მისცემს კომფორტულად იგრძნონ თავი ბუღალტერიის სფეროში;

  • საქართველოს საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა და მათი გამოყენება საბუღალტრო ანგარიშგებაში, რაც მონაწილეებს საშუალებას მისცემს უკეთ გაიგონ საგადასახადო მოთხოვნები და შეუსაბამონ ისინი ფინანსურ ანგარიშებს.

  • მცირე ფინანსური ანალიზების ჩატარება, რაც დაეხმარებათ მარტივი ბიზნეს გადაწყვეტილებების მიღებაში;

  • საბუღალტრო სისტემაში მონაცემების გატარება, ჩაწერა და საბალანსო ანგარიშების შედგენას;

  • დღიური ჩანაწერების წარმოება და საბაზისო აღრიცხვის პროცედურების განხორციელება რაც თეორიულ ცოდნას გაამყარებს პრაქტიკაში;

  • ფინანსური ანგარიშგების ძირითად ელემენტებზე წარმოდგენა და შემადგენელი ანგარიშების ანალიზი, როგორიცაა ბალანსი და მოგების/ზარალის ანგარიში;


ლექტორების შესახებ:

თიკო ჩარკვიანი

  • პარტნიორებზე ზრუნვის  ლიდი - აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია “ფინო“;
  • 5+ წელზე მეტი გამოცდილება 10-მდე სექტორსა და 55-ზე მეტ კომპანიაში ბუღალტრული და აუდიტორული სერვისების მიმართულებით; 
  • მონაწილეობს მსხვილ, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში ბუღალტრული და აუდიტორული ოპერაციების დაგეგმვასა და პროცესების მართვაში;
  • მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ბუღალტრული სერვისების მიმართულებით სტაჟიორების, უმცროსი ბუღალტრების და მთავარი ბუღალტრების მართვას მენტორის პოზიციაზე;
  • ჩატარებული აქვს 8-ზე მეტი პროფესიული ტრენინგი;
  • ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • მიღებული აქვს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის მეორე დონის სერტიფიკატი.


დავით გორდიაშვილი

  • საგადასახადო აუდიტის მენეჯერი - აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია “ფინო'';
  • 8 წლიანი გამოცდილება საგადასახადო აუდიტის, ბუღალტრული აღრიცხვისა და პროექტების მენეჯმენტის მიმართულებით;
  • ტრენერი საგადასახადო კოდექსის მიმართულებით - ''ფინო'';
  • ბაკალავრის (BA) და მაგისტრის (MA) ხარისხი აღრიცხვისა და აუდიტის მიმართულებით - ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ACCA - პირველი და მეორე დონის (9 წიგნი) სერტიფიკატის მფლობელი.


ნინო გათენაძე

  • პორტფელის მენეჯერი - აუდიტორული და ბუღალტრული სერვისების კომპანია “ფინო'';
  • აუდიტორულ კომპანიაში მუშობის 10 წლიანი გამოცდილება, მათ შორის 4 წელი მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე და 2 წელი ბუღალტრული პროექტების მენეჯერის პოზიციაზე;
  • ეკონომიკურ მეცნიერებათა ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი - აგრარული უნივერსიტეტი;
  • პროფესიული ტრენინგები: საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით, მათ  შორის, დღგ-ის, საშემოსავლო, მოგების გადასახადის, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა  და სხვა საკითხებზე;
  • ACCA - პირველი დონის (4 წიგნი) სერტიფიკატის მფლობელი.


სტუდენტის კარიერის პროგრამა

რა არის კარიერის განვითარების პროგრამა?

Smart Academy-ის კარიერის განვითარების პროგრამა სტუდენტებს საშუალებას აძლევს, მიღებული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება შეძლონ. კარიერის განვითარების პროგრამაში ჩართულობა კურსდამთავრებულებს წარმატებულ კომპანიაში, მათთვის საინტერესო პოზიციებზე დასაქმებას უმარტივებს. კარიერის განვითარების მენეჯერების მთავარი ფუნქცია და პასუხისმგებლობა სტუდენტებისთვის წარმატებული კარიერის შექმნის გზაზე მათი მხარდაჭერა და დახმარებაა. თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნასთან ერთად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ჩვენი შესაძლებლობების სწორად დემონსტრირება დამსაქმებლებთან.


როგორ ვეხმარებით სმარტ აკადემიის სტუდენტებს?

კარიერული განვითარების პროგრამა რეზიუმეების შექმნასგასაუბრებისთვის მომზადების სესიებს და სამსახურის მოძიების სტრატეგიებს მოიცავს.  მას შემდეგ რაც სტუდენტები სწავლას ასრულებენ სმარტ აკადემიაში იწყება დასაქმების აქტიური ფაზა. ჩვენი პარტნიორი კომპანიების ფართო ქსელი კურსდამთავრებულებს სთავაზობს შესაძლებლობების ფართო სპექტრს სხვადასხვა ინდუსტრიაში. დასაქმების პროცესში ვაგზავნით ტოპ კურსდამთავრებულების რეზიუმეებს და ვუწევთ რეკომენდაციას. ჩვენი კურსდამთავრებულების პოტენციურ დამსაქმებლებთან დაკავშირების გარდა, ჩვენ ასევე უზრუნველვყოფთ მუდმივ მხარდაჭერასა და კონსულტაციას დასაქმების პროცესში.



რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანი სეთური

ყველა ლექტორი თავისი საქმის პროფესიონალია, დიდი ცოდნა და გამოცდილება დამრჩა, კურსის დასრულებამ გულიც კი დამწყვიტა, მიხარია რომ ვიყავი ამ უმაგრესი კურსისი ნაწილი, ღირდა ყველაფერი ამად <33

სალომე ბექაური

 კურსის გავლის შემდეგ დავიწყე კომპანია ფინოში, სტაჟირება ❤️ მადლობა თქვენ. ლექტორი იყო პუბქტუალური, კარგად ჰქონდა განაწილებული სალექციო დრო დავალების მიმოხილვის და ახალი მასალის ახსნისთვის, ამბავს გადმოსცემდა ძალიან გასაგები და მარტივი ტერმინოლოგიით ✅

კატო მღებრიშვილი

 ლექტორებს ძალიან კარგი გადმოცემის უნარი აქვთ. ყოველთვის ცდილობდაა გასაგებად აეხსნა ყველაფერი. ძალიან კარგი დამოკიდებულება ქონდა ჩევნთან და არ გვიქმნიდა ისეთ სიტუაციას, რომ დაძაბულები ვყოფილიყავით - პირიქით მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა ჩვენთან.

ანონიმური შეფასება

ნამდვილად მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან დიდი მადლობა თითოეულ ლექტორს და მთლიანად Smart Academy-ს გუნდს ასეთი დაუღალავი შრომისთვის. ლექტორები ნამდვილად მთელი ენთუზიაზმით და მონდომებით ცდილობდნენ თითოეული  მასალა გაგვეგო და გაგვეაზრებინა მადლობა მათ ამისთვის <33


სხვა კურსები

კრიზისული კომუნიკაციების მართვის პრაქტიკული კურსი

კრიზისული კომუნიკაციების მართვის სასერტიფიკატო კურსი აერთიანებს სამ მოდულს, რომლის ცალკეული ნაწილი ეძღვნება კომუნიკაციას წინაკრიზისულ, კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდს. კურსის მიზანია მონაწილეები გაეცნონ კრიზისის მართვის ფუნდამენტურ და თანამედროვე თეორიებს, სტრატეგიებს, ტაქტიკებსა და პრაქტიკული სავარჯიშოების შესრულების მეშვეობით გამოიმუშაონ ნებისმიერი ტიპის ორგანიზაციაში კრიზისის მართვის პრაქტიკული უნარები.

გრაფიკული დიზაინის კურსი

კურსის მიზანია დამწყებ დიზაინერებს გააცნოს საკომუნიკაციო მასალების ვიზუალური გადაწყვეტების ის ძირითადი პრინციპები და პროგრამული ინსტრუმენტები, რაც აუცილებელია მომხმარებლის ყურადღების მისაქცევად.

AI მარკეტინგის კურსი

AI მარკეტინგის კურსის მიზანია დაანახოს მონაწილეებს, როგორ ცვლის AI მარკეტინგის ყველა საფეხურს - კვლევიდან და სტრატეგიიდან კონტენტის შექმნამდე, რეკლამირებამდე და მომხმარებელთან ურთიერთობამდე.

პროექტების მართვა - PMP გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი

პროექტების მართვის კურსის მიზანია მონაწილეებს მიაწოდოს პროექტების მართვის გამოცდის სამი ძირითადი დომეინის: ადამიანების, პროცესებისა და ბიზნეს გარემოს მართვის შესახებ ცოდნა. კურსის ფარგლებში მონაწილეები დეტალურად შეისწავლიან პროექტის მართვის სხვადასხვა მიდგომებს (Waterfall, Agile, Hybrid), პროექტის მართვის ციკლის თითოეული ფაზის და შესაბამის ფაზაზე გამოყენებული ინსტრუმენტების შესახებ ინფორმაციას. ამასთან, კურსის მიზანია PMP სერტიფიცირებისთვის აუცილებელი საკვანძო კონცეფციების, პროცესებისა და საუკეთესო პრაქტიკების შესახებ მყარი თეორიული საფუძვლის შექმნა.

ყველა კურსი