ფინანსების მენეჯმენტის კურსი

ღირებულება 990 ₾

განვადებით თვეში 31 ₾-დან

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

ფინანსური მენეჯმენტის კურსი განკუთვნილია არაფინანსური განათლების მქონე საშუალო და მაღალი რგოლის მენეჯერებისათვის, საბანკო სფეროში დასაქმებულთათვის ან ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც სურს განავითაროს ბიზნესის ფინანსების ეფექტიანად მართვის, კონტროლის ან/და ანალიზის უნარი.


კურსის მსმენელებს ეცოდინებათ: 

  • რა არის ფულის დღევანდელი და მომავალი ღირებულება
  • როგორ გამოითვლება მოგება და რა ფაქტორები მოქმედებს მასზე
  • განსხვავება ფინანსების მართვასა და ბუღალტრულ აღრიცხვას შორის
  • განსხვავება ფინანსურ უწყისებს შორის
  • რა არის ფინანსური ანალიზი და ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები
  • რა არის და რა მნიშვნელობა აქვს საბრუნავი კაპიტალის მართვას
  • რა არის დებიტორული მოთხოვნები და როგორ ხდება მათი მართვა
  • რა მნიშვნელობა აქვს მოზიდული სახსრების წყაროებს
  • რა არის დისკონტირება და რა ფასი აქვს კაპიტალს
  • როგორ ხდება მომგებიანი ინვესტიციების შერჩევა და გადაწყვეტილების მიღება

კურსის მსმენელებს შეეძლებათ: 

  • ძირითადი ფინანსური უწყისების წაკითხვა და მათი გამოყენება
  • გაყიდვების, შესყიდვების და ფულადი ნაკადების დაგეგმვა
  • სესხებზე და დეპოზიტებზე დარიცხული სარგებლის ანგარიში
  • ფულის მომავალი და ახლანდელი ღირებულების ანგარიში
  • ოპტიმალური ხარჯების სტრუქტურის დადგენა
  • ნულოვანი მოგების წერტილის დადგენა
  • კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფინანსური მაჩვენებლების კონტროლი
  • დაფინანსების საჭიროების დადგენა
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაფინანსების გარჩევა და გადაწყვეტილების მიღება
  • ოპტიმალური აქტივების დადგენა და მათი მართვა
  • საინვესტიციო პროექტების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

რეგისტრაცია ➜

შეფასებები

ანონიმური შეფასება

დავითი ნამდვილი პროფესიონალია. მასალას მარტივად ხსნიდა და ყველაფერი გასაგები იყო. ცდილობდა სტუდენტები ჩაერთო დისკუსიაში. ძალიან კმაყოფილი ვარ კურსით.

გოგა გოგობერიშვილი

კურსი იყო ძალიან კარგი და პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ. ლექტორი ძალიან კარგად ხსნიდა მასალას, დეტალურად და ჩვენთვის გასაგები ენით. 10/10 

ანა ლაფერიშვილი

ვაპირებ ბიზნესის კუთხით განვითარებას, ფინანსების მართვა კი უპირველესია საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. სრულად

ანონიმური შეფასება

ძალიან კარგი ლექტორია ბატონი დავითი. ყველა კითხვაზე ამომწურავად გვცემდა პასუხებს და ცდილობდა ყველაფერი გაეკეთებინა, რათა კარგად გაგვეგო განვლილი საკითხები.

ანონიმური შეფასება

საკმაოდ სასარგებლო კურსი იყო ადამიანებისთვის, რომლებიც დამწყებები არიან ფინანსების მიმართულებით. დიდი ცოდნა მივიღე და წარმოდგენა შემექმნა რას უნდა აკეთებდეს ფინანსური მენეჯერი.

სოფიკო მახარაძე

ბატონ დავითზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო. უფრო გასაგები და მარტივი ენით ფინანსების, ასეთი რთული თემების ახსნა ალბათ წარმოუდგენელია. ლექტორი იყო ძალიან უშუალო, თავაზიანი , ზეკომპეტენტური თავის საქმეში და რაც მთავარია იუმორის გრძნობა იყო მოწოდების სიმაღლეზე :) მადლობა, მადლობა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

ანონიმური შეფასება

საინტერესო ლექციებისთვის მადლობა დავითს, გადმოცემისა და ახსნის უნარი აქვს ძალიან კარგი.

ანონიმური შეფასება

კურსი ძალიან საინტერესო იყო . სიღრმისეულად ვეცნობოდით ნებისმიერ საკითხს. Ბატონმა დავითმა მოგვცა შესაძლებლობა ბოლომდე გავცნობოდით ფინანსური მენეჯმენტის თითოეულ პუნქტს ჩვენთვის გასაგებ ენაზე.

ანონიმური შეფასება

ბ-ნი დავითი არის თავისი საქმის პროფესიონალი. სიამოვნებით გავივლიდი სხვა კურსსაც მისი ხელმძღვანელობით. მადლობა მას საინტერესო კურსისთვის და წარმატებებს ვუსურვებ.

შორენა შენგელაია

 ფინანსებში  მე არც  სამუშაო გამოცდილება მაქვს და დიდად არც განათლება მიმიღია, მიუხედავად ამისა ვთვლი რომბევრი რამ კარგად გავიგე და პრაქტიკაში გამოვიყენებ და ეს ნამდვილად ლექტორის დამსახურებაა, ერთი სიტყვით საუკეთესოა. მადლობა მას და წარმატებები.

თამარ ხუციშვილი

დავითს გადმოცემისა და ახსნის ძალიან კარგი უნარი აქვს. მადლობა საინტერესო ლექციებისთვის.

გიორგი ჯაფიაშვილი

კურსმა დააკმაყოფილა ჩემი მოთხოვნები როგორც ტექნიკურად, ასევე შინაარსიბრივად. ლექტორი ჩემთვის გასაგებ ენაზე მიხსნიდა იმ საკითხს, რისი გაგებაც მიჭირდა, გვთავაზობდა ლიტერატურასაც რამაც გამიმარტივა კურსში არსებულ საკითხთა საფუძვლიანი გაგება.

ნათია მორჩიაშვილკ

სასიამოვნო იყო ყოველი მოსმენილი ლექცია. ზოგადი ფინანსური ცოდნა გამომადგება სამომავლოდ საქმიანობაში, რაც შესაძლებლიბას მომცემს უფრო მეტად გავითვალისწინო ბიზნეს სექტორის ინტერესები. დავითი პროფესიონალიზმის მაღალი დონეა. საოცარი გადმოცემის უნარი აქვს. სასწავლო მასალას გასაგებს ხდის ამ სფეროში არა მოღვაწე ადამიანებისთვისაც კი. 

დავით ჭიპაშვილი

ლექტორმა იმდენად სრულად და გასაგებად ახსნეს ყველაფერი რომ უბრალოდ კითხვა არ გამჩენია, ვეკითხებოდი მხოლოდ ისეთ შეკითხვებს რაც დამეხმარებოდა მისგან მიღებული თეორიული ცოდნა დამენერგა ჩემს ბიზნესში. ვფიქრობ რომ ლექტორმა ყველაფერი გააკეთა და მოგვცა, კურსის შესაბამისად საკმარისი ცოდნა. აღვნიშნავ რომ მე ნასწავლი მქონდა ბუღალტერია, მაგრამ ამ კურსის მერე დავინახე რეალურად ის, რაც ჩემს ბიზნესს სჭირდებოდა და დავნერგე ბუღალტერიის ნაწილიც და ფინანსური ნაწილიც ჩემს საქმიანობაში.


სხვა კურსები

MS EXCEL-ის საბაზისო კურსი

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს პრაქტიკული გამოცდილება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით ეკონომიკური პროცესების მოდელირებიასა და ბიზნეს სიტუაციების ანალიზში.

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს.

Motion Design - After Effects

After Effects - Motion Design-ის კურსის მიზანია, რომ კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა შეძლოს 2D ანიმაციური ვიდეო რგოლის დამოუკიდებლად დაგეგმვა და ანიმირება. სტუდენტი გააცნოს ანიმაციის ძირითად პრინციპებს, ანიმირებისთვის საჭირო სხვადასხვა ტექნიკას, განსხვავებული სტილის გრაფიკულ ელემენტებზე მუშაობას და გადაღებულ ვიდეოში ინტეგრირებას.

ყველა კურსი