iOS Development with Swift

ღირებულება 1500 ₾ 1300 ₾

განვადებით თვეში 41 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსის მიზანია სტუდენტმა შეისწავლოს ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლები. ისწავლოს iOS პროგრამირების ძირითადი მახასიათებლები და შეძლოს მრავალფეროვანი აპლიკაციების შექმნა, სადაც რეალიზებული იქნება სხვადასხვა ლოგიკის მქონე პრაქტიკული ამოცანები. 

რას ვისწავლი? 

  • Xcode-ის პროგრამულ გარემოში მუშაობას;
  • Swift პროგრამირების ენას;
  • სხვადასხვა სირთულის და ფუნქციონალის მქონე iPhone-ის აპლიკაციების შექმნას.

რა მოთხოვნებს უნდა ვაკმაყოფილებდე?

iOS აპლიკაციების დეველოპმენტის კურსი არ მოითხოვს რაიმე სახის გამოცდილებას, საკმარისია:

  • Macos-ის ოპერაციული სისტემის მქონე კომპიუტერი, რომელზეც შესაძლებელი იქნება სისტემის ახალი ვერსიის ჩაწერა (იხილეთ სია);
  • მობილური ტელეფონი (iPhone) სავალდებულო არ არის, შესაძლებელია გამოვიყენოთ ვირტუალური მოწყობილობა.
  • აუცილებელია სტუდენტს ჰქონდეს საკმარისი დროითი რესურსი მასალების გასარჩევად.

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანონიმური შეფასება

ვიტყოდი, რომ საკმაოდ დატვირთული იყო ინფორმაციულად. ძალიან კარგი კურსია იმისთვის, რომ რეალური წარმოდგენა შეექმნას სტუდენტს Swift- ზე და მისი მუშაობის პრინციპებზე.

ანონიმური შეფასება

ვასო არის გამორჩეული ლექტორი, რომელმაც გაგვიმარტივა თითოეული ლექცია და დაგვეხმარა მათი საფუძვლიანად გაგებაში. 

თორნიკე ერისთავი

 კურსზე მივიღე იმაზე მეტი ინფორმაცია ვიდრე ველოდი, აქედან გამომდინარე, ჩემთვის ყველაფერი იყო იდეალური და სრულყოფილი.

გიორგი ზაუტაშვილი

ძალიან კმაყოფილი ვარ ბატონი ვასილის სწავლების მეთოდით. ძალიან კარგი ლექტორი და ადამიანია, ყოველთვის პასუხობდა კითხვებს ამომწურავად. დავალებებიც იყო ისეთი, რომ მოდუნების საშუალება არ იყო მუდამ ტონუსში და საკითხების დარესერჩებით ვიყავი დაკავებული.

მირიან მაღლაკელიძე

კურსის განმავლობაში გავიაზრე თუ რა არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, შევისწავლე აპლიკაციებთან მუშაობის მეთოდიკა და მისი მრავალფეროვნება. სრულად

გვანცა კოხრეიძე

კურსმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა. ლექტორი არის ძალიან პროფესიონალი. ყოველთვის მზადაა თავიდან აგიხსნას ნებისმიერი საკითხი. მთლიანი კურსის პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო.

საბა ხითარიძე

კურსზე კარგად გავიაზრე თუ რა არის ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირება, მივეჩვიე აპლიკაციებთან მუშაობის მეთოდოლოგიას და მისი მრავალფეროვანება აღმოვაჩინე. სრულად

ბექა გოგიჩაიშვილი

კურსის განმავლობაში პრაქტიკულ დავალებაზე მუშაობა და ლექტორის მუდმივი უკუკავშირი დამეხმარა მიმეღო ზუსტად ის ცოდნა, რაც მჭირდებოდა. სრულად

სალი ლაღიძე

ტექნიკურად და შინაარსობრივად გამართული კურსია. ლექტორზე რაც შემიძლია ვთქვა: მცოდნე, ყურადღებიანი, პროფესიონალი, აქტიური, მეგობრული და ბევრი სხვა დადებითი ☺️ 

ანონიმური შეფასება

 კურსი იყო საინტერესო და ბევრ ინფორმაციას მოიცავდა. ლექტორი ძალიან კარგად ხსნიდა, მუდმივად მზად იყო მოსმენისა და უკუკავშირისთვის. 

დემნა ქორიძე

 კურსი იყო ძალიან ინფორმაციული. თეორიულ ნაწილთან ერთად ჩართული იყო პრაქტიკული ნაწილიც, რაც დაგვეხმარა პროფესიულ განვითარებაში.


სხვა კურსები

UX/UI დიზაინის კურსი

UI/UX დიზაინის კურსის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან ვებ აპლიკაციების აწყობის სტრუქტურას და დამოუკიდებლად შეძლებენ ვებ გვერდის დიზაინის აწყობას.

DATA ANALYTICS WITH PYTHON

Data Analytics With Python-ის კურსი შესაძლებლობას მისცემს იმ ადამიანებს, რომლებიც უკვე იკავებენ მონაცემთა ანალიტიკოსის პოზიციას (Junior ან Middle დონეზე), განავითარონ საკუთარი SQL და Python უნარები და შეძლონ დიდ და კომპლექსურ მონაცემებთან ბევრად მარტივი ინსტრუმენტებით გამკლავება. სტუდენტები შეძლებენ Python-ის პროგრამული კონცეფციების, სტრუქტურებისა და ოპერაციების ეფექტურ გამოყენებას.

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსი

PAYROLL-ის პრაქტიკული კურსის მიზანია მონაწილეებს მისცეს პრაქტიკული ცოდნა და უნარები Payroll-ის (შრომის ანაზღაურების) სისტემის დაგეგმვის, გამოთვლისა და მართვის შესახებ. მონაწილეები გაიცნობენ Payroll-ის სრულ ციკლს - შემომავალი დოკუმენტაციიდან საბოლოო ანგარიშსწორებამდე, ისწავლიან ხელფასის კომპონენტების სტრუქტურირებასა და კანონმდებლობის გათვალისწინებას.

ყველა კურსი